არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
ტრამპს სურს რუსეთთან დაამყაროს უკეთესი ურთიერთობები, მაგრამ ეს პუტინის მმართველობის პირობებში შეუძლებელია
16:14 03-03-2017
ტრამპს სურს რუსეთთან დაამყაროს უკეთესი ურთიერთობები, მაგრამ ეს პუტინის მმართველობის პირობებში შეუძლებელია აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” მაკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორს, დევიდ კრამერს ესაუბრა.

- ბატონო დევიდ, როცა თქვენთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე ინტერვიუს ჩაწერა შემომთავაზეს, ერთროულად გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც. გამიკვირდა იმიტომ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ბევრწილად გაუგებარია თუ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს აშშ და ეს ეხება საქართველოსაც. ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ პერიოდში ამ თვალსაზრისით იყო დიდი გაურკვევლობა. თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის შესვლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. დღეს თუა მეტნაკლებად გარკვეული როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ვაშინგტონი? თუ - კი, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება იყოს საუბარი?
- საქართველოს გაუმართლა იმ თვალსაზრისით, რომ მას თბილისში ბატონ იან კელის სახით აშშ-ს კარგი ელჩი ჰყავს. მე იგი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დროს გავიცანი და მიმაჩნია, რომ ბატონი კელი აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია. აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ელჩი იან კელი და მთელი საელჩო პირველი ხაზია და ისინი ამ მიმართულებაზე ნამდვილად საუკეთესოები არიან. გარდა ამისა, აშშ-ს მთავრობის კაბინეტის არა ერთი წევრი საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოს. მე არ ვიცი პრეზიდენტ ტრამპს საქართველოსთან მიმართებაში რა პოზიციები აქვს. როცა იგი ბიზნესში აქტიურად იყო ჩქართული მას ბათუმში ჰქონდა საინვესტიციო ინტერესები. ახლა რას ფიქრობს, არ ვიცი.
ვიცე-პრეზიდენტ პენსს აქვს უფრო მკაფიო და დადებითი პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ეს მნიშვნელოვნად წაადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას

რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, არ ვიცი ამ საკითხებზე იგი რას ფიქრობს და მომავალში როგორ იქნება.
ვიცე-პრეზიდენტ პენსს აქვს უფრო მკაფიო და დადებითი პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ეს მნიშვნელოვნად წაადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას. მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.
- რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ტრამპს გამოსვლა ჰქონდა კონგრესში. როცა მას უსაყვედურეს საგარეო ურთიერთობებს ცოტა დროს უთმობო, მან განაცხადა შემდეგი - ”ჩემი საქმე არაა წარმოვადგენდე მსოფლიოს, ჩემი საქმეა წარმოვადგენდე ამერიკას.” რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ის საკითხები, რომელიც აშშ-ს იზოლაციონიზმს ეხება, რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსი?
- პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს რომ იგი წარმოადგენს ამერიკელ ხალხს და აშშ-ს, მაგრამ მისი როგორც აშშ-ს ლიდერის განცხადებებს და ხედვებს დიდი გავლენა აქვს აშშ-ს გარეთაც.
იმედი მაქვს, რომ აშშ არ განახორციელებს იზოლაციონისტურ პოლიტიკას. ამ ტიპის პოლიტიკა პუტინის ტიპის ლიდერებს ხელს აძლევს, როგორც სურთ, ისე იმოქმედონ

იმედი მაქვს, რომ აშშ არ განახორციელებს იზოლაციონისტურ პოლიტიკას. ამ ტიპის პოლიტიკა პუტინის ტიპის ლიდერებს ხელს აძლევს, როგორც სურთ, ისე იმოქმედონ. ეს კიდევ უფრო არასტაბილურსა და სახიფათოს გახდის მსოფლიოს.
- პრეზიდენტ ტრამპს კონგრესში გამოსვლისას არ უხსენებია რუსეთი. ძნელი დასაჯერებელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვერ ხედავდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეეებს. თქვენი აზრით, რატომ აუარა გვერდი პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთსა და მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარს?
- სხვათა შორის, კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტ ტრამპს არც ერთი ქვეყანა არ უხსენებია. მან საკმაოდ მკაფიოდ დაუჭირა მხარი ნატოს. საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებშიც მისი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში შეშფოთებას იწვევს. ადამიანთა ეს კატეგოგია მიიჩნევს, რომ იგი რუსეთის მიმართ ზომაზე მეტად ლოიალური იქნება.
პრეზიდენტ ტრამპს სურს რუსეთთან დაამყაროს უკეთესი ურთიერთობები, მაგრამ ჩემი აზრით, ეს პუტინის მმართველობის პირობებში შეუძლებელია. პუტინის რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს მითს, რომ აშშ არის საფრთხე. მანამ, სანამ ეს ასეა, ჩვენი ინტერესები და ღირებულებები არ გადაიკვეთება. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპს ეს ესმის. ჩემი მოლოდინია, კონგრესი იმუშავებს სწორედ იმისთვის, რომ დააბალანსოს ეს ვითარება.
- რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, სტენფორდის უნივერსისტეტის საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი მაიკლ მაკფოლი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ”ტრამპის ადმინისტრაციაში პრორუსმა რომანტიკოსებმა უკვე წააგეს”. ბატონი მაკფოლი სანამ მოსკოვში ელჩად მუშაობდა, სიფრთხილით გამოირჩეოდა, მართალია, ამან არ უშველა და მას ელჩის პოსტის დატოვება პუტინის სურვილის გამო ვადაზე ადრე მოუწია. მესმის, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში აშშ-ს კონგრესს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და გატარებაში გადამწყვეტი როლის შესრულება მოუწევს, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბატონ მაკფოლის ”პრორუს რომანტიკოსებზე” გაკეთებული შეფასება?
- თუ აშშ-ს მთავრობის წევრებს შევხედავთ, მათ შორის თავდაცვის მდივანს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მათ საკმაოდ მკაფიო და მკაცრი პოზიციები აქვთ რუსეთთან მიმართებაში. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა საკმაოდ სწორი აქცენტები დასვა მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე, ასევე ბრიუსელში. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია პრეზიდენტი ტრამპი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები მოდის რუსეთთან და საერთოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მთავარი მიმღები მაინც პრეზიდენტია. ამიტომ, ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმაზე თუ ვინ იგებს და ვინ აგებს. ჯერ მხოლოდ ახალი დაწყებულია მარტის თვე.
- გასაგებია, მაგრამ აქ კიდევ არის ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი. მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას ტრადიციულად იღებდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. ამჯერად, მიუნხენში ბატონი ტილერსონი არ ჩასულა. ტილერსონს მონაწილეობა არ მიუღია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შემუშავებაში. მეტიც, ის ნაკლებად ხვდება სახელმწიფოს მეთაურებს. კრემლში კვლავ იმედოვნებენ, რომ ტრამპი კრემლის კარგი მოკავშირე იქნება. მესმის, ვაშინგტონ-მოსკოვის სამომავლო ურთიერთობებზე რამეს თქმა ძნელია, მაგრამ მაინც გკითხავთ - სავარაუდოდ, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება აშშ-სა და რუსეთს შორის?
- რთული კითხვაა. სწორს ბრძანებთ, სახელმწიფო მდივანი დიდად არ არის ჩართული საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ჯერაც გაურკვეველია თუ რა გავლენა ექნება მას აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე. თავდაცვის მდივანი უფრო მეტად ფრთხილობს. წინასაარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული, ყველაზე სწორხაზოვანი თავის განცხადებებში არის პრეზიდენტი. იგი ამბობს, რომ მას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური ვითარება ართულებს ამ საკითხში პრეზიდენტის სწრაფვას. ტრამპისადმი რუსული მედიის დამოკიდებულებაც შეიცვალა.
როგორც ჩანს, კრემლს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ჰქონდა მოლოდინი, რომ თეთრი სახლის ახალი მმართველი რუსეთის მიმართულებით მკვეთრ და მკაფიო ნაბიჯებს გადადგამდა

როგორც ჩანს, კრემლს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ჰქონდა მოლოდინი, რომ თეთრი სახლის ახალი მმართველი რუსეთის მიმართულებით მკვეთრ და მკაფიო ნაბიჯებს გადადგამდა.
ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე იყო ასეთი ჭორი, რომ ტრამპი მოხსნიდა რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. ამის საწინააღმდეგოდ კონგრესმენებმა გააკეთეს საკმაოდ მწვავე კომენტარები. საბოლოო ჯამში არც არაფერი მოხდა. ვფიქრობ, კრემლი ფიქრობდა, რომ ასე მოხდებოდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ამ საკითხში კონგრესმენებში არსებულმა განწყობამ ხელი შეუშალა ამას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი რამ საერთოდ იგეგმებოდა, მაგრამ, თუ იგეგმებოდა, ფაქტია, რომ ხელი შეუშალა. ამან კრემლის მოლოდინები კიდევ უფრო გააქარწყლა.
- რათა დავასრულოთ ვაშინგტონ-მოსკოვის სამომავლო ურთიერთობებზე საუბარი, კითხვას ასე დავსვამდი - იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ კრემლის ფანტაზიებს პრაქტიკულად საზღვარი არ ჰქონდა, პუტინის გარემოცვას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან იალტა-2-ზე, ანუ მსოფლიოს გავლენის სფეროებად გაყოფაზე დაიწყებდა საუბარს. მოვლენათა ამგვარი სცენარით პროცესების განვითარება რამდენად სავარაუდოა?
- ეს ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირსა და აშშ-ზე. დასავლეთმა საკუთარ თავში დაკარგა რწმენა. პუტინი ფიქრობდა, რომ ობამა იყო სუსტი ლიდერი. როდესაც ობამამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში სირიის საკითხი ჯერ წითელ ზოლად აქცია, ხოლო შემდეგ უკან დაიხია, პუტინისთვის ეს იყო გადამწყვეტი მომენტი.
ფაქტია, რომ დასავლეთის ლიდეთა სისუსტეებს პუტინი კარგად იყენებს

ფაქტია, რომ დასავლეთის ლიდერთა სისუსტეებს პუტინი კარგად იყენებს. არ მოსწონს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციები არ მოუხსნია და არც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გარკვეულწილად ეკონომიკურ იზოლაციაშია, პუტინი არსებულ ვითარებას თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს. პუტინს უნდა გავაგებინოთ, რომ მსოფლიო ორად არ გაიყოფა და გავლენის სფეროები ისტორიის წარსულს ჩაბარდა.
- თუ მაინც ჩვენი საუბრის მთავარ თემას დავუბრუნდებით უნდა გკითხოთ, ბევრი თვალსაზრისით გაურკვეველ ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, რა პერსპექტივა აქვს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს? რა შეიძლება გაგრძელდეს ამ ურთიერთობებში, რაც მანამდე იყო დაწყებული? რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს საუბარი ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე? გააგრძელებს ვაშინგტონი სამხედრო სფეროში საქართველოს მხარდაჭერას?
- წვრთნებში, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ტარდება, ჯარისკაცებს ამზადებენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად და არა იმისთვის, რომ თქვენი ქვედანაყოფები სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მისიების შესასრულებლად იყვნენ გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება.
წვრთნებში, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ტარდება, ჯარისკაცებს ამზადებენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად და არა იმისთვის, რომ თქვენი ქვედანაყოფები სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მისიების შესასრულებლად იყვნენ გამოყენებული

რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს ძალიან რთული იქნება. ევროპაში ინგლისის ბრექსიტის შემდეგ საუბარი იყო დიდ ბრიტანეთთან მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაზე, მაგრამ ორი წელია ეს საკითხი მხოლოდ საუბრის დონეზეა და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს არ დაიძვრება მკვდარი წერტილიდან. რომც დაიწყოს, მას როგორც მინიმუმ, ორი წელი დასჭირდება.
საუკეთესო, რაც შეიძლება ამ ეტაპზე საქართველომ გააკეთოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, ხელი შეუწყოს მრავალფეროვანი მედიასაშუალებების განვითარებას და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც სხვადასხვა ფორმატში აქვს აღებული, შეასრულოს.
- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ”რუსთავი-2”-ის თემას. როგორ შეაფასებდით ”რუსთავი-2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას?
- ძალიან უარყოფითად შევაფასებდი. ვფიქრობ, მომხდარზე საზოგადოებას ექნება რეაქცია. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, მაგრამ იქნება რეაქცია. დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე დასავლეთს ექნება თავისი რეაქცია.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები