არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ახლო აღმოსავლეთში ამ ეტაპზე დიდი ომის ალბათობა დაბალია, ვინაიდან ძირითადი აქტორებიც ხედავენ, რომ ამას შესაძლოა სავალალო შედეგები მოყვეს
10:13 22-11-2017
ახლო აღმოსავლეთში ამ ეტაპზე დიდი ომის ალბათობა დაბალია, ვინაიდან ძირითადი აქტორებიც ხედავენ, რომ ამას შესაძლოა სავალალო შედეგები მოყვეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე, თუ რა მიზნები აქვთ რეგიონის ძირითად აქტორებს, ამავე რეგიონში რა ინტერესები აქვთ გლობალურ მოთამაშეებს და ამ ეტაპზე როგორ პოლიტიკას ატარებენ ისინი, ასევე რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო ახლო აღმოსავლეთში ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, ”ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, სოჭში რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრის წინა დღეს პრეზიდენტმა პუტინმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიიღო.
თავიდანვე ცხადია იყო, რომ სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე სამი ქვეყნის პრეზიდენტების განხილვის ერთ-ერთი საკითხი სირია იქნებოდა. გასაგებია პუტინის მიზანი, მას უნდა დანარჩენ მსოფლიოს ანახოს, რომ ახლო აღმოსავლეთში მის გარეშე პრობლემები არ გვარდება.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება სირიის საკითხზე სოჭის შეხვედრა?

- სირიის საკითხზე არაერთი შეხვედრა შემდგარა, მაგრამ შემდეგ დავინახეთ, რომ მათ ნაკლები სიცოცხლისუნარიანობა გამოამჟღავნეს იმ მარტივი მიზეზის გამო,
სირიის საკითხზე არაერთი შეხვედრა შემდგარა, მაგრამ შემდეგ დავინახეთ, რომ მათ ნაკლები სიცოცხლისუნარიანობა გამოამჟღავნეს
რომ ხელმომწერი მხარეები შესაძლოა თანხმდებოდნენ ტაქტიკურ საკითხებზე, მაგრამ როგორც წესი, ვერ თანხმდებიან ხოლმე სტრატეგიულ საკითხებზე. ვფიქრობ, სოჭშიც ერთ-ერთი ასეთი მორიგი შეხვედრა გაიმართება.
- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები რეგიონში გართულებული ვითარების გამო სულ მეტ აქტუალობას იძენს. ახლო აღმოსავლეთი არც მანამდე გამოირჩეოდა სტაბილურობით, მაგრამ რაც ახლა ამ რეგიონში ხდება, აშკარად უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარ ცვლილებებს, მხედველობაში მაქვს უკრაინის გამო გამწვავებული დასავლეთისა და რუსეთის და აშშ-რუსეთის ურთიერთობები.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციულ დონეზე გაცნობაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ახლა ჩვენს ახლო სამეზობლოში ფეთქებადსაშიში ვითარებაა. პრქტიკულად, ყველა წინაპირობა სახეზეა, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ცეცხლი აგიზგიზდეს. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? ვინ ვის და სავარაუდოდ, რის გამო უპირისპირდება?

- სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბევრისთვის იქცა არასტაბილურობის, რადიკალიზმის, ტერორიზმისა და სექტარიანული დაპირისპირების სინონიმად.
ახლო აღმოსავლეთში უმთავრესი მოწინააღმდეგენი არიან შიიტური ირანი და სუნიტური საუდის არაბეთი თავიანთი ბანაკებით

2011 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხული“ ბევრი ახლოაღმოსავლური ქვეყნისთვის „არაბულ ზამთარში“ გადაიზარდა. დასავლეთის გარკვეულ წრეებში გაჩნდა არასწორი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ასეთი სახის გარდაქმნების განხორციელება არც ისე ადვილია კულტურითა და ტრადიციებით ისეთ განსხვავებულ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია.
რეგიონის ქვეყნები და არასახელმწიფოებრივი აქტორები ერთმანეთს უპირისპირდებიან განსხვავებული ინტერესების - გავლენის, პრესტიჟის, ფულის, ადგილის დამკვიდრების გამო. უმთავრესი მოწინააღმდეგენი კი არიან შიიტური ირანი და სუნიტური საუდის არაბეთი თავიანთი ბანაკებით.
ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთი გვევლინებოდა არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრედ, რადგან უპირატესობას თავად ფლობდა. ხოლო ირანი ცდილობდა სიტუაციის შეცვლას თავის სასარგებლოდ. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვგულისხმობ ერაყის სათავეში შიიტების მოსვლას, სირიაში ალავიტურ-შიიტური კოალიციის მიერ უპირატესობის მოპოვებას, ძალთა ბალანსი დაირღვა და ის თეირანის სასარგებლოდ შეიცვალა. ეს კი ერ-რიადისა და მოკავშირეების შეშფოთების საგანი ხდება. სიტუაციას დრამატიზმს მატებს ის ფაქტი, რომ ირანი შიიტების, საუდის არაბეთი კი სუნიტების უფლებების მედროშეებად გვევლინებიან. ეს კი სექტარიანულ ხასიათს სძენს დაპირისპირებას.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვგულისხმობ ერაყის სათავეში შიიტების მოსვლას, სირიაში ალავიტურ-შიიტური კოალიციის მიერ უპირატესობის მოპოვებას, ძალთა ბალანსი დაირღვა და ის თეირანის სასარგებლოდ შეიცვალა... სიტუაციას დრამატიზმს მატებს ის ფაქტი, რომ ირანი შიიტების, საუდის არაბეთი კი სუნიტების უფლებების მედროშეებად გვევლინებიან. ეს კი სექტარიანულ ხასიათს სძენს დაპირისპირებას

რეგიონში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით სარგებლობენ ტერორისტული ორგანიზაციები იმდენად, რომ მათ შეძლეს ეფექტიანი კონტროლის დამყარება გარკვეულ ტერიტორიებზე, რის შემდეგაც ამ ჯგუფებს გაუჩნდათ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშნები და ამბიციები. ეს კი სრულიად ახალი მოვლენაა - ტრადიციულად, ტერორისტული ორგანიზაციები აქამდე ტერიტორიებს არ აკონტროლებდნენ და არც სახელმწიფოებრიობის ნიშნები გააჩნდათ.
- ცალკე საუბრის თემაა რეგიონის ქვეყნებიდან ვინ ვის მხარესაა და რატომ? თვალშისაცემია ისრაელისა და საუდის არაბეთის დაახლოება. სავარაუდოდ, როგორია აშკარად სხვადასხვა ბანაკებს შორის აღმოჩენილ რეგიონის ქვეყნებს შორის ძალთა თანაფარდობა?
- ძალიან ფართოდ თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, გამყოფი ხაზები ახლო აღმოსავლეთში ასახავს სუნიტურ-შიიტურ გაყოფას. შიიტური ირანის გარშემო შემოკრებილი არიან ერაყი, სირია, კატარი და შიიტური ორიენტაციის ძალები ლიბანსა და იემენში. ამ ჯგუფს ერთგვარ „პატრონაჟს“ რუსეთი უწევს. სუნიტური საუდის არაბეთის გარშემო კი შემოკრებილი არიან ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი და იორდანია.
მართალია, თვალშისაცემია დაახლოება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ერთმანეთთან ჯერ კიდევ არ აქვთ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები. ამის მიზეზი კი პალესტინის მოუგვარებელი პრობლემაა, სადაც საუდის არაბეთი პალესტინელი თანამოძმეების პოზიციებს იცავს - იგი ითხოვს 1967 წლის შემდეგ ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინური ტერიტორიების დათმობას.
რაც შეეხება სამხედრო ბალანსს რეგიონში, აქ თითქმის თანაბრადაა ძალები გადანაწილებული. მაგალითად, თუ ერთმანეთს შევადარებთ ბანაკის ლიდერი ქვეყნების ძალებს, დავინახავთ, რომ მსოფლიო სამხედრო სიძლიერის ინდექსის 2017 წლის მონაცემებით, ირანი 21-ე, ხოლო საუდის არაბეთი 24-ე ადგილზეა.
ირანს ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, საუდის არაბეთს - მასზე ორჯერ ნაკლები. სამაგიეროდ, საუდელების სამხედრო ბიუჯეტი 56,7 მლრდ აშშ დოლარია. ამასთან შედარებით ირანის სამხედრო ბიუჯეტი მეტად მოკრძალებულია და მხოლოდ 6,3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
შიიტური ირანის გარშემო შემოკრებილი არიან ერაყი, სირია, კატარი და შიიტური ორიენტაციის ძალები ლიბანსა და იემენში. ამ ჯგუფს ერთგვარ „პატრონაჟს“ რუსეთი უწევს. სუნიტური საუდის არაბეთის გარშემო კი შემოკრებილი არიან ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი და იორდანია
ამის გარდა, საუდელებს ხელი მიუწვდებათ უახლეს ამერიკულ შეიარაღებაზე, რისი საშუალებაც ირანელებს არ აქვთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ასეთი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალების გამო, მეტად რთულია არსებული სიტუაციის სწრაფად და უსისხლოდ შეცვლა.
- ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას საკმაოდ ბევრი აქტუალურია თემაა, მაგრამ იქნებ ჯერ ქურთთა საკითხზე გვესაუბრა. ერაყელ ქურთებზე ზეწოლის თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებას მიაღწია ბაღდადმა, სირიელ ქურთებს, რომლებიც ასადის ოპოზიციის მხარეს იბრძვიან, ამერიკელები ეხმარებიან. ახლო აღმოსავლეთში არსეულ ვითარებაში ქურთთა საკითხს გადაწყვეტის რა პერსპექტივა აქვს სამივე ქვეყანაში?
- მართალია, ქურთები ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ და მათი რაოდენობა, სხვადასხვა გათვლებით, 30-40 მილიონის ფარგლებშია, მაგრამ მათში ძლიერია ტომობრივ-კლანური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს კლასიკური გაგებით ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
ქურთები ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ და მათი რაოდენობა, სხვადასხვა გათვლებით, 30-40 მილიონის ფარგლებშია, მაგრამ მათში ძლიერია ტომობრივ-კლანური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს კლასიკური გაგებით ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალიბება

ერაყელი ქურთების მაგალითი რომ ავიღოთ, დავინახავთ, რომ ერთობას მხოლოდ ქაღალდზე ინარჩუნებენ. რეალურად, მემარჯვენე ორიენტაციის „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ (KDK) ერბილის პროვინციას აკონტროლებს, ხოლო მემარცხენე ორიენტაციის „ქურთისტანის პატრიოტული კავშირი“ (PUK) სულაიმანიეს პროვინციაში დომინირებს. ხოლო თურქეთთან, ირანთან და სირიასთან მოსაზღვრე ჩრდილოეთ ერაყის პროვინციებში ძლიერია ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული მარქსისტული მიმართულების „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) პოზიციები.
მათ შორის დაპირისპირება არაერთხელ გადაზრდილა დიდ სისხლისღვრაში. ასეთი სიტუაციის მიუხედავად, „ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ“ (KDK) საკუთარი პოპულარობის გაზრდის მიზნით ცალმხრივად მაინც ჩაატარა რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის თაობაზე. მაგრამ ვერ გათვალეს გარე ძალების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რეფერენდუმის მიმართ.
ერაყელი ქურთების წინააღმდეგ გაერთიანდნენ ბაღდადი, ანკარა და თეირანი და დაიწყეს ერთობლივი ქმედებები. შედეგად, ქურთებმა კონტროლი დაკარგეს ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკსა და მის პროვინციაზე და არც რეფერენდუმის შედეგები მიიჩნია ლეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობამ

აღნიშნული საკითხის გარშემო გაერთიანდნენ ბაღდადი, ანკარა და თეირანი და დაიწყეს ერთობლივი ქმედებები. შედეგად, ქურთებმა კონტროლი დაკარგეს ნავთობით მდიდარ ქ. კირკუკსა და მის პროვინციაზე და არც რეფერენდუმის შედეგები მიიჩნია ლეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამდენად, ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული და უახლოეს მომავალში არ ჩანს მისი მოგვარების პერსპექტივა.
- გასულ კვირას "ბი-ბი-სი"-მ გაავრცელა ცნობა, რომ რაკაში მიღწეული საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე, ქურთების მხარდაჭერით, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს და საერთაშორისო კოალიციის ძალების მონაწილეობით, ”ისლამური სახელმწიფოს” ასობით მებრძოლმა ქალაქი დატოვა . სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, სულ ქალაქი 3500-მა ადამიანმა დატოვა, რომელთა შორის იყვნენ როგორც ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები, ასევე მათი ოჯახის წევრები. თქვენი აზრით, რას შეიძლება მიანიშნებდეს "ბი-ბი-სი"-ს ეს ინფორმაცია?
- ფაქტი სახეზეა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში სირიაში კარგი არაფერი მომხდარა. 2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომი უკვე იქცა XXI საუკუნის კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს სირცხვილად.
ეს ომი ხასიათდება უამრავი დანაშაულითა და არაადამიანური მოპყრობით, წამებით, გაუპატიურებით, ადამიანებით ვაჭრობით, ქიმიური იარაღის გამოყენებითა და რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღზევებით. ჩვენდა სამწუხაროდ, მსოფლიო თანამეგობრობა უძლური აღმოჩნდა შეეჩერებინა კონფლიქტი, სადაც იღუპება და სახიჩრდება ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები.
სულ განხორციელდა დაახლოებით 2500 ადამიანის ევაკუაცია და ფიქრობენ, რომ მათ შორის დაახლოებით 300 „დაეშის“ მებრძოლი იყო. ამის გამო გასაგებია ოფიციალური ანკარის შეშფოთებაც

ვფიქრობ, თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი პრაგმატულ ხასიათს ატარებდა - მხარეები მართლაც გადაიღალნენ გაუთავებელი სისხლისღვრით. სულ განხორციელდა დაახლოებით 2500 ადამიანის ევაკუაცია და ფიქრობენ, რომ მათ შორის დაახლოებით 300 „დაეშის“ მებრძოლი იყო. ამის გამო გასაგებია ოფიციალური ანკარის შეშფოთებაც - სირიიდან გაქცეული „დაეშის“ (იგივე ISIS) მებრძოლები სხვადასხვა გზებით გადადიან თურქეთში და როგორც ბოლო წლებში ამ ქვეყანაში გახშირებულმა ტერაქტებმაც გვიჩვენა, სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ანკარას.
- რეგიონში მთავარ მოთამაშეებად თურქეთი და ირანი რჩებიან, მაგრამ ასევე საყურადღებოა საუდის არაბეთის აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით. მხედველობაში მაქვს ერთი მხრივ, მისი აშშ-ს მოკავშირეობა, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთისგან სამხედრო იარაღის შეძენა და რუსულ ეკონომიკაში მონაწილეობა.
საუდის არაბეთის ახალი პრინცი ცდილობს ძალაუფლების თავის ხელში მაქსიმალურად კონცენტრირებას, მაგრამ ფაქტია, რომ ლიბანში საუდის არაბეთს პრაქტიკულად დაკარგული აქვს ვითარებაზე კონტროლი.
თუ ირანმა შეძლო ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ნაწილზე თავისი კონტროლის გაძლიერება, თან მოინდომა მისი გავლენის გავრცელება ლიბანზე, ირანი პრაქტიკულად ისრაელს მიუახლოვდა. დამკვირვებელთა უმრავლესობა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი შესაძლოა სწორედ ლიბანისთვის დაიწყოს.
თუ თქვენც ასე მიიჩნევთ, თქვენი აზრით, რატომ შეიძლება ასე მოხდეს და საერთოდ, ამგვარი ალბათობა რამდენად რეალურია?

- არ ვფიქრობ, რომ ლიბანისთვის დაიწყება დიდი ომი. ომი ისედაც დაწყებულია მოკავშირეების, ე.წ. Proxy-ების საშუალებით მთელ რეგიონში. ამ დაპირისპირებას ზოგან „ცივი ომის“, - მაგალითად, კატართან და ლიბანთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, - ზოგან კი სამოქალაქო ომის, - მაგალითად, იემენსა და სირიაში, - სახე აქვს.
რუსეთის ჩარევამ სირიაში გადაარჩინა ალავიტურ-შიიტური ასადის რეჟიმი. ახლა ისინი სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებენ და სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამასკოში „მოიცლიან“ ლიბანისთვის, რომელსაც სირია ისტორიულად საკუთარ გავლენის სფეროდ აღიქვამს. მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ომებით დაღლილ ლიბანსა და მის კონფესიურ ჯგუფებს აღარ სურთ არეულობა და მაქსიმალურად ცდილობენ მშვიდობის შენარჩუნებას.
ირანს ახალი ღერძის - თეირანი-ბაღდადი-დამასკოს საშუალებით უკვე პირდაპირი წვდომა ექნება ლიბანსა და ისრაელზე…რაც შეეხება ისრაელს, მან შეიძლება წამოიწყოს ისრაელ-ლიბანის მესამე ომი, რომელიც ყველა წინანდელთან შედარებით ყველაზე გამანადგურებელი იქნება

თუმცა, მართალი ბრძანდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს ახალი ღერძის თეირანი-ბაღდადი-დამასკოს საშუალებით უკვე პირდაპირი წვდომა ექნება ლიბანსა და ისრაელზე. ეს უკანასკნელი კი თეირანს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ აღიქვამს. შესაბამისად, გამორიცხული არაა საპასუხო ნაბიჯების გადადგმა როგორც ისრაელის, ისე საუდის არაბეთის მხრიდან. ეს უკანასკნელიც ხომ რეგიონში თეირანის ნებისმიერ წარმატებას საკუთარ საფრთხედ აღიქვამს. რაც შეეხება ისრაელს, მან შეიძლება წამოიწყოს ისრაელ-ლიბანის მესამე ომი, რომელიც ყველა წინანდელთან შედარებით ყველაზე გამანადგურებელი იქნება.
- თურქეთი რომ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა, ერდოღანის გაპრეზიდენტებამდეც ცხადი იყო. როგორც ჩანს, სუნიტურ თურქეთსა და მის ლიდერ ერდოღანს არ ასვენებს რეგიონში შიიტური ირანის გაძლიერება. თუ ირანმა ლიბანის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგა, ამაზე სავარაუდოდ, როგორი რეაქცია ექნება ანკარას?
- სხვათა შორის, ბოლო პერიოდში საკმაოდ დაახლოვდა თურქეთისა და ირანის პოზიციები. ისინი ბაღდადთან ერთად აქტიურად თანამშრომლობენ ერაყის ქურთისტანის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ანკარა და თეირანი მოსკოვთან ერთად მონაწილეობენ სირიის პრობლემის მოგვარების მიზნით რუსეთის ინიციატივით შექმნილ ე.წ. „ასტანას ფორმატში“. მორიგი სამმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე დაგეგმილია 22 ნოემბერს ქ. სოჭში.
ასეთ ფონზე ერთი მხრივ, საუდის არაბეთსა და მის მოკავშირეებს, მეორე მხრივ კი, კატარ-ირანს შორის წარმოქმნილ კონფლიქტში ანკარის სიმპატიები, პრაგმატული მოსაზრებების გამო, ამ უკანასკნელების მხარეს გადაიხარა.
ბოლო პერიოდში საკმაოდ დაახლოვდა თურქეთისა და ირანის პოზიციები. ისინი ბაღდადთან ერთად აქტიურად თანამშრომლობენ ერაყის ქურთისტანის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ანკარა და თეირანი მოსკოვთან ერთად მონაწილეობენ სირიის პრობლემის მოგვარების მიზნით რუსეთის ინიციატივით შექმნილ ე.წ. „ასტანას ფორმატში“. მორიგი სამმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე დაგეგმილია 22 ნოემბერს ქ. სოჭში

რაც შეეხება ლიბანს, ანკარისთვის მნიშვნელოვანია იქ სტაბილურობის შენარჩუნება თუნდაც იმ მიზნით, რომ არ მიიღოს ლტოლვილთა ახალი ნაკადები. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 4 მილიონი სირიელი და ერაყელი ლტოლვილი ცხოვრობს თურქეთში, რომელთა შენახვაც სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული.
- თურქეთი-აშშ, თურქეთი-ნატო; ცხადია, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულ პრობლემებზე აშკარად უარყოფითად აისახება ერთი მხრივ, ანკარის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში მომხდარი სერიოზული კორექტივები და მეორე მხრივ, ამ პროცესების მიმართ აშშ-ს დამოკიდებულება.
ვითარებაში, როცა სულ უფრო გაუგებარია ნატო-ს წევრი თურქეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან მხედველობაში, გავრცელებული ცნობა, რომ თურქეთმა დაასრულა ყველა პროცედურა რუსეთისგან «ЗРК С-400-ს შესაძენად.
რეგიონში თურქეთის ამბიციები გასაგებია, მაგრამ დღემდე გაუგებარია რაში უჭერს ანკარას მხარს თავის რეგიონალურ პოლიტიკაში ვაშინგტონი და რაში არა?

- შეიძლება ითქვას, რომ თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ ფაზაში იმყოფება. ანკარა უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის (იგი არის მთავარი ბრალდებული 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში) ექსტრადიციას და აშშ-ს მიერ სირიელი ქურთების დანაყოფებისთვის (YPG) იარაღის მიწოდების შეწყვეტას, რომელსაც ანკარა განიხილავს ტერორისტული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) გაგრძელებად.
შეიძლება ითქვას, რომ თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ ფაზაში იმყოფება... ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში. ანკარაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის ქმედებები არ შეესაბამება მოკავშირეობის პრინციპებს

ასეთ ფონზე ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში. ანკარაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის ქმედებები არ შეესაბამება მოკავშირეობის პრინციპებს. თუმცა, ორივე მათგანი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა და თანამშრომლობენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში. მაგალითად, შეერთებული შტატები აქტიურად იყენებს თურქეთში მდებარე ინჯირლიქის სამხედრო-საჰაერო ბაზას „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
- პრეზიდენტმა ერდოღანმა მოუხშირა აშკარად არამეგობრული განცხადებების კეთებას ნატო-ს, ევროპისა და აშშ-ს მისამართით. სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს თურქეთის პირველი პირის ამგვარი პოლიტიკა და მისი შედეგი, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება ერთი მხრივ ახლო აღმოსავლეთზე, ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებზე და საქართველოზე, რომლის სტრატეგიულ პარტნიორად თურქეთი ითვლება?
- საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობების ქონა მეზობელ თურქეთთან. იგი ჩვენს უშუალო სამეზობლოში ნატო-ს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ამავე დროს წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორიცაა.
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა თურქეთსა და მის სამეზობლოში. შესაბამისად, თურქეთის წარმატება დადებითად აისახება საქართველოზე, ნებისმიერი ცუდი განვითარება კი უარყოფითად

გარდა იმისა, რომ ჩვენი უამრავი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში. ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უამრავი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტიც აკავშირებს. საქართველოსთვის თურქეთი ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიცაა. ამასთან, ჩვენს სახმელეთო მეზობლებში მხოლოდ თურქეთს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა თურქეთსა და მის სამეზობლოში. შესაბამისად, თურქეთის წარმატება დადებითად აისახება საქართველოზე, ნებისმიერი ცუდი განვითარება კი უარყოფითად.
- ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ირანს შორის ურთიერთობა საკმაოზე მეტად დაძაბულია და ვითარების განმუხტვის პერსპექტივა არ ჩანს. ცხადია, თუ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ გადადგა სამხედრო სახის ნაბიჯები, გარდა იმისა, რომ ისრაელი აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს მას, ამ პროცესში აშშ-ს ჩარევა გარდაუვალი გახდება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რეგიონში მომძლავრებული ირანი ისე გააქტიურდება ისრაელის მიმართულებით, რომ ვაშინგტონს ჩარევა მოუწევს?

- ეს შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარი. იმედი ვიქონიოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა. დიდი არეულობა რეგიონში, უცილობლად უარყოფითად აისახება უშუალო სამეზობლოზეც და ევროპაზეც.
დღეის მდგომარეობით ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა 415 მილიონია. ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ დიდი ომის ალბათობა და მის შედეგად, სულ ცოტა, მოსახლეობის 5 პროცენტის რეგიონიდან დაძვრა, 20 მილიონზე მეტი ლტოლვილი გამოდის. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონის კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ამან მთელს ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც.
ადგილი, სადაც შესაძლებელია მხარეები პირდაპირ დაპირისპირებაში მოვიდნენ, სპარსეთის ყურეა, რომლის სხვადასხვა ნაპირზე მდებარეობენ ირანი და საუდის არაბეთი. ეს კი საკუთარ თავში დიდი ომის რისკს ატარებს. აშშ-სა და დასავლური ძალებისთვის ნავთობის ტრანპორტირების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი მიმოსვლა სპარსეთის ყურეში. ნებისმიერი სახის კონფლიქტმა კი შესაძლოა მისი დაბლოკვა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები ჩაერიონ კონფლიქტურ სიტუაციაში.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი ალბათობა დაბალია. მთავარი აქტორებიც ხედავენ ასეთ საშიშროებას. სწორედ ამიტომ ისინი პირდაპირი ბრძოლის ნაცვლად ე.წ. Proxy-ების საშუალებით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას.
- რუსეთი და ახლო აღმოსავლეთი. სირიის საკითხში კრემლს ჩარევა იმისთვის დასჭირდა, რომ ვაშინგტონთან უკრაინის საკითხზე ევაჭრა. ახლა როცა გაცხადებულია, რომ ვაშინგტონმა უკრაინის საკითხზე კრემლთან ვაჭრობის ყველა კარი პრაქტიკულად დახურა, რუსეთი არათუ არ აპირებს სირიიდან გასვლას, მეტიც, სირიის საკითხში აქტიურობით შექმნა ვითარება, როცა მის გარეშე სირიის საკითხი არანაირად არ გადაწყდება.
ცნობილია, რომ კრემლმა ჩეჩნებით დაკომპლექტებული სამხედრო ნაწილი სირიაში თურქეთისა და ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის განალაგა. ასევე ცნობილია, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საკმაოდ ბევრი მუსლიმური აღმსარებლობის რუსეთის მოქალაქეა. დასავლური პრესის მტკიცებით, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი რუსულ სპესამსახურებთანაა დაკავშირებული.
ვაშინგტონი და მოსკოვი სირიის საკითხზე ვერ თახმდებიან, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ კრემლმა არა მხოლოდ გაიმყარა პოზიციები, ახლო აღმოსავლეთში ოსტატურად ითამაშა სუნიტებსა და შიიტებს შორის წინააღმდეგობაზე.
თქვენი დაკვირვებით, ახლა როცა ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია, რა მიზნები აქვს რუსეთს ახლო აღმოსავლეთში?

- რუსეთის მიერ სირიის კონფლიქტში ჩარევას გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვა გააჩნდა - მოსკოვი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხედრო ძალით პირველად გავიდა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების სივრცის გარეთ.
გლობალური მასშტაბით თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს მის მიერვე დეკლარირებული ე.წ. „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის“ აუცილებლობის წარმოჩინებას, სადაც აშშ არ იქნება გამოკვეთილი ლიდერი. ეს არის რუსეთის გლობალური მიზანი.
სწორედ ამიტომ ჩაერთო იგი სირიის კონფლიქტში. თუმცა, დასავლეთში აზრადაც არავის მოსვლია უკრაინა სირიაში გაეცვალათ. ასეთი გარიგების ალბათობა ძალიან დაბალია. მოსკოვი სირიაში ირანთან ერთად ცდილობს პოზიციებისა და გავლენის სფეროების გაფართოებას, რაც, ამ ეტაპზე მაინც, წარმატებით გამოსდის.
დასავლეთში აზრადაც არავის მოსვლია უკრაინა სირიაში გაეცვალათ. ასეთი გარიგების ალბათობა ძალიან დაბალია. მოსკოვი სირიაში ირანთან ერთად ცდილობს პოზიციებისა და გავლენის სფეროების გაფართოებას, რაც, ამ ეტაპზე მაინც, წარმატებით გამოსდის

რუსეთს რეგიონში საკუთარი იარაღის გაყიდვაც აინტერესებს. სამხედრო მიზნების გარდა რუსეთს ახლო აღმოსავლეთში სავაჭრო-ეკონომიური ინტერესებიც ამოძრავებს. რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები და მათთან დაკავშირებული პროექტები აინტერესებთ.
- იმის გათვალისწინებით, რომ ასადის რეჟიმი მთლიანად დამოკიდებულია მოსკოვზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ასადის სირიამ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა?
- ამის ალბათობა არსებობს, თუმცა დაბალია. ბოლო წლების მანძილზე ასადის რეჟიმი ყოველთვის მოსკოვზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მეორე კითხვაა რამდენად აქვთ ასეთი სურვილი მოსკოვსა და დამასკოში.
მართალია, ასადის რეჟიმს გარკვეული კავშირები აქვს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, მაგრამ ნამდვილად არ სურს უფრო შორს წასვლა. მიზეზი კი ისაა, რომ თავად აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ხვალ რომ ცალკე სახელმწიფოების შექმნა გამოაცხადონ სირიელმა ქურთებმა ან სუნიტმა უმრავლესობამ, დამასკოს ნაკლები არგუმენტი ექნება იმისთვის, თუ რატომ შეიძლება აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და იგივე არ შეიძლება სუნიტებისა თუ ქურთებისთვის.
- ახლა, როცა ”ისლამური სახელმწიფო” თითქმის დამარცხებულია რა საფრთხეების წინაშე შეიძლება ჰქონდეს საქმე საქართველოს?
უპირველესად ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოდან ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლი საქართველოს 70-მდე მოქალაქე შეეცდება დაბრუნებას. არაა გამორიცხული, საქართველოში მოხვედრის სურვილი ”ისლამური სახელმწიფოს” სხვა მებრძოლებსაც გაუჩნდეთ. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში ”დიდი ხანძრის” გაჩენის შემთხვევაში არ არის გამორიცხული საქართველოს საზღვრებს დევნილთა ნაკადი მოადგეს...

- ასეთი საფრთხეები მართლაც არსებობს. საქართველოს მოქალაქეები იბრძოდნენ და იბრძვიან სირიასა და ერაყში. სხვათ აშორის, იქ წასულთა ნაწილი „დაეშის“, ნაწილი კი „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული ყოფილ „ალ-ნუსრას“ (დღეს ქვია „ჯაბჰათ ფათეჰ ალ-შამი“) რიგებში იბრძვიან.
„დაეშის“ დამარცხების შემდეგ გამორიცხული არაა, რომ მისი მებრძოლების ნაწილი ძველ ორგანიზაციას დაუბრუნდეს. მეორე ნაწილი კი ალბათ მთელ მსოფლიოში გაიფანტებიან... საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით კი დასავლეთი უნდა გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის

თავის დროზე „დაეში“ სწორედ იდეოლოგიურად მასთან ახლოს მყოფ „ალ-ნუსრას“ გამოეყო. „დაეშის“ დამარცხების შემდეგ გამორიცხული არაა, რომ მისი მებრძოლების ნაწილი ძველ ორგანიზაციას დაუბრუნდეს. მეორე ნაწილი კი ალბათ მთელ მსოფლიოში გაიფანტება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება სამართალდამცავი ორგანოების, სპეცსამსახურების გამართული და ეფექტიანი მოქმედებები.
რაც შეეხება დევნილთა დიდ რაოდენობას, თეორიულად ეს შესაძლებელია დიდი ომის შემთხვევაში. ასევე თეორიულად ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა საკუთარი საზღვრების ჩაკეტვაც. თუმცა, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ სამყაროში, არნახული გლობალიზაციის ფონზე, ყველაფრისგან სრულად იზოლირება შეუძლებელია და ეს ყველაზე კარგად ევროპაში დაწყებულმა ლტოლვილთა კრიზისმაც გვაჩვენა. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით კი დასავლეთი უნდა გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები