როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან, - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც "ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი , - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.