საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

დაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1992 წელს; 1993 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო.

მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler"; 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა. სწავლობდა ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემიაში და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; 2000-2001წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2002-2003წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 2015 წლის 13 თებერვალს დაინიშნა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

· პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დამფუძნებელი და ლიდერი (2001-);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი , თავმჯდომარე (1995-1998);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", თავმჯდომარე (1998-1999);

· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000);

· საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-);

· საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· 2009 - სომხეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი;

· 2008 - საპატიო მედალი "10 წელი ასტანაში";

· 2006 - ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

· 2005 - უკრაინის წლის ადამიანი;

· 2005 - აშშ-ის ადვოკატთა ასოციაცია, პრიზი, კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის;

· 2004 - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან "წლის ევროპელის" ყოველწლიური პრემია;

· ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
მიხეილ სააკაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ტრიბუნასთან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ - საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ წარმოადგენს
მიხეილ სააკაშვილი - გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო
გიგა ბოკერია 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - ეს ქვეყნები, მათი წარმომადგენლები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეები არიან ჩვენი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია - ასეთი დაბზარული შენობა ერთხელ ჩამოიქცევა და ეს „ერთხელ“ ძალიან ახლოს არის
ელენე ხოშტარია - რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის შოკისმომგვრელი იყო, თუ რამდენად ღია ტყუილს ამბობს პაპუაშვილი - დიახ, იქნება პასუხი!
ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ მასთან პრობლემურ საკითხებზე „არა თუ შეთანხმდნენ“, არამედ „უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოხატეს“
მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა - ხალხმა უნდა დაიცვას თავი
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება - პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ
„ხალხის ძალა“ - ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა - ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი ქვეყანაში შემოშვებას
მიხეილ სააკაშვილი - აუცილებელია, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს
მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი - არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია
შალვა პაპუაშვილი აქციაზე - დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა, მათ შორის უცხოეთიდან წარმოებული
შალვა პაპუაშვილი - ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს - ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი - ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელარუსთან - კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს
ნიკა მელია - ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაშია და ქართული საზოგადოების მიერაც მოკვეთილია
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა
გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს