არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი
16:13 30-08-2017
სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება იმაზე მეტადაა კმაყოფილი კრიზისულ ვითარებაში თავისი მოქმედებით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და ეს მაშინ, როცა კრიზისის გაჩენამდე ხელისუფლებას მეტი დრო რომ დაეთმო, მეტი ფინანსები გაეღო მთა-გორიან და ტყის მასივების მქონე ქვეყანაში ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში თუ რას გააკეთებდა და პრევენციული ზომებიც მიეღო, ხანძრით გამოწვეული ზარალი ასეთი დიდი არ იქნებოდა.
შესაძლოა, არ დამეთანხმოთ, მაგრამ შემდეგ რაც ვიხილეთ, უფრო ჩვეულებრივ ქართულ დოყლაპიობა-უთავბოლობას ჰგავდა. თქვენ როგორ შეაფასებდით კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების მოქმედებას?
და კიდევ, ახლა როცა მთელ მსოფლიოში გაზრდილია ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა კატაკლიზმების ალბათობა, თქვენი დაკვირვებით, აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ მომხდარის შემდეგ, 2015 წლის წყალდიდობისაგან განსახავებით, რეალურად აითვისოს ”ხანძრის გაკვეთილები?

- თქვენ პარალელი გაავლეთ დღევანდელ ხანძარსა და 2015 წლის წყალდიდობას შორის. ამ ორ დრამატულ მოვლენაში, მართლაც, ბევრი რამ არის საერთო. ორივე შემთხვევაში იყო ადამიანების თავგანწირვა, ყველას თავგანწირვა - სტუდენტებიდან დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული. მუხლებამდე ტალახში ჩამდგარი კალაძე მახსენდება, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი.
რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, სასურველია მოვისმინოთ საგანგებო სიტუაციების მართვის მცოდნე ადამიანების აზრი განვლილ მოვლენებზე. ამ პირობებში გაკეთდა თუ არა ყველაფერი, უნდა თქვან სპეციალისტებმა

ახლა ხანძართან თავგანწირვით იბრძოდნენ მოხალისეები და პროფესიონალი მეხანძრეები. თავგანწირულები იყვნენ ჩვენ დასახმარებლად ჩამოსული აზერბაიჯანელი, თურქი და ბელორუსელი პილოტები და აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეები. მგონია, რომ არც მინისტრები იყვნენ ნებიერად. ყველას მადლობა ეკუთვნის. საერთოა ისიც, რომ ორივე სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ, მოდით, ჯერ მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც მადლობას იმსახურებს.
ხშირად კრიზისულ მოვლენაზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს იგი მხოლოდ ხელისუფლების ტესტი იყოს, თავად მოვლენა გვავიწყდება ხოლმე. ამ ტენდენციით თავმობეზრებულმა ელენე ხოშტარიამ თქვა კიდეც - ჯერ მთავარია ხანძარი ჩავაქროთო. თუ ხანძარი ჩაქრა, დავაფიქსიროთ, რომ გავიმარჯვეთ. გამარჯვება სულ გვაკლია და როცა გვეღირსება ხოლმე, იქაც იმას ვეძებთ, თუ რაში დავმარცხდით. მარცხის მძებნელს ყოველთვის მარცხის განცდა ექნება და მივიღებთ უარყოფითი ემოციებით დატვირთულ საზოგადოებას. ეს არაა საშური ქვეყნისთვის. ამიტომ ისიც სათქმელია, რომ იმ დროს, როცა ბევრ ქვეყანაში უშედეგოდ ებრძვიან ხანძარს, ჩვენ დაძლიეთ ხანძარი ბორჯომის ტყეში.
რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, სასურველია მოვისმინოთ საგანგებო სიტუაციების მართვის მცოდნე ადამიანების აზრი განვლილ მოვლენებზე. ამ პირობებში გაკეთდა თუ არა ყველაფერი, უნდა თქვან სპეციალისტებმა. სპეციალისტების შეფასების შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, უნდა იყოს მთავრობა თავისი მოქმედებებით კმაყოფილი თუ არა.
მოუმზადებლობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს იმით, რომ მარტო ერთი ვერტმფრენი გვყავს. მოუმზადებლობა, სამწუხაროდ, არ მაკვირვებს. „ბედნიერი ერი“ ვართ, მომავალზე ფიქრი არ გვჩვევია, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს.
მოუმზადებელი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის აგრესიისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის. ახალი ისტორიის არც ერთ ეტაპს არ შევხვდით მომზადებული და სტიქიისთვის რომ არ ვყოფილიყავით მზად, რა გასაკვირია. გასაკვირი არაა, მაგრამ დასანანი კი არის, ძალიან დასანანი. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმზადებლობის ამ სინდრომს დროთა განმავლობაში დავძლევთ ყველანი

მოუმზადებლობა ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა. მოუმზადებელი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის აგრესიისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის. ახალი ისტორიის არც ერთ ეტაპს არ შევხვდით მომზადებული და სტიქიისთვის რომ არ ვყოფილიყავით მზად, რა გასაკვირია. გასაკვირი არაა, მაგრამ დასანანი კი არის, ძალიან დასანანი. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმზადებლობის ამ სინდრომს დროთა განმავლობაში დავძლევთ ყველანი.
- ხანძრების თემამ ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. საგარეო უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ თბილისმა მოსკოვს დახმარებისთვის დიპლომატიური არხებით მიმართა. უნდა მიემართა თუ არა თბილისს მოსკოვისათვის დახმარებისთვის, ახლა აქტიურად განიხილვადი თემაა.
თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების მიერ მოსკოვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, შემდეგ ამის მიჩუმათების მცდელობა და ბოლოს დაგვიანებული ”აღიარება”?

- მგონია, რომ მოვლენა გაზვიადებულია. პოლიტიკაში შესაფასებელია პოლიტიკა. პოლიტიკა გამოჩნდა იმაში, რომ არ მიიღეს რუსეთის დახმარება. დასაწყისში რომც მიემართათ რუსეთისთვის, ეს პანიკისგან გაჩენილი ემოციაა, რომელიც დაწყნარების შემდეგ გასწორდა პოლიტიკის მიხედვით.
პოლიტიკაში შესაფასებელია პოლიტიკა. პოლიტიკა გამოჩნდა იმაში, რომ არ მიიღეს რუსეთის დახმარება. დასაწყისში რომც მიემართათ რუსეთისთვის, ეს პანიკისგან გაჩენილი ემოციაა, რომელიც დაწყნარების შემდეგ გასწორდა პოლიტიკის მიხედვით

პოლიტიკოსების ემოციები გვინახავს. “ნაცმოძრაობის” ლიდერი მანქანის ქვეშ ძვრებოდა შიშისგან. ამჟამინდელი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პანიკაში ხალხს მოუწოდებდა ჩანგლებით ებრძოლათ. ამ ფრაგმენტების პოლიტიზირება არ მომხდარა, რადგან მათში ემოციები იყო და არა პოლიტიკა.
ანალოგიურად, თუ იყო თქვენს მიერ ნახსენები მიმართვა დასაწყისში, ეს ნაბიჯი ემოციათა სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკისას, რადგან შემდგომი ნაბიჯებით მიმართვა გაბათილდა. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნებას“ არ გამოუდის საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობა, ანუ პიარი.
- საზოგადოებისა და დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა წუხილი იმაზე, რომ ქართული საზოგადოება ”ვერ ახერხებს რუსეთთან დამოკიდებულების რაციონალიზაციას”.
ვითარებაში, როცა კრემლი გვეუბნება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში კორექტივების შეტანას არ აპირებს, რუსეთთან ურთიერთობების რა რაციონალზიაციაზეა საუბარი და რის ხარჯზე, გაუგებარია. ხელისუფლებიდან კი არც არავინ თვლის თავს ვალდებულად დააზუსტოს.
არსებულ ვითარებაში რუსული პოლიტიკის თავისებურებების გათვალისწინებით ,თქვენი აზრით, რამდენად ლოგიკურად და პრაგმატულად გამოიყურება რუსეთთან ურთიერთობების რაციონალიზაციის იდეა?

- რაციონალიზმი კარგია, როცა ორივე მხარე თანხმდება რაციონალური გამოსავლის პოვნაზე. როცა ერთი მხარე მოძალადეა და აგრძელებს ძალადობის პოლიტიკას, რას ნიშნავს მასთან რაციონალურობა, გაუგებარია. კიდევ უფრო გაუგებარია, რომ მსხვერპლს უსაყვედურო, სახლში შემოჭრილ მოძალადესთან რაციონალურობას რატომ ვერ ახერხებო.
ამ ხნის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებს არც კი დასცდენიათ სიტყვა იმაზე, რომ რაიმეს დათმობას აპირებენ. ამ ჯიუტი აგრესიულობის რაციონალობით გადატეხვა, როგორც ჩანს, შეუძლებელია.
როცა ერთი მხარე მოძალადეა და აგრძელებს ძალადობის პოლიტიკას, რას ნიშნავს მასთან რაციონალურობა, გაუგებარია. კიდევ უფრო გაუგებარია, რომ მსხვერპლს უსაყვედურო, სახლში შემოჭრილ მოძალადესთან რაციონალურობას რატომ ვერ ახერხებო

აგერ, ცდილობს მთელი მსოფლიო დამოკიდებულების რაციონალიზაციას რუსეთთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, ჩრდილოეთ კორეასთან. სანქციებს და სამხედრო ოპერაციებს ამატებენ ზედ, რომ უფრო რაციონალური გახდეს ეს ქვეყნები, მაგრამ უშედეგოდ. ამ ფონზე გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას რაციონალობით საქართველომ, რომელსაც არც სანქციები შეუძლია და არც ომი.
- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები კარგა ხანია აღარ ჰგავს დიალოგს, რომელმაც პოლიტიკური ძალები კონსენსუსამდე უნდა მიიყვანოს.
მმართველ გუნდს არ უნდა დათმოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გარეშე ჩატარება, რაც მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის შანსია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას კონსენსუსის ილუზიის შექმნაზეც აქვს უარი ნათქვამი და ის აიმედებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა.
თქვენი აზრით, რა საფრთხეების შემცველია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა? თუ საფრთხეები ბევრად იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მიზეზი , რომ ამ საფრთხეებს ხელისუფლება არ თუ ვერ აცნობიერებს?

- შევეკამათები იმ პოზიციას, რომ მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებაში დარჩენის შანსია „ოცნებისთვის“. რომელი პარტია ემუქრება ხელისუფლებაში მის ყოფნას? გამოკვლევები აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მასზე საგრძნობლად ნაკლები აქვს „ნაციონალებს“, სხვების რეიტინგი ბარიერთანაა. პრობლემა სწორედ ისაა, რომ კონკურეტნუნარიანი ოპოზიცია არაა დღეს ქვეყანაში. ამ ფონზე მმართველი გუნდის მოქმედების ახსნა „ხელისუფლებაში დარჩენის“ მოტივით დამაჯერებელი არაა.
ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, რომ „ოცნებას“ არ სურდეს მაჟორიტარების გადამტერება. სავარაუდოა, რომ ამავე წერტილს უმიზნებს ოპოზიციაც, რომელსაც ხელს აძლევს განხეთქილება „ოცნებასა“ და მის მაჟორიტარებს შორის, რადგან ვარაუდობენ, რომ ეს განხეთქილება ხმებს დააკლებს „ოცნებას“.
გაუგებარია, რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ყველა პარტია, ამ სისტემით ხომ ოპოზიციიდან მხოლოდ “ნაციონალები” მიიღებენ ხმებს

ალბათ ამიტომაა, რომ ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უახლოეს არჩევნებში მოითხოვს, რომ დღევანდელი მაჟორიტარები გამოაცალოს დღევანდელ ხელისუფლებას. სხვა მხრივ გაუგებარია რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ყველა პარტია, ამ სისტემით ხომ ოპოზიციიდან მხოლოდ “ნაციონალები” მიიღებენ ხმებს. ამდენად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანია კონკურენტის დასუსტება. ეს ბრძოლა დემოკრატიის ერთგულების სახელით ხდება. დემოკრატიულ ქვეყნებში კი არის როგორც პროპორციული სისტემა, ასევე მაჟორიტარული სისტემა და ასევე შერეულიც - ბუკიკიოს იტალიაში შერეული სისტემაა. ამიტომ, არა მგონია საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანის დემოკრატიულ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს.
- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ცნობილი ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველი აქტიურობით არ გამოირჩევა. პოლიტიკურ პარტიებს კარგა ხანია დაწყებული აქვთ საარჩევნო კამპანია.
თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას?

- სამწუხაროა, რომ ადგილობრივი არჩევნების სიმძიმის წერტილი თბილისზეა გადატანილი, როცა რეგიონებშიც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიები ხშირად ვერ ხედავენ რეგიონების მნიშვნელობას. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ რეგიონები დაუთმო მმართველ პარტიას. რაც შეეხება თბილისს, აქაც კახი კალაძე უფრო აქტიურია, ვიდრე მისი ბევრი კონკურენტი.
- ”დემოკრატიული მოძრაობისა” და პარტია ”თავისუფლების” მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ”დემოკრატიული მოძრაობა” და პარტია ”თავისუფლება” იბრძოლებენ იმისათვის, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სტატუსი მოიპოვოს.
ამ განცხადების გაკეთებისას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ გარკვევით მიანიშნა, რომ საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ”ლიბერალებსა” და ”პატრიოტებს” შორის.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პოლიტიკური ძალებს შორის აქამდე არსებული ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება?

- მე ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან პოლიტიკური პარტიის იარლიყი შინაარსს არ შეესაბამება ხოლმე. მაგალითად, ლიბერალი „ნაციონალები“ კერძო საკუთრებას ხელყოფდნენ. პატრიოტები კი იმის მომხრეები არიან, რომ ქვეყანამ უარი თქვას ეროვნულ თავმოყვარეობაზე. ამიტომ იდეოლოგიებზე ლაპარაკი ნაადრევი მეჩვენება.
ცენტრისტული პოზიცია - დასავლეთთან ერთად რუსეთთან აქტიური კონფრონტაციის გარეშე - აქვს მმართველ პარტიას. ცენტრისტულ პოზიციას ყოველთვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე რადიკალურ პოლუსებს

პარტიები იდეოლოგიად გეოპოლიტიკურ არჩევანს სთავაზობენ ხოლმე მოსახლეობას - დასავლეთთან ან დასავლეთის გარეშე, ანუ რუსეთთან. ამ პოლუსებს შორის არის ცენტრისტული პოზიცია - დასავლეთთან ერთად რუსეთთან აქტიური კონფრონტაციის გარეშე. ცენტრისტული პოზიცია აქვს მმართველ პარტიას. ცენტრისტულ პოზიციას ყოველთვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე რადიკალურ პოლუსებს. ამიტომ არა მგონია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნება” თბილისშიც და რეგიონებში არჩევნებს პირწმინდად მოიგებს. თუ სოციოლოგიას დავუჯერებთ, ჯერჯერობით ამომრჩეველი არც ”ქართულ ოცნებას” ემატება და არც ”ნაციონალებსა” და ”ევროპელ დემოკრატებს”. შეიძლება ითქვას, პირიქითაც კი იყოს.
ელისაშვილის შანსებს არჩევნები დაადგენს, მაგრამ დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ თუ თბილისში მეორე ტური გაიმართა, ”ქართული ოცნების” ინტერესებში არ უნდა იყოს მეორე ტურში ელისაშვილის გასვლა.
მაშინ როცა ჩვენში პარტიები მრავლადაა, რას შეიძლება ნიშნავდეს თბილისელთა საკმაო ნაწილში ყველას კონკურენტად ელისაშვილის მოაზრება? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურში კალაძე და ელისაშვილი აღმოჩდნენ?

- მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ერთ მესამედს არც ერთი პარტია არ მოსწონს. ამ ფონზე უპარტიო კანადიდატს, ელისაშვილს ამ ხმების მიზიდვის შანსი აქვს, ოღონდ აქ პოლიტიკის ერთი მარტივი წესი იწყებს მოქმედებას მის წინააღმდეგ.
კალაძისთვის რთული არ უნდა იყოს დაძლიოს ის 20%, რომლითაც დაშორებულია ორმოცდაათპროცენტიანი ბარიერისგან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მეორე ტური არ იქნება

პოლიტიკაში „ყველას კონკურენტობა“, მარტო კაცად ყოფნა არის უტოპია. პოლიტიკის მაღალ სართულებზე „ერთი მერცხალი“ არათუ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც კი იფრენს. თუ თავისი გუნდი, ანუ პარტია არა ჰყავს ადამიანს, იგი ვერ შეძლებს პოლიტიკურ ბრძოლას ვერც არჩევნებში და, მით უმეტეს, ვერც შემდეგ. არჩევნებში და შემდეგ მუშაობაში მას დასჭირდება პარტიების მხარდაჭერა და იძულებული იქნება დაკარგოს დამოუკიდებლობა.
„ნაციონალებმა“ უკვე გამოავლინეს ელისაშვილისთვის მხარდაჭერის მზაობა. ელისაშვილმა მათ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ ელისაშვილი აწყობთ “ნაციონალებს,” რომ იგი “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი, ვისთვისაც მიუღებელია “ნაციონალების” გაძლიერება, ელისაშვილს ხმას აღარ მისცემენ. ჯერ საარჩევნო კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და მოსახლეობის აღქმაში ელისაშვილმა უკვე დაკარგა დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხი. წინ კიდევ ბევრი რაუნდი იქნება, სადაც ელისაშვილი რომელიღაც არაპოპულარულ ჯგუფში აღმოჩნდება, უნებურადაც კი. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ელისაშვილის რეიტინგი ბრძოლის გამძაფრებასთან ერთად დაღმა სვლას დაიწყებს.
ელისაშვილს პიროვნული რეიტინგი აქვს, მაგრამ ასევე მაღალი პიროვნული რეიტინგი აქვს კალაძესაც. ამასთანავე, კალაძე იმ გუნდის წევრია, რომელიც წამყვანია საკრებულოში, პარლამენტში და მთავრობაში. კალაძე საქმიან და ენერგიულ ადამიანად ითვლება, ამიტომ მერობის კანდიდატად მისი დასახელება „მძიმე არტილერიის“ გამოჩენად შეაფასა ყველამ.
პრორუსულ ძალებს შეიძლება ნავის რწევას სურდეთ, მაგრამ რწევას ბევრი ადამიანი სჭირდება. საბედნიეროდ, ამდენი მხარდამჭერი რწევას არ ეყოლება რადგან, ჯერ ერთი, მათ პოლიტიკას არა ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და მეორეც - ხალხს მოწყინდა რწევა

ენერგიის დეფიციტს უჩივიან „ოცნებას“ და კალაძის ენერგიულობა ამ დეფიციტის კომპენსაციად შეიძლება ჩათვალოს. ამ თვისებების გამოა, ალბათ, რომ კონკურენტებთან შედარებით მას მაღალი რეიტინგი აქვს. ამავე თვისებების გამო მისთვის რთული არ უნდა იყოს, რომ დაძლიოს ის 20%, რომლითაც დაშორებულია ორმოცდაათპროცენტიანი ბარიერისგან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მეორე ტური არ იქნება.
- ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ”რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები”. მეტიც, მისივე განმარტებით, ”ყველაფრიდან ჩანს, რომ პუტინისტური ძალები სექტემბერში ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელებას აპირებენ”. თქვენი აზრით, რა რესურსი აქვთ ”პუტინისტურ ძალებს” იმისათვის, რომ შემოდგომაზე შეძლონ ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელება?
- ვეთანხმები ზაზას, რომ პრორუსულ ძალებს შეიძლება ნავის რწევას სურდეთ, მაგრამ რწევას ბევრი ადამიანი სჭირდება. საბედნიეროდ, ამდენი მხარდამჭერი რწევას არ ეყოლება რადგან, ჯერ ერთი, მათ პოლიტიკას არა ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და მეორეც - ხალხს მოწყინდა რწევა, მიტინგებზეც აღარ გამოდიან.
შეიძლება მოეწყოს მცირე პრორუსული აქციები, გადაუღონ სურათები ხელსაყრელი რაკურსით და გააგზავნონ რუსეთში, რათა რუსეთმა თქვას, ჩვენგან ოკუპირებულ ქართველებს მაინც ვუყვარვართო. ეს იქნება ხსენებული დარწევის მაქსიმალური შედეგი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები