არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ამ ეტაპზე რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში ევროკავშირის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს
12:10 30-05-2017
ამ ეტაპზე რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში ევროკავშირის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს საგარეო და საშინაო პრობლემების აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე პირველად მიიღეს მონაწილეობა აშშ-სა და საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტებმა. შემდეგ სიცილიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა გაიმართა. როგორ შეაფასებდით, ერთი მხრივ ნატო-ს სამიტისა და აგრეთვე დიდი შვიდეულის შეხვედრის შედეგებს?
- დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ცხადი გახდა, რომ რუსეთთან შერიგება რეალურად არ მოხდება, ეს დაადასტურა თავად რუსეთის ოფიციალურმა განცხადებამ, რომ რუსეთი აღარ დაუბრუნდება დიდ რვიანს.
დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ცხადია გახდა, რომ რუსეთთან შერიგება რეალურად არ მოხდება

მოსკოვში ჰქონდათ იმედი, რომ დიდი შვიდეული რუსეთს შეურიგდებოდა, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი ხდება. თუ კიდევ ერთი წლის წინ საუბარი იყო რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე, ახლა, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი გაურკვეველი ანდა საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო.
ნატოს სამიტის სხდომაზე მთავარი საკითხი იყო ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით აშშ-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივა როგორი იქნებოდა. სამწუხაროდ, აქ ბევრი დამაიმედებელი არაფერია.
თუ გავიხსენებთ კანცლერ მერკელის განცხადებას, რომ ევროპელები ამ ეტაპზე საკუთარი თავის ამარა უნდა იყვნენ და ამერიკის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელში ტრამპთან შეხვედრამ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა

თუ გავიხსენებთ კანცლერ მერკელის განცხადებას რომ ევროპელები ამ ეტაპზე საკუთარი თავის ამარა უნდა იყვნენ და ამერიკის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელში ტრამპთან შეხვედრამ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა.
- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განმარტებით, ნატო და ნატო-ს ევროპელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ”რუსეთი ქმნის კრიზისულ სიტუაციებს, რათა ამ პრობლემების გადაჭრის ნაწილი გახდეს.” მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი კი თვლის, რომ ”რუსეთი პრობლემების გადაჭრის ნაწილი უნდა იყოს.” ამავე საკითხზე ევროკავშირის პოზიცია ასეთია - რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზღვრებთან, სულ სხვა ისტორიაა. პაოლო ალის მტკიცებით, თუ 2-3 წლის წინ ნატო მზად არ იყო დაპირისპირებოდა რუსეთს ბალტიისპირეთში, ”ახლა სიტუაცია შეცვლილია”. მისივე აზრით, იგი არ თვლის, რომ პუტინი დაინტერესებულია თავს დაესხას ნატოს, ვინაიდან ეს მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა, მას ომის საწარმოებლად ფული არ აქვს, ”თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ”. თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, რუსეთთან მიმართებაში განმსაზღვრელი ევროკავშირის პოზიცია იქნება თუ პრეზიდენტ ტრამპის, რომელიც თვლის, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა რუსეთმა უნდა მიიღოს?
- მე მგონი, ამ საკითხებზე პრეზიდენტ ტრამპს თავისი ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან კავშირების გამო ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ქვეყნის შიგნით. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდეც რომ გადაწყვიტოს რუსეთის გარკვეულ საკითხებში ჩასმა, ეს ასე მარტივად მას არ გამოუვა.
ასე რომ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში ევროკავშირის პოზიცია ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირს კანცლერ მერკელის სახით საკმაოდ ძლიერი ლიდერი აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მერკელის პოზიციების გაძლიერება გახლდათ საფრანგეთში პრეზიდენტად მაკრონის არჩევა - ახალი პრეზიდენტი გერმანიასთან დაახლოებასა და ევროკავშირის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. უნდა ველოდოთ რუსეთთან მიმართებაში გერმანიისა და საფრანგეთის და მთლიანად ევროკავშირის შეთანხმებულ მოქმედებას.
ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი ევროპაზე უფროა დამოკიდებული ვიდრე ამერიკაზე. რუსეთისთვის ევროპული ეკონომიკური სანქციები უფრო მძიმეა, ვიდრე ამერიკული

ეს იმის გამოცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი ევროპაზე უფროა დამოკიდებული ვიდრე ამერიკაზე. რუსეთისთვის ევროპული ეკონომიკური სანქციები უფრო მძიმეა, ვიდრე ამერიკული.
- ამ დღეებში პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ მაკრონს შეხვდება. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინ-მაკრონის შეხვედრა რაიმე კორექტივებს შეიტანს რუსეთის მიმართ ოფიციალური პარიზის დამოკიდებულებასა თუ გაცხადებულ პოლიტიკაში?
- ევროპაში პუტინის ტრიუკები უკვე იციან. სხვათა შორის, იმ ტიპის ტრიუკებიც, რომელიც თავი დროზე თავზე თავზე პრეზიდენტმა სარკოზიმაც გამოსცადა. ვფიქრობ, რომ პუტინის სიურპრიზებისთვის მაკრონი მზად უნდა იყოს. ასე რომ, არა მგონია რომ პუტინთან შეხვედრის გამო მაკრონი რუსეთთან დაკავშირებით პოზიციებს ასე იოლად შეიცვლის.
არა მგონია, რომ პუტინთან შეხვედრის გამო მაკრონი რუსეთთან დაკავშირებით პოზიციებს ასე იოლად შეიცვლის

- თავიდანვე ცხადი იყო, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვანი და სიმბოლური გადაწყვეტილება იყო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნატო-ს ასამბლეამ არა მარტო დიდ წარმატებად მიიჩნია ხელისუფლების ძალისხმევა დემოკრატიის გაძლიერებაში, არამედ მოიწონა ის რეფორმები, რომელსაც მთავრობა თავდაცვის სფეროში ატარებს. გარდა ამისა, ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს საქართველოდან თავისი ჯარები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ დეკლარაციასა და იმ შეფასებებს, რომელიც ამავე საკითხებზე ასამბლეაზე გაკეთდა?
- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციაო ხასიათისაა და სავალდებულო ხასიათი არ აქვს. მსგავსი მხარდაჭერა ჩვენ მათგან არა ერთხელ მიგვიღია და ამაში ახალი არაფერია.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რომ იყოს ბევრი რამ დამოკიდებული, ვითარება ბევრად განსხვავებული იქნებოდა. ასამბლეის წევრები პარლამენტარები არიან და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთან თბილისში ტარდება, რაც ნატოს მხრიდან ჩვენს მხარდასაჭერად სერიოზული განაცხადია.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთან თბილისში ტარდება, რაც ნატოს მხრიდან ჩვენს მხარდასაჭერად სერიოზული განაცხადია

- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა - ”ჩვენ გვაქვს ამბიცია მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩება მიზნის მისაღწევად”. მისივე თქმით, ” საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება”. თქვენი შეფასებით, რამდენად საფუძვლიანია პრემიერის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რაც ერთი მხრივ ევროკავშირის სტანდარტების ჩვენში სწრაფად დანერგვას, ხოლო მეორე მხრივ ნატოს გაწევრიანების დღის წესრიგით მოქმედებას უკავშირდება? თქვენ რამდენად გრძნობთ იმას, რომ ხელისუფლება ყოველდღიურ საქმიანობაში ამბიციური გეგმების განხორციელებას ცდილობს?
- ხელისუფლება ცდილობს გარკვეული სტანდარტების ევროკავშირთან მიახლოებას, მხედველობაში მაქვს რეგულაციების შემოღება, მაგრამ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩვენი მთავარი პრობლემაა ეკონომიკური ჩამორჩენილობა, რაც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. ასე რომ, ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენში მხოლოდ რეფორმების გატარებაზე არაა დამოკიდებული. თუ არ მოხდა ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სტიმულირება, ევროკავშირში წევრობაზე ოცნება, სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნებადღა დაგვრჩება.
ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩვენი მთავარი პრობლემაა ეკონომიკური ჩამორჩენილობა, რაც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია

რაც შეეხება ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მცდელობებს. გარკვეულ სფეროებში ჩვენში მართლაც შემოდის რეგულაციები, რომელთა დანერგვას მართლაც სჭირდება ხელისუფლების ძალისხმევა. ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. ჩვენ არავინ არაფერს გვაძალებს, ჩვენ თავად ვიცით, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ თავად გვჭირდება და ჩვენთვისვეა სასარგებლო.
- როცა ევროპას კარგად ესმის, რომ რუსეთი კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით ცდილობს არა მარტო საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის შეჩერებას, ასეთ ვითარებაში თუ აშშ-ს პრეზიდენტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო კონფლიქტების გადაწყვეტაში მონაწილეობა რუსეთმა უნდა მიიღოს, ხომ არ იქნება ეს კრემლისთვის იმის ნიშანი, რომ მან უკრაინისა და სირიის გარდა, შეიძლება დაძაბულობის სხვა ახალი კერა გააჩინოს? ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენად შეიძლება აღმოჩდეს მოსკოვისთვის საქართველოსთან კონფრონტაციის ახალი ტალღის დაწყების საბაბიცა და საფუძველიც?
- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას მსგავსი რეკომენდაციები ადრეც მიუღია. არა მგონია რომ ნატო-ს ასამბლეის მიერ საქართველოსთან მიმართებაში თბილისში მიღებულ გადაწყვეტილებებს სერიოზულად უყურებდეს.
ხელისუფლებამ ერთი ოპოზიციური პარტიაც ვერ იპოვა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მის პოზიციას გაიზიარებდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მოსკოვი სერიოზულად არ აღიქვამს. შესაძლოა, მოსკოვისთვის გამაღიზიანებელი იყოს, მაგალითად, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება.
- თავდაცვის მინისტრმა იზორიამ განაცხადა, რომ 3 წლის განმავლობაში აშშ საქართელოს 9 ბატალიონის მომზადებაში დაეხმარება. ეს შეიძლება აღმოჩნდეს მოსკოვის გაღიზიანების მიზეზი?
- არ მგონია. თავდაცვის სფეროში მსგავსი პროგრამები ჩვენთან კარგა ხანია ხორციელდება.
- ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ხელისუფლებას მოუწოდა ”გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.” ახლა, როცა ქვეყანა კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებისათვის ემზადება, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსტიტუციის ახალი რედაქციის არაერთ მუხლსა თუ დებულებაზე კამათობს, რა უნდა გააკეთოს ერთი მხრივ ხელისუფლებამ, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციამ რომ რეალურად შემცირდეს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის?
- ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ოპოზიციის აზრი, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ნაკლებად ხდება. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია ემიჯნება საკონსტიტუციო პროექტს, ნაწილი განხილვის პროცესში იმიტომ არ იღებს მონაწილეობას რომ მიიჩნევენ - ხელისუფლება ყველაფერს მხოლოდ თავის ნებაზე აკეთებს. ხელისუფლებამ ერთი ოპოზიციური პარტიაც ვერ იპოვა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მის პოზიციას გაიზიარებდა.
როგორც ჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი რაღაც კომპრომისებზე წავა, იგი ალბათ ასე იმის შემდეგ მოიქცევა, როცა ვენეციის კომისიიდან რეკომენდაციებს მიიღებს.
მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით კომპრომისებზე წასვლა მაინც ისე შეუძლია, რომ მათი ინტერესები საბოლოო ჯამში არ დაზარალდება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კომპრომისებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით წავა. ფაქტია, რომ მათ კომპრომისის საშუალება დაიტოვეს. მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით კომპრომისებზე წასვლა მაინც ისე შეუძლია რომ მათი ინტერესები საბოლოო ჯამში არ დაზარალდება.
- გასულ კვირას ”ევროპული საქართველოს” ყრილობა გაიმართა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ყრილობის შედეგებს და ადგილობრივ არჩევნებზე მათ შანსებს?
- ჯერჯერობით მათი შანსი დაბალია, როგორც ჩანს, ისინი ელოდებიან მოვლენათა განვითარებას, ელოდებიან ხელისუფლების დასუსტებას, რათა თავად დაიკავონ ე.წ. ”შუაშისტური” ნიშა, ანუ, იმ ელექტორატის მიმზიდველი ცენტრი იყვნენ, ვინც თავს არც ”ნაციონალად” და არც ”ოცნების” მხარდაჭერად არ მიიჩნევს. ჩემი დაკვირვებით, ჯერჯერობით ამისთვის სიტუაცია მომზადებული არ არის. შესაძლოა, ოდესღაც მომწიფდეს.
”ევროპულ საქართველო” სააკაშვილსა და ივანიშვილს ემიჯნება და ცდილობს თავისი ნიშის დაკავებას, რასაც, პრინციპში, პერსპექტივა აქვს

”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერების ზრდის შანსი დამოკიდებულია იმაზე, სავარაუდოდ თუ როგორ განვითარდება პროცესები. წესით, მათ ზრდის შანსი შესაძლოა ჰქონდეთ, მაგრამ ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია. მაგრამ, მათ ის უპირატესობა აქვთ, რომ ”ევროპული საქართველო” გამიჯნულია ყველაზე პოპულარული და ამავე დროს ყველაზე არაპოპულარული ლიდერებისგან, როგორებიც არიან მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ”ევროპული საქართველო” სააკაშვილსა და ივანიშვილს ემიჯნება და ცდილობს თავისი ნიშის დაკავებას, რასაც პრინციპში პერსპექტივა აქვს.
- ახლა აქტიურად განიხილება სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგები, რომელთა მიხედვითაც 46 ათასი მოსწავლიდან 11 ათასი ატესტატის გარეშე დარჩა. განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ახლა ბევრი საუბრობს, თქვენი დაკვირვებით განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები რომელია?
- განათლების სისტემის პრობლემების მოგვარება მარტივი ნამდვილად არაა. როგორც ჩანს, განათლების სამინისტროში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამოსწორების რეცეპტი არ აქვთ. ფაქტია, რომ ამ სფეროში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. მათი განმსაზღვრელი ფაქტორებიც ბევრია. ფაქტია, რომ პირველ რიგში სწავლების ხარისხის პრობლემა რეალურად არსებობს. მათ შორის, არა მარტო საჯარო, არამედ კერძო სკოლებშიც. ძალიან ბევრი მასწავლებლის, რომელიც ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს, საჯარო სკოლებიდან სახლში გაშვება მარტივად ვერ ხდება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები