არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება
19:26 13-04-2017
ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება 2017 წელს ბერლინსა და პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერალი აპრილიდან ასევე მუსორგსკის სახელობის სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. პარალელურად პაატა ბურჭულაძე განაგრძობს საერთაშორისო კარიერას. 2017 წლის მაისიდან ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენტ გარდენის“ მიწვევით ის ინკვიზიტორის პარტიას შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „დონ კარლოსი“. პრემიერა 12 მაისს გაიმართება. პაატა ბურჭულაძე ამჟამად, ბერლინში იმყოფება, სადაც მას „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

- ბატონო პაატა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბერლინსა და სანკტ-პეტერბურგში ვოკალის აკადემია იხსნება?
- ყოველთვის მქონდა სურვილი, დამეარსებინა ვოკალის აკადემია და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ახლი თაობის მომღერლებისთვის. ახალი ხმების აღმოჩენითა და საერთაშორისო სააგენტოებთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია დაკავებული ვარ. არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მიხარია, როდესაც ქართველი საოპერო მომღერლები აღწევენ წარმატებას მსოფლიო სცენებზე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერლინსა და სანკტ-პეტერბურგში გაიხსნება ვოკალის აკადემიები და შესაძლებლობა მომეცემა არა მხოლოდ ჩემი, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ჩემი კოლეგების გამოცდილება გადავცეთ მომავალ თაობას. უკვე ვიცი რამდენიმე ქართველი სტუდენტი, ვინც მომდევნო სეზონიდან ისწავლის ჩვენს აკადემიაში. ასევე, საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის მუსორგსკის სახელობის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელობა.
InterPressNews.Ge
- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოში გაგაკრიტიკებენ სანკტ-პეტერბურგის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის გამო?
- საქართველოში რაც გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში გაუჩერებლად მაკრიტიკეს და ათასგვარი სრულიად უსაფუძლო და შეთხზული ამბავი მოვისმინე საკუთარ თავზე, არ მგონია ამის შემდეგ კიდევ ვინმემ შეძლოს ჩემი გაკვირვება. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვაკეთებდი იმას, რაც მიმაჩნდა საჭიროდ, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი მიმაჩნია, რომ არის ძალზედ მნიშვნლოვანი, მუსიკის ენა მართლაც საერთაშორისოა და მას არ აქვს საზღვრები. მე ვარ ქართველი და დიდი საერთაშორისო სახელოვნებო ოჯახის წევრი. ამ საერთო საქმეზე ზრუნვა და მისი განვითარება ყველა ქვეყანას წაადგება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის არტისტებს. და რაც მთავარია, წაადგება ჰუმანური, სიყვარულით გაჯერებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას იმ საერთო დიდ ოჯახში, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ. ჩემი დაკვირვებით, ბოლო დროს, ადამიანებს ყველაზე მეტად ერთმანეთის სიყვარული, დანდობა თუ გაფრთხილება და პატივისცემა გვაკლია. მიხარია, რომ თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელობა ის იშვიათი შემთხვევა იქნება, რომელიც შესაძლებლობას მომცემს აკადემიის სტუდენტებს სწავლის პარალელურად, დიდ სცენაზე დადგმულ სპექატაკლებში მივაღებინო მონაწილეობა. ამგვარ გამოცდილებას ახალგაზრდა მომღერლებისთვის მართლაც არაფერი შეედრება.

- თქვენ დაუბრუნდით სასცენო კარიერას, რთული იყო თუ არა ფორმაში ჩადგომა?

- არც ერთი საქმე არ არის ადვილი, თუ მას მაღალი პროფესიონალიზმით უდგები. საოპერო სიმღერა განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს და საკუთარი თავის მუდმივ წვრთნას. წელს უკვე ჩემი სასცენო მოღვაწეობის 39 წელი სრულდება და რა თქმა უნდა, ამდენი წლის მანძილზე ყოველდღიური შრომის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა რაიმე ტიპის წარმატების მიღწევა. ჩემთვის სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთ თვეში იმ თეატრის სცენაზე მექნება გამოსვლა, სადაც მრავალი წლის წინ, ჩემი პირველი საერთაშორისო ხმაურიანი დებიუტი შედგა ლუჩანო პავაროტისთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები