საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი

დაბადების ადგილი ქ. პარიზი. 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

1974-1977წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში; 1977-1980წწ. - საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში; 1980-1984წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი; 1984-1988წწ. - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში; 1988-1989წწ. - ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი; 1989-1992წწ. - საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში; 1992-1993წწ. - ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი(ბრიუსელი); 1993-1996წწ. - დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე( ბრიუსელი); 1996-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი; 1998-2001წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროების და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი; 2001-2003წწ. -საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი; 2003-2004წწ. - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2006-2015წწ. საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, 2010-2015წწ. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. არის პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზის" ლიდერი (2006წ); საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020).

საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს 2018 წელს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა
ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა
ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი - ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას 2024 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განვიხილე
დიმიტრი სამხარაძე - შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად გამოაცხადა თავი
პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩსს - მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის
ედგარს რინკევიჩსი - ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა - კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას
გიორგი ვაშაძე - მე მხარ ვუჭერ ერთიან სიას!
სალომე ზურაბიშვილი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს, ეს პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართლებრივი, მართლმსაჯულების და სხვა სისტემები ევროპულ სტანდარტებს მოერგოს
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ კონკრეტული გასაღებია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად
გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას