არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
გაიყიდოს თუ არა მიწა? - კონსტიტუციას აკლია აქტივების კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის გაზრდის მხარდამჭერი ჩანაწერი
11:53 22-05-2017
გაიყიდოს თუ არა მიწა? - კონსტიტუციას აკლია აქტივების კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის გაზრდის მხარდამჭერი ჩანაწერი საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ეკონომიკის დოქტორს, კერძო საინვესტიციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეს ვანო ჩხაიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, ახლა როცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად მიწის უცხოელებზე გაყიდვის კონსტიტუციურად დაკანონება-არდაკანონების საკითხი აქტიურად განიხილება, თქვენთან დაკავშირება თუნდაც იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ მიწის გაყიდვის სასარგებლოდ არგუმენტები მოვისმინოთ. რამდენიმე წლის წინ, ”ინტერსპრესნიუსთან” ინტერვიუში თქვენ ამ თემაზე გაკვრით კი გაქვთ გამოთქმული ხედვები, მაგრამ ვინაიდან ახლა ეს თემა საკმაოდ აქტუალურია, გვინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ თქვენი არგუმენტების, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სრულად ჩამოთვლა. გისმენთ ბატონო ვანო...
- მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტების სრულად ჩამოთვლისათვის, ცხადია, ფორმატი არ გვეყოფა. შევეცდები ვთქვა მთავარი.
ყველაზე ცუდი და მავნებლური, რაც ადრე "დიადი კომუნიზმის მშენებელ" უკლებლივ ყველა ქვეყანაში ამდენი ხანია ხდება, ვერსად იქნა დაძლეული ხელისუფალთა სიხარბე მინიმალურად საკმარისი დოზითაც და წინა საუკუნეში ნაციონალიზებული ძირითადი სიმდიდრე ვერაფრით დაუბრუნდა მათ ნამდვილ მესაკუთრეს, ქვეყნის მოქალაქეებს.
მას მერე, რაც ხალხმა საპყრობილეს თავისუფლება ამჯობინა, ცენტრალიზებულ "მართვას" კი საბაზრო ეკონომიკა, უკვე კარგა ხანია ღიად ვეღარავინ ბედავს დაუპირისპირდეს საყოველთაო პრივატიზაციის გარდაუვალ პროცესს, მაგრამ სსრკ-ს უამრავი ფარული მეხოტბე ყველა ღონეს ხმარობს, როგორმე მაქსიმალურად გააჭიანუროს ეკონომიკაში და შესაბამისად პოლიტიკაში სახელმწიფოს და მისი მმრთველი პარტიების ჰეგემონია.
პრაქტიკულად ცდილობენ შეინარჩუნონ ისევ სსრკ, ოღონდ ამჯერად ბევრად უფრო მახინჯი და განწირული, უვარგისი ფორმით.
ვფიქრობ, ბევრი განათლებული და მაღალინტელექტუალური ადამიანი ცდება, მაგრამ მართლა გულწრფელად უფრთხის მისგანვე ან სხვისგან მოგონილ საშიშროებებს, თითქოს ხალხი ვერაფერს გააკეთებს დეტალური სახელმწიფო მონიტორინგის გარეშე.
ვფიქრობ, ბევრი განათლებული და მაღალინტელექტუალური ადამიანი ცდება, მაგრამ მართლა გულწრფელად უფრთხის მისგანვე ან სხვისგან მოგონილ საშიშროებებს, თითქოს ხალხი ვერაფერს გააკეთებს სახელმწიფოს დეტალური მონიტორინგის გარეშე

მგონი, მართლა სჯერათ, რომ ვიღაც, სათუო განათლების, უნარების და მიზნების მქონე ერთი ჩინოვნიკი მეტს გაწვდება და გაიაზრებს, ვიდრე მილიონობით საკუთარი პასუხისმგებლობით მოფიქრალი ადამიანი.
მახსოვს, ოდესღაც შიშობდნენ ვაჭრობის პრივატიზაციით ხალხი დაიხოცებოდა, თურმე ვერავინ დაარიგებდა ტალონებზე პურს და შაქარს, ახლა კი თურმე იმას შიშობენ, უცხოელებმა ჩვენი მიწები არ შეისყიდონ და ზედ თავიანთი ხალხი არ ჩამოასახლონ.
მსგავსი შიშები, მე პირადად, სასაცილოდ მეჩვენებოდა და მეჩვენება, ეს უკანასკნელი კი საერთოდ თითიდან გამოწოვილ და მასმედიით საგანგებოდ გაღვივებულ სიყალბედ მიმაჩნია. აბა საიდან უნდა მოსვლოდა ნორმალურ ადამიანებს თავში ეგ შიში, როცა იმ ფონზეც კი, როცა ჩვენთან მიწის ფასი მრავალ ათეულჯერ ნაკლებია, ვიდრე იმავე მყიდველის სამშობლოში უარესი მიწა, როგორც გამიგია, სრულიად შეუზღუდავ პირობებშიც კი უცხოელებს მიწების 1%-ც კი არ აქვთ ნაყიდი. თან, ცალკეული ინფორმაციებით, ისინიც უკან გარბიან და არცთუ იშვიათად, ნაყიდ მიწას იმაზე იაფადაც კი ყიდიან, ვიდრე იყიდეს...
- მიწის უცხოელებზე არგაყიდვის მომხრე პოლიტიკოსებისა თუ ეკონომიკური ექსპერტების უმეტესობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დაახლოებით ასე ჟღერს - მართალია ეკონომიკური მეცნიერება არ იცნობს ცნებას სტრატეგიული ობიექტი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა არც ისე დიდია, არსებობს იმის საშიშროება, რომ მიწის მყიდველი უცხოელები მათ მიერვე შეძენილ მიწებზე თავისივე ტომის ადამიანებს დაასახლებენ, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს ბუნებრივად არსებული ქართველთა სასიცოცხლო სივრცე. საქართველოს მრავალეთნიკურებას, ჩვენივე მეზობელ სახელმწიფოებში ჩვენს მიმართ არსებულ განწყობებს თუ გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ მართლაც ასეა.
თქვენ არ თვლით, რომ ამგვარი საშიშროება, ანუ მიწის უცხოელებზე გაყიდვის კონსტიტუციურად დაკანონება ქართველების სასიცოცხლო სივრცეს მნიშვნელოვნად შეამცირებს? თუ - კი, რა გაძლევთ ამის მტკიცების საშუალებას?

- თუ მიწები წინასწარ ქვეყნის მოქალაქეების კერძო საკუთრებაში იქნა პატიოსნად გადანაწილებული, პრაქტიკულად შეუძლებლად მეჩვენება ნებისმიერი ძალისა და სიმდიდრის უცხოურმა და გინდაც შინაურმა მსხვილმა ინვესტორმა მოახერხოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სიდიდის ტერიტორიის პირწმინდად შეძენა, თუნდაც თავდაპირველი ფასის ათმაგ ფასად.
როგორც კი მყიდველი მიზანმიმართულ შესყიდვებს დაიწყებს უკვე არსებული კერძო მესაკუთრეებისაგან, სულ მალე, ისე, რომ საყიდელი მიწების 10%-მდე ნაწილის შესყიდვას ვერც კი მოასწრებს აქა-იქ, გაყიდვის მსურველები ამოიწურება, იმ მიდამოებში მიწის ფასი ადრე წარმოუდგენელ სიდიდეებზე ავა და შესყიდვის პროცესი ბუნებრივად შეწყდება.
როგორც წესი, ხიფათი პირიქითაა - მსგავსი ტერიტორიების ერთ მთლიანობაში შესაძლო გასხვისების (ან სულაც დაკარგვის) საშიშროება სწორედ ხელისუფლებების ცენტრალური გადაწყვეტილებებით დგება ხოლმე და თან ძალიან ადვილად და იაფად.
როგორც წესი, ხიფათი პირიქითაა, მსგავსი ტერიტორიების ერთ მთლიანობაში შესაძლო გასხვისების (ან სულაც დაკარგვის) საშიშროება სწორედ ხელისუფლებების ცენტრალური გადაწყვეტილებებით დგება ხოლმე და თან ძალიან ადვილად და იაფად

ისე, შესაძლოა, ცუდი მართლაც არ იქნებოდა სწორედ სახელმწიფოს აეკრძალოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ხალხის ორგანიზებულად და ერთბაშად ჩასახლება ან გასახლება.
ამ წესიდან შესაძლო გამონაკლისი სასურველია იყოს ქვეყნისთვის მხოლოდ საგანგებო მნიშვნელობის, იშვიათი უნიკალური პროექტი და ასეთ შემთხვევაშიც, მიწის ცალკეულ მესაკუთრეთა სრული კომპენსაციით, წინასწარ უნდა იქნეს მხარდაჭერილი საერთო სახალხო ვერდიქტით.
მეორე მხრივ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდ ტერიტორიებზე, როგორც წესი, უფრო რენტაბელურია ხოლმე სოფლის მეურნეობის წარმოება და ეს თავის დროზე ლენინმაც შეამჩნია. გამოიყენა კიდეც მსხვილი საბჭოთა მეურნეობების შექმნის საფუძვლად.
მე რომ მკითხოთ, ამ თითქოს უტყუარი კუთხითაც არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ჩარევა და ტერიტორიების სუბიექტურად გამსხვილება - ბაზარი უკეთ მოახერხებს ამ საქმეს.
მაგალითისთვის, თუნდაც ეს პროცესი ვნახოთ, ბუნებრივად როგორ განვითარდება: როცა მოქალაქეები "უფასო" აუქციონებზე მიწებს საკუთრებაში დაინაწილებენ, უდიდეს ტერიტორიაზე ერთმანეთის მეზობლად მოხვედრილი ორი მესაკუთრე, ერთი მცირე და მეორე მრავალჯერ მასზე დიდი ნაკვეთით... დიდი ტერიტორიის მქონესათვის მიწა უფრო მომგებიანი იქნება და ძვირიც ეღირება, ვიდრე მცირესათვის.
შესაძლოა, ცუდი მართლაც არ იქნებოდა სწორედ სახელმწიფოს აეკრძალოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ხალხის ორგანიზებულად და ერთბაშად ჩასახლება ან გასახლება

ვთქვათ, დიდისათვის მისაღები ფასი იქნება 20-მდე, მცირესთვის კი 15-ზე მეტი.
ცხადია ორივე უპრობლემოდ დათანხმდება ორივესათვის მისაღებ ფასს 17-18-ს, გამყიდველი მიღებული თანხით უფრო მომგებიან სხვა საქმეს მოძებნის და დაიფინანსებს, მყიდველი კი კიდევ უფრო გაამსხვილებს და მეტად რენტაბელურს გახდის თავის მეურნეობას. უკვე 20-მდე კი არა, 22-მდეც ეღირება მისთვის მიწა.
აბა მითხრას ვინმემ, ამ პროცესში, ორივესათვის სასიკეთოდ, სად ეგულება სახელმწიფოს ჩარევის ადგილი?
- მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელთანაც მეზობლებს აქვთ დეკლარირებული თუ ფარული ტერიტორიული პრეტენზიები და რომელიც ფაქტობრივად იმყოფება ომის მდგომარეობაში, მიწის, როგორც ეკონომიკური აქტივის საკითხები რატომ არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან?
- და ვინ თქვა, რომ არ უნდა იყოს კავშირში გონივრულ პოლიტიკასთან?!
- თუ ნაწილობრივ მაინც არის ქართველების სასიცოცხლო სივრცის შემცირების შესაძლებლობა თუ ალბათობა, თქვენი აზრით, მიწის უცხოელებზე გაყიდვის დაკანონების შემთხვევაში, ჩვენსავე კანონმდებლობაში როგორი იმგვარი რეგულაციები შეიძლება იყოს შემუშავებული, რომ ქართველებისგან ისედაც შემცირებული სასიცოცხლო სივრცე, მხედველობაში მაქვს ქართველებისგან დაცლილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, კიდევ უფრო არ შემცირდეს?
- კარგი კითხვაა...
აფხაზეთსა და ოსეთში რუსების მიერ კონფლიქტის გაღვივებამდე, რომ მოგვესწრო მიწების საკუთრებაში ბოლომდე დანაწილება, დღეს საერთაშორისო სამართლით ბევრად მყარი პოზიციებით ვიქნებოდით აღჭურვილი. გამოდევნილ ჩვენს მოქალაქეებს სახლი ბევრს ჰქონდა გაფორმებული საკუთრებაში, მიწა კი სამწუხაროდ არა.
ოკუპანტმა მათი სახლები სპეციალურად გადაწვა და დაანახშირა, მაგრამ ძნელია მას დაუმტკიცო თვითონ სახლი რეალურად რა ფასეულობას წარმოადგენდა, ვისი ბრალით განადგურდა და დანაკარგი ვინ უნდა აანაზღაუროს. ოკუპანტს, როგორც წესი, კანონად მიაჩნია, რომ ომი მას ყველაფერს ჩამოაწერს. თან ცინიკურად იტყვის, არ ვიცით, ერთმანეთს რას ერჩით, ჩვენ ვცდილობთ შეგარიგოთო...
აფხაზეთსა და ოსეთში რუსების მიერ კონფლიქტის გაღვივებამდე რომ მოგვესწრო მიწების საკუთრებაში ბოლომდე დანაწილება, დღეს საერთაშორისო სამართლით ბევრად მყარი პოზიციებით ვიქნებოდით აღჭურვილი. გამოდევნილ ჩვენს მოქალაქეებს სახლი ბევრს ჰქონდა გაფორმებული საკუთრებაში, მიწა კი, სამწუხაროდ, არა

მიწა სულ სხვაა, შეუძლებელია მტერმა გააქროს და მიითვისოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, პირად საკუთრებაში თუ გაქვს გაფორმებული.
როცა ჟენევაში კადრები მიგაქვს ვიდეო ფაქტებით, რომ ჩვენი გლეხი ყვირის, ჩემს მიწაზე ატარებს მავთულხლართსო, რუსი ალბათ ცბიერი, ვითომ მიამიტობით იკითხავს, მართლა? - არ ვიცოდი, რომ შენი საკუთრება იყო და არა შენი ოსი მეზობლის, რომელიც ადრე დაჩაგრე, - აბა საბუთი გვაჩვენეო.
აღმოჩნდება, რომ ჩვენი მოქალაქე რაზეც დავობს, ის საერთო საკუთრება ყოფილა და მას ეს მიწა მხოლოდ დროებით ან თუნდაც უვადო სარგებლობაში ჰქონია, პირად საკუთრებაში კი არასდროს.
ამ ფონზე, უკეთეს შემთხვევაშიც მტერი უსინდისოდ ამბობს, მოდი და ისარგებლე, არ გიშლი, მაგრამ ვინმემ მოსავალი თუ მოგპარა, შეიძლება ვერც გავიგო და ვერც გიშველოო.
საერთაშორისო დავაში მატყუარები ფაქტიურად ისევ ჩვენ გამოვდივართ - ტელევიზიებით ალიაქოთი ავტეხეთ და მიწა თურმე იურიდიულად ჩვენი გლეხის საკუთრებაში არც ყოფილა - დამატებით კიდევ ჩვენ ვიხდით თავს დასაცინად.
მეტიც, ხშირად გაიგებ, საზღვართან ხომ მაინც უნდა იყოს მიწები სახელმწიფო საკუთრებაშიო.
- არა ბატონო, მითხარით თუნდაც საზღვართან რატომ არ უნდა იყოს მიწა საკუთრებაში - სახელმწიფოს ხელს შეუშლის მის დაცვაში თუ რა?!
მოქალაქის საკუთრებაშიც უნდა დაიცვას თავისი მიწა სახელმწიფომ, თუ დაცვა საერთოდ შეუძლია, თუ არადა როცა კერძო მესაკუთრე ტანკის შიშით მიატოვებს საკუთრებას, გადაიხვეწება თუნდაც შორს, საფრანგეთში, მას მერე, საერთაშორისო სამართლით, სახელმწიფოზე ზოგჯერ უფრო ქმედითადაც კი შეუძლია კერძო მესაკუთრეს იქედან თავისი საკუთარი ტერიტორიის დაცვა. სულაც ქირის მოთხოვნა შეუძლია ბოლოსდაბოლოს მტრის ჯარის ნაწილისაგან, იმის ტანკი რომ იკავებს მის საკუთარ მიწას.
აქ საზღვარზე კი არა, მტრის დედაქალაქში, ჩვენს შემთხვევაში მოსკოვშიც რომ ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეს საკუთრება, საერთაშორისო სამართლით, მიუხედავად იმისა, სახელმწიფოები ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან თუ არა, იქაც დაცულია მისი საკუთრება და რუსეთი ათასჯერ დაფიქრდება, სანამ უცხოელი მესაკუთრის უფლებებს ხელყოფს და ამით სხვა ინვესტორებს დააფრთხობს ...
- თქვენი ოპონენტების მტკიცებით, მაშინ როცა საქართველოში დაკანონებული იყო მიწის უცხოელებზე გაყიდვა, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს არ მოჰყოლია სოფლის მეურნეობაში ინვესტორების მოზღვავება და ამავე სფეროში ბუმი...
- როგორ მოგახსენებათ, უცხოელებს არც ადრე და არც მომავალში ვერ ექნებათ მნიშვნელოვანი შედეგი და წესით, მათი არსებობა არც ამდენ აჟიოტაჟს და ყურადღებას იმსახურებს, მით უფრო, როცა თვითონ სახელმწიფო უშუალოდ თავის საკუთრებაში მყოფი მიწების ბევრად უარესი მესაკუთრეა ქვეყნისათვის.
- თუ გაქვთ მონაცემები დღეისათვის საქართველოს სასოფლო სამეურნეო მიწების რა რაოდენობაა გაყიდული უცხოელებზე, მიწის ნაკვეთების რა რაოდენობაა გაცემული იჯარით და რამდენად მაღალია ამ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის წარმოება ეფექტური?
- ინფორმაციის სიზუსტით, მისი მცირე მნიშვნელობის გამო, დიდად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ვიცი რეალურად ძალიან ცოტაა, მგონი 1%-ზე ნაკლები.
თუმცა, თან იმასაც ვხედავ, რომ უცხოელი მესაკუთრის სადმე გამოჩენა, თითქოს ხელოვნურ, საიდანღაც, ვეჭვობ - ჩვენთვის არასასიკეთოდ და მზაკვრულად ორკესტრირებულ, ისეთ გადაჭარბებულ წივილ-კივილს იწვევს, როგორც გაწუწული და დამფრთხალი თაგვის გამოჩენა ქალების აბანოში.
ალბათ, უფრო მტრები შიშობენ, რომ ჩვენს ეკონომიკაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, უცხოელების უმცირესი ინტეგრირებაც არ მოხდეს და მათგან მაქსიმალურად სტერილურ მდგომარეობაში შეგვინარჩუნონ, რათა როცა ამის შესაძლებლობა კიდევ გაუჩნდებათ, ერთხელაც კიდევ გადაგვყლაპონ და ყელში ცუდად არაფერი გაეჩხიროთ

ალბათ უფრო მტრები შიშობენ, რომ ჩვენს ეკონომიკაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, უცხოელების უმცირესი ინტეგრირებაც არ მოხდეს და მათგან მაქსიმალურად სტერილურ მდგომარეობაში შეგვინარჩუნონ, რათა როცა ამის შესაძლებლობა კიდევ გაუჩნდებათ, ერთხელაც კიდევ გადაგვყლაპონ და ყელში ცუდად არაფერი გაეჩხიროთ.
- ამაში კი თავიანთი სპეცსამსახურების მიერ ჩვენს ხალხში ხელოვნურად გავრცელებულ-გაზვიადებულ შიშებს და უბრალო ხალხის გულუბრყვილობას იყენებენ...
- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველოში ტყეების საკმაოდ დიდი ნაწილი გაყიდულია. თქვენი ინფორმაციით, ნამდვილად ასეა? თუ - კი, რა სარგებელს იღებს საქართველო იმისგან, რომ ტყეების ნაწილში სამუშაოდ უცხოელი კომპანიები არიან დასაქმებული?
- მე როგორც ვიცი, ტყეების 100% სახელმწიფო საკუთრებაა და დღემდე მსგავს სისულელეს ადგილი მგონი მთელ მსოფლიოში მხოლოდ "საბჭოთა" ბელარუსში აქვს!
- მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე არსებული განწყობების გათვალისწინებით ჩვენს კონსტიტუციაში ოპტიმალური ჩანაწერი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?
- გაიყიდოს თუ არა მიწა? - კონსტიტუციას აკლია აქტივების და კაპიტალიზაციის და ლიკვიდურობის გაზრდის მხარდამჭერი ჩანაწერი - ყველა აქტივი, რაც ეკონომიკაში მონაწილეობს, კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, მიუკერძოებელი კონკურენციით, თავდაპირველად მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემა კერძო საკუთრებაში.
კონსტიტუციას აკლია აქტივების კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის გაზრდის მხარდამჭერი ჩანაწერი - ყველა აქტივი, რაც ეკონომიკაში მონაწილეობს, კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, მიუკერძოებელი კონკურენციით, თავდაპირველად მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემა კერძო საკუთრებაში

მხოლოდ ამის შემდეგ გაცოცხლდება დღემდე ეკონომიკიდან უგუნურად გამიჯნული გიგანტური აქტივები, მოხდება მათი ღირსეული კაპიტალიზაცია, გამდიდრდება და დღეს წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწევს ჩვენი ხალხი და ქვეყანა.
- რატომ არ შეიძლება გასხვისება ჩავანაცვლოთ გრძელვადიანი, მაგალითად 10-20-წლიანი ან 30-50 წლიანი იჯარით?
- დღეს ანეგდოტური სიტუაციაა.
მაგალითად, მილიარდებად ღირებული და იჯარით კაპიკებად აღებული წიაღისეული ან ტყე ხალხს იჯარით ამღების კერძო საკუთრება ჰგონია. სასაცილო ისაა, რომ იჯარით მიღებული აქტივი თავისი საკუთრება ჰგონია თვით იჯარით ამღებს და მმართველი კომპანიის დირექტორატსაც და კიდევ უფრო სასაცილოა, რომ მთავრობასაც იმათი საკუთრება ჰგონია.
ბოლოს კი, ამ სულელურ რეალობას აგვირგვინებს ხარხარი, როცა აღმოჩნდება, რომ მთელს მსოფლიოში ერთი ნორმალური ინვესტორი არ არსებობს, რომელსაც იჯარით, მხოლოდ ფლობისა და გამოყენების უფლებით მიღებული სხვისი ქონება მიმღების საკუთრება ჰგონია.
აღწერილი სასაცილო აბსურდი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ განსხვავებას ვერავინ ხედავს ნაქირავებსა და საკუთარს შორის, ვერ ხედავენ სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის უმთავრეს განსხვავებას.
მერე უკვირთ, რომ ვერც სახელმწიფო, ვერც მათი დაქირავებული კომპანიები ვერ იზიდავენ საკმარის ინვესტიციებს, ვერ ნერგავენ თანამედროვე ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, ვერ იცავენ აქტივებს უყაირათო, ველური მოხმარებისაგან.
მერე უკვირთ, რომ ვერც სახელმწიფო, ვერც მათი დაქირავებული კომპანიები ვერ იზიდავენ საკმარის ინვესტიციებს, ვერ ნერგავენ თანამედროვე ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, ვერ იცავენ აქტივებს უყაირათო, ველური მოხმარებისაგან

ამ უგუნურობის შედეგია ჩვენი უძვირფასესი მარაგების უზარმაზარი დანაკარგები, ეკოლოგიის კატასტროფული დაზიანება და თვით დასაქმებული ადამიანების სიცოცხლის უმოწყალოდ გაწირვა, რომელთაც სხვა ეკონომიკური გამოსავალი არ რჩებათ, რომ ოჯახი ელემენტარულად შიმშილით სიკვდილს გადაარჩინონ, იძულებული არიან ჩაერთონ სრულიად არაცივილურ, სიცოცხლის გარდაუვალი რისკებით სავსე შრომით პროცესებში.
აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა, ვერაფრით ხვდებიან, რომ ცალკეული მრავალმილიარდიანი აქტივი კი არა, მთელი ქვეყნის გამოუყენებელი, ტრილიონებად შეფასებული აქტივები მთლიანად რომ იჯარით გადაეცეს მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო მენეჯერს და მმართველ კომპანიას, ის ამ საოცნებო სიმძლავრეების ჰიპერმომგებიანად გამოყენებისათვის აუცილებელ და შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიებისათვის საკმარის, სასურველ, თუნდაც 1 მილიარდიან ინვესტიციასაც კი ცივილიზებულ მსოფლიოში ვერსაიდან მოიზიდავს, - ეგ კი არა, 100 დოლარსაც ვერსად ისესხებს, თუნდაც სრულიად უნამუსო სარგებლით... რადგან გარანტად, ინვესტიციის დაცვის თუ სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად მას ფაქტობრივად არაფერი ექნება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები