არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
თუ ქვეყნის პატრიოტი და თავმოყვარე პოლიტიკოსი და მთავრობა სამშობლოს ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს
18:48 11-01-2017
თუ ქვეყნის პატრიოტი და თავმოყვარე პოლიტიკოსი და მთავრობა სამშობლოს ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთიდან სომხეთისათვის გაზის მიწოდების თემაზე ”ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით,” ”გაზპრომისაგან” ”საინტერესო წინადადება” მიიღო, რაზეც მთავრობა იმსჯელებს. უკვე გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს მთავრობამ ”გაზპრომის” წინადადება მიიღო. როგორ შეაფასებდით ”გაზპრომის” წინადადებებს?
- ”გაზპრომის” წინადადების შესაფასებლად თავად ”გაზპრომმა” უნდა გააჟღეროს თუ რა წინადადებები იყო მისგან თავიდან დასმული და შემდეგ რა ტრანსფორმაცია განიცადეს მათ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში.
სომხეთისათვის განკუთვნილი რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის ნატურით გადახდის ჩანაცვლება ფულადი ანაზღაურებით უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

გასაკვირია, რომ ბატონი კალაძე თვლის, - ნატურით (გატარებული გაზის 10 პროცენტი) ტრანზიტის საფასურის ჩანაცვლება ფულადი ანაზღაურებით თურმე ”საინტერესო წინადადებაა”. ეს წინადადება 2016 წელს ასეთად არ ჩათვლილა და ნეტა რა გახდა 2017 წელს ამის მიზეზი?
ორი აზრი არ არის, რომ სომხეთისათვის განკუთვნილი რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის ნატურით გადახდის ჩანაცვლება ფულადი ანაზღაურებით უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თუ ქვეყნის პატრიოტი და თავმოყვარე პოლიტიკოსი სამშობლოს ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს, მაშინ მან ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს, თანამემამულეებს ბოდიში მოუხადოს და თანამდებობიდანაც გადადგეს. იგივე უნდა ითქვას საქართველოს მთავრობაზე, რომელმაც ”გაზპრომის” წინადადება მიიღო...
- შარშან, სხვათა მსგავსად, ამ თემაზე მინისტრი კალაძეც აცხადებდა, რომ ”გაზპრომთან” ჩვენს სასარგებლოდ დასრულებული მოლაპარაკებები ”ქვეყნის წარმატება” იყო. თუ შარშან ჩვენს მიერ პოზიციების მტკიცედ დაცვა წარმატება იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ წელს დიდ პირველ წარუმატებლობასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, რა ნეგატიური შედეგები ექნება საქართველოს მიერ ”გაზპრომის” წინადადებების მიღებას?
- მართალს ბრძანებთ, ”2017 წლის კალაძე” წინააღმდეგობაში მოდის ”2016 წლის” კალაძესთან”, - სხვანაირად ვერ ავხსნით იმას, რასაც 2016 წელს წარმატებას უძახდა, რატომ არ უნდა იყოს ”გაზპრომთან” მისი მისია წარუმატებლობა 2017 წელს?
2016 წელს, როცა ”გაზპრომი” დაგვთანხმდა ტრანზიტის საფასურის გაზით გადახდის სისტემის ერთი წლით შენარჩუნებას, მაშინ გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი კალაძის მიერ მოლაპარაკებებზე დაისვა ”ქართული ოცნების” მთავრობის თხოვნა, რომ ერთი წლით გადაეწიათ ტრანზიტის საფასურის გაზის ნაცვლად ფულით გადახდა, რადგანაც 2016 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი, და ”ქართულ ოცნებას” არ უნდოდა ამომრჩევლის თვალში თავისი სისუსტე, რბილად რომ ვთქვათ, ეჩვენებინა...
2016 წელს, როცა ”გაზპრომი” დაგვთანხმდა ტრანზიტის საფასურის გაზით გადახდის სისტემის ერთი წლით შენარჩუნებას, მაშინ გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი კალაძის მიერ მოლაპარაკებებზე დაისვა ”ქართული ოცნების” მთავრობის თხოვნა, რომ მოახლოებული არჩევნების გამო ერთი წლით გადაეწიათ ტრანზიტის საფასურის გაზის ნაცვლად ფულით გადახდა

ამ ეჭვს არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ აქვს, რომ 2016 წელს ბატონი კალაძე თავიდანვე ასე იძახდა, რომ ”გაზპრომის” შეთავაზება ”გონივრულიაო”, მაგრამ როგორც კი საზოგადოებაში გაისმა მისი პოზიციის მკვეთრი საჯარო კრიტიკა, მან შეძლო ხსენებული არგუმენტის მოშველიებით ერთი წლით ”გაზპრომის” დათანხმება.
- ამ თემაზე საუბრისას მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა - ამ თემაზე ექსპერტების განცხადებები ”აბსოლუტურად არასერიოზული და არაკვალიფიციურია” იმის გამო, რომ ”ისინი საქმეში ჩახედული არ არიან. ვინაიდან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ”აბსოლუტურად არასერიოზული და არაკვალიფიციური” შეფასების ავტორობაში ბატონმა კალაძემ თქვენ და ბევრი თქვენი კოლეგა ექსპერტი მოგიაზრათ, კითხვას ასე დავსვამდი - თუ ექსპერტებმა ”არ იციან, რა როგორაა”, როგორც ბატონი მინისტრი ბრძანებს, რატომ არ აწვდის იგი მეტ ანდაც სრულ ინფორმაციას ”გაზპრომთან” მოლაპარაკებების თემაზე თუნდაც საექსპერტო საზოგადოებას?

- ნამდვილად არ ვიცი ბატონმა კალაძემ ვინ მოიაზრა და ვინ არა - ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. ისე, სიტყვა ”ექსპერტი” არც მე მიყვარს, რადგანაც ქართულ მედიაში იმდენი ე.წ. ”ექსპერტი” გამოჩნდა, რომ ძნელი გასარჩევია ვინ მართლა ექსპერტია და ვინ მედია პოპულარობაზე ორიენტირებული შარლატანი...
ნეტა თავად ბატონი კალაძე როდიდან გახდა ”აბსოლუტურად სერიოზული და კვალიფიციური” ენერგეტიკის, გეოპოლიტიკის და გეოეკონომიკის საკითხებში?

ნეტა თავად ბატონი კალაძე როდიდან გახდა ”აბსოლუტურად სერიოზული და კვალიფიციური” ენერგეტიკის, გეოპოლიტიკის და გეოეკონომიკის საკითხებში? ინფორმაციის ნაკლებობა კი მეტ-ნაკლებად დეტალური ანალიზისათვის, სამწუხაროდ, სახეზეა. თუმცა, ეს ინფორმაცია ისევ და ისევ მთავრობის გადაწყვეტილებით ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გაასაჯაროვოს...
- შეეძლო თუ არა თუ არა ქართულ მხარეს” უარი ეთქვა ”გაზპრომის” წინადადებაზე? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ მინისტრმა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, - ”გაზპრომის” მხრიდან თბილისისათვის გაკეთებული განცხადება ამჯერად ბოლო იყო. რამდენად დიდია იმის ალბათობა, მოსკოვმა თბილისი თავის პირობებზე იმის გამო დაითანხმა, რომ მას შესაძლოა, საერთოდ უარი ეთქვა საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთისათვის გაზის ტრანზიტზე და რუსული გაზი ირანულით ჩაენაცვლებინა, ხოლო აზერბაიჯანი ჩვენ იმ დანაკლისს ”შაჰდენიზი-2”-ის სრულად ამოქმედებამდე ვერ დაგვიფარავდა, რასაც ”გაზპრომიდან” ვერ მივიღებდით?
- ამ თემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, რადგანაც მოლაპარაკებებიდან დაბრუნებული ბატონი კალაძე თვითონ არ იძახის, თუ რით დაემუქრა ”გაზპრომი” და მის უკან მდგომი მოსკოვი საქართველოს.
ჩვენ ისიც არ ვიცით ამ ე.წ. ”საინტერესო წინადადებით” მიღებული თანხით შევძლებთ თუ არა იმავე რაოდენობის გაზის შესყიდვას, რაც ტრანზიტის საფასურში ნატურით გვრჩებოდა

პირიქით, ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ თურმე ”გაზპრომიდან” მან ”საინტერესო წინადადება” მიიღო... ჩვენ ისიც არ ვიცით ამ ე.წ. ”საინტერესო წინადადებით” მიღებული თანხით შევძლებთ თუ არა იმავე რაოდენობის გაზის შესყიდვას, რაც ტრანზიტის საფასურში ნატურით გვრჩებოდა.
- ამას წინათ ”საქართველოს რკინიგზამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც პრაქტიკულად საუბარი იყო იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით სომხეთ-ირანის მიმართულება გაიხსნება. ამ თემაზე საჯაროდ კითხვები პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილს ბევრმა დაუსვა, მაგრამ მათზე პასუხები ჯერ არ მოგვისმენია. თუ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რეალობად იქცა, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის მიერ დატოვებული პასუხგაუცემელი კითხვები - რომელი სახელმწიფოს იურიდიულ ველში იფუნქციონირებს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი? იფიგურირებს თუ არა ამ პროცესში ე.წ. აფხაზეთის "სახელმწიფოს" სარკინიგზო და სხვა დოკუმენტები? თუ - კი, სამართლებრივ და პოლიტიკურ ენაზე, სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- აფხაზეთზე გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ”ქართული ოცნების” მთავრობამ დააყენა. ძალიან მალე თბილისს მოუწია ბაქოდან მკვეთრი კრიტიკის მოსმენა, რაც არ შედის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებში.
ამის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ შეწყვიტა ამ რკინიგზის გახსნაზე საჯარო საუბარი. ეკონომისტებმა კი კარგა ხანია ჩავატარეთ კვლევა და ვაჩვენეთ, რომ ამ რკინიგზის გახსნა მხოლოდ პოლიტიკური პროექტია და მას რაიმე ხელშესახები ეკონომიკური ეფექტის მოტანა არ შეუძლია... ცნობისათვის, ამ კვლევის შედეგები არაერთი სტატიის სახით გამოქვეყნდა უცხოურ სამეცნიერო-პერიოდულ და ანალიტიკურ გამოცემებში.
- პრემიერმა კვირიკაშვილმა თბილისის კლუბებში პროსტიტუციის თემაზე განცხადებები გააკეთა და ვითარების გამოსწორება სამართალდამცავებს დაავალა. პრემიერის ამ განცხადებაზე დიამეტრალურად განსხვავებული შეფასებები გაკეთდა. ზოგი თვლის, რომ ამ საკითხებში პრემიერის ჩარევა უადგილო და გაუგებარი იყო, ვინაიდან, კერძო მეწარმეების საქმეში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. თქვენ როგორ შეაფასებდით, ამ საკითხებში პრემიერის ჩარევას?
- სამწუხარო ფაქტია, რომ პრემიერს და ასევე ზოგიერთ მინისტრს კარგად არ ეხერხებათ საჯარო განცხადებების კეთება, რადგანაც ამ განცხადებებს შემდეგ, არცთუ იშვიათად, დამატებით ესაჭიროება კომენტარები. გაიხსენეთ თუნდაც ონლაინ-სესხებზე პრემიერის მიერ სულ ახლახან გაკეთებული განცხადება, რომელსაც შემდეგ დასჭირდა შინაარსობრივი დაზუსტება.
სამწუხარო ფაქტია, რომ პრემიერს და ასევე ზოგიერთ მინისტრს კარგად არ ეხერხებათ საჯარო განცხადებების კეთება... არის თემები, რაზეც მთავრობა ხმამაღლა არ უნდა საუბრობდეს

არის თემები, რაზეც მთავრობა ხმამაღლა არ უნდა საუბრობდეს. ჯობდა პრემიერს სამუშაო ვითარებაში მიეცა დავალება შინაგან საქმეთა მინისტრისათვის და აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ მას შემდეგ გაეკეთებინა პრემიერს განცხადება, რაც მინისტრისაგან მიიღებდა პასუხს არსებული ვითარების შესახებ...
- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს სფერო ისევე მოწესრიგდეს, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებშია?
- მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და კომპეტენტურ პასუხს ვერ მოგცემთ.
- ლარი განაგრძობს ხან გამყარებას, ხანაც გაუფასურებას. გასული წლის ბოლოს თქვენ ბრძანეთ, რომ ლარი უნდა უფასურდებოდეს და ეს რომ ასეა, ამის შესახებ ხელისუფლებას ან კვალიფიკაცია, ანაც გამბედაობა არ ჰყოფნის. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ლართან მიმართებაში და სავარაუდოდ, რამდენი შეიძლება იყოს ლარის გაუფასურების მაქსიმუმი?
- ლართან მიმართებაში არ ხდება არაფერი ახალი, რაზეც არ გვისაუბრია. ლარის დევალვაციის მაქსიმუმზე საუბარი არ არის გონივრული. ჯერჯერობით ლარის გაუფასურების ობიეტური მიზეზები ისევ სახეზეა. მთავარია, არ მოხდეს სავალუტო ბაზარზე ლარის ნახტომისებური გაუფასურება-გამყარება...
ყველაზე ნაკლები მორალური უფლება საქართველო-”გაზპრომის” ურთიერთობების კრიტიკის აქვს ”ნაცმოძრაობას”, რომელიც 2004-2005 წლებში ცდილობდა მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას ”გაზპრომისათვის,” და ამ მოღალატური აქტისაგან საქართველო მაშინ აშშ-მა იხსნა...

- როგორ შეაფასებდით უგულავას გათავისუფლებას, ”ნაციონალებში” მიმდინარე პროცესებს? სავარაუდოდ, როგორ აისახება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ერთის მხრივ უგულავას გათავისუფლება და მეორეს მხრივ ”ნაციონალებში” მიმდინარე კონფლიქტები?
- ჩემთვის უფრო საინტერესოა რა ხდება ”ქართულ ოცნებაში,” რატომ ”გაინაცა” თავი ”ოცნებამ”? უბრალო ადამიანებისაგან არაერთხელ მსმენია, რომ ჩვენ გვყავს ახალი პარტიები ”ქართული მოძრაობა” და ”ნაციონალური ოცნება”. მურუსიძე, ოქრიაშვილი, ჯეჯელავა, ახლა უკვე მაღლაფერიძე ის მცირე ჩამონათვალია, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის არა უბრალოდ გაოცებას, არამედ დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს.
აქვე მინდა მკითხველს შევახსენო, რომ ყველაზე ნაკლები მორალური უფლება საქართველო-”გაზპრომის” ურთიერთობების კრიტიკის აქვს ”ნაცმოძრაობას”, რომელიც 2004-2005 წლებში ცდილობდა მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას ”გაზპრომისათვის,” და ამ მოღალატურ აქტისაგან საქართველო მაშინ აშშ-მა იხსნა...

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”




PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები