არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
მოსკოვს საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს და სავსებით ცხადია, რომ არც გადადგამს... მომხდარმა აჩვენა, რომ კრემლს ასადის დაცვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია
18:16 07-04-2017
მოსკოვს საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს და სავსებით ცხადია, რომ არც გადადგამს... მომხდარმა აჩვენა, რომ კრემლს ასადის დაცვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე დასავლეთის, ვაშინგტონისა და რუსეთის რეაქციაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მომხდარი ევროპა-რუსეთისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ”ინტერპრესნიუსი” რუს ექსპერტს, აღმოსავლეთმცოდნეს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, აშშ-მ სირიის პროვინცია ჰომსში სამხედრო აეროდრომი დაბომბა, საიდანაც სირიის სამხედრო ძალებმა სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური შეტევა განხორციელეს. ბრძანება პირადად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. პრეზიდენტმა პუტინმა მომხდარი აგრესიად შეაფასა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებული ისტორია შესასწავლია... თქვენ როგორ შეაფასებთ მომხდარს?
- ჩემი შეფასებით, ვითარება სირიაში აბსოლუტურად ჩიხურია. ჩვენ არ ვიცით თუ რა მოხდა პროვინცია იდლიბში. არა მარტო ჩემთვის, არამედ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, არაა ნათელი და გასაგები იქ რა მოხდა. ერთნი თავის თავს და დანარჩენ მსოფლიოს არწმუნებენ, რომ ქიმიური შეტევა ბაშარ ასადის ბრძანებით მოხდა, მეორენი კი ამაში დარწმუნებული არ არიან.
ვითარება სირიაში აბსოლუტურად ჩიხურია... ბაშარ ასადი სულელი არაა. ის არც იდიოტია და არც ავანტიურისტი - ჩემი აზრით, იდლიბში განხორციელებულ ქიმიური შეტევა მისი გაკეთებული არაა

საკმაოდ ძნელია რამეს მტკიცება, ვინაიდან რეალურად რა მოხდა, ამის შესახებ დანამდვილებით ბევრი რამ არ ვიცით. მე ერთი რამ ვიცი - ბაშარ ასადი სულელი არაა. ის არც იდიოტია და არც ავანტიურისტი - წარმოუდგენელია მას არ ესმოდეს, რომ იმგვარი ბრძანების გაცემა, რომლის შედეგადაც ამდენი ხალხი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, ეს მისი მხრიდან სიბრიყვე იქნებოდა. ამიტომ ვამბობ, ჩემი აზრით, იდლიბში განხორციელებულ ქიმიური შეტევა მისი გაკეთებული არაა. ეს შეიძლება იყოს რაღაც შეცდომის შედეგი ანდა რაღაც შემთხვევითობა, ან სულაც საერთოდ სხვა რამ.
ჩემი აზრით, ეს არ იყო სპეციალური აქცია. მეორე - იქ რა აფეთქდა, ასაფეთქებელ იარაღს ვინ
ინახავდა, ნუსრა თუ ”ისლამური სახელმწიფო”, უცნობია. არის ვერსია, რომ ”ისლამური სახელმწიფო” ამ იარაღის გამოყენებას ერაყში გეგმავდა. ყველაფერ ამას სჭირდება დამტკიცება. ჭორები და საფუძველმოკლებული კომენტარები არაფრის მომცემია. დარწმუნებული ვარ, ის რაც მოხდა, ამას
ბაშარ ასადი შეგნებულად არ გააკეთებდა. ვინაიდან, ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაცილებით დამძიმდებოდა, ვიდრე ამ ფაქტამდე იყო.
- აშშ-ს პრეზიდენტმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სი-ენ-ენმა გაავრცელა. როგორც იმავე ინფორმაციაშია ნათქვამი, სირიის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ობიექტები აშშ-ს სამიზნეებია. თქვენი აზრით, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს სირიაში აშშ-ს გაქტიურებას?
- ვერ გეტყვით. მრჩება შთაბეჭდილება, პრეზიდენტ ტრამპს ე.წ. ფსიქოლოგიური შეუთავსებადობა დაემართა - იგი ახლა თეთრ სახლში ზის, მაგრამ ერთის მხრივ, თავისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშა, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი მისი წინამორბედი ობამასაგან განსხავებით ძლიერი პიროვნებაა, ხოლო მეორე მხრივ, მის ირგვლივ საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობები დაეძაბოს ანდა საბოლოოდ გაუფუჭდეს.
ახლა საინტერესო ისაა, თუ ვინ მოახდინა პრეზიდენტ ტრამპზე ზეგავლენა, როცა იგი სირიის დაბომბვის შესახებ იღებდა გადაწყვეტილებას

ახლა საინტერესო ისაა, თუ ვინ მოახდინა პრეზიდენტ ტრამპზე ზეგავლენა, როცა იგი სირიის დაბომბვის შესახებ იღებდა გადაწყვეტილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პირადად მე პრეზიდენტ ტრამპში დიდ პოლიტიკოსსა და სტრატეგს ვეღარ ვხედავ. როგორც ჩანს, იგი გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს.
- ბრძანეთ, გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები იყოს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ისედაც საკმაოდ გართულებული იყო უკრაინასა და სირიაში რუსეთის მოქმედებების გამო, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული...
- დიახ, სწორს ბრძანებთ. მიმაჩნია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში მნიშვნელოვანი როლი თავად რუსეთმა შეიტანა. ეს ცალკე და დიდი საუბრის თემაა. ახლა მე არც ის ვიცი, ეს ურთიერთობები ამგვარ მდგომარეობაში როდემდე იქნება.
- ბევრი თვლის, რომ რაც მოხდა, ასადის დასასრულის დასაწყისია, ვინაიდან რუბიკონი
გადალახულია. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ვერ გეტყვით. არ ვიცი. ასადის პოლიტიკურ დასასრულზე 2011 წლიდან საუბრობენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ასე არაა. არა, რუბიკონი გადალახული არაა.
- საპასუხოდ რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი?
- მოსკოვმა უკვე გადადგა საპასუხო ნაბიჯი. რუსეთი აღარ ითანამშრომლებს აშშ-სთან სირიის ცაში ფრენების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ალბათ გახსოვთ, რომ მხარეებს სირიის ცა ზონებად ჰქონდათ დაყოფილი, რომელზეც უსაფრთხო ფრენაზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული. ეს ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც მას შეეძლო.
- 11-12 აპრილისათვის დაგეგმილი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის პირველი ვიზიტი მოსკოვში და ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. თქვენი აზრით, სირიაში განვითარებული პროცესების შემდეგ ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში შედგება თუ არა და თუ - კი, სავარაუდოდ, როგორი იქნება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დღის წესრიგი?
- ძნელი სათქმელია. ამ კითხვაზე პასუხს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა უნდა გასცეს. რამდენადაც ვიცი, დღეს, 7 აპრილს მას საგარეო ურთიერთობების საბჭოზე აქვს გამოსვლა. ასევე ცნობილია, რომ მინისტრი ლავროვი სირიაში აშშ-ს მოქმედებაზე რუსეთის საპასუხო გეგმების შესახებ განცხადებას ხვალ, 8 აპრილს გააკეთებს
მინისტრი ლავროვი სირიაში აშშ-ს მოქმედებაზე რუსეთის საპასუხო გეგმების შესახებ განცხადებას ხვალ, 8 აპრილს გააკეთებს

- მას შემდეგ, რაც აშშ-მ სირიაში ასადის სამხედრო ძალებზე მიიტანა იერიში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა რუსეთის უმაღლეს ეშელონებში გარკვეული გაურკვევლობაა. მოხდა ის, რაც ობამას მმართველობის 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ვაშინგტონმა მოსკოვს სირიაში უპასუხა და საკმაოდ მტკივნეულადაც. მეტიც, ახლა კრემლი იმის გარკვევას ცდილობს, აშშ-ს მიერ სირიის დაბომბვა ეპიზოდური გამოვლინება იყო თუ მას გაგრძელება მოჰყვება. თუ თეთრი სახლი მოსკოვს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს, სავარაუდოდ, როგორია ისინი?
- არ მიმაჩნია, რომ რაც მოხდა, უკვე წესებია. ეს იყო გადაწყვეტილება ადამიანის, რომელიც თავისი არაპროგნოზირებადობითაა ცნობილი. რაც შეეხება იმას, თუ როგორი გაგრძელება ექნება იმას, რაც უკვე მოხდა. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ტრამპმა თავადაც არ იცის თუ რა უნდა აკეთოს შემდეგ ანდა შემდეგ რა იქნება.
- დასავლეთში არაერთი ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აშშ-ს მიერ სირიაზე განხორციელებული ავიაიერიში ასადსა და მის მოკავშირეებზე მორალური გამარჯვება იყო. მეტიც, მათთვის პასუხი საკმაოდ ეფექტური გახლდათ, ვინაიდან იგი იყო პოლიტიკური ნების გამოხატვის აქტი...
- ყველაფერი ეს დემაგოგიაა. აქ მთავარი ისაა, რომ მომხდარმა აჩვენა, - მარტო რუსეთს ასადის დაცვის უზრუნველყოფა არ შეუძლია. მოსკოვს საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს და სავსებით ცხადია, რომ არც გადადგამს. მომხდარმა აჩვენა, რომ მოსკოვს ასადის დაცვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია.
- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ”ინტერპრესთან” ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ სირიის ერთიანი სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობს, ახლა სირიაში თითქმის ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის. მეტიც, საკმაოდ გადაჭარბებულია მტკიცება, რომ პრეზიდენტი ასადი მთელი სირიის პრეზიდენტია..
- ვითარება არ შეცვლილა, ახლაც ასეთივე სიტუაციაა, როგორიც იყო. არაფერი არ შეცვლილა. ისიც გაურკვეველია, ახლა ასადი ერთიანი სირიის რა ნაწილს აკონტროლებს. იქ სიტუაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იცვლება. სირიაში კარგა ხანია სამოქალაქო ომია და მართლაც თითქმის ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის.
მოსკოვი გააგრძელებს ბაშარ ასადის ბოლომდე მხარდაჭერას, მაგრამ როგორ, ჯერ არ ვიცი

- მოსკოვი გააგრძელებს ასადის მხარდაჭერას? თუ - კი, სავარაუდოდ, როგორ?
- მოსკოვი გააგრძელებს ბაშარ ასადის ბოლომდე მხარდაჭერას, მაგრამ როგორ, ჯერ არ ვიცი. ასადის გარეშე სირიაში რუსეთს ბევრი პრობლემა ექნება. პირველ ყოვლისა, ვგულისხმობ ქალაქ ტარტუსში რუსეთის სამხედრო ბაზას. ეს ბაზა ერთადერთი სამხედრო ბაზაა, რაც რუსეთს ხმელთაშუა ზღვაში ყოფნის საშუალებას. თუმცა, მარტო ეს საკითხი არაა რუსეთისთვის სირიაში მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს საკმაოდ ვრცელი საუბრის თემაა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები