არქივი
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
ევროკავშირის პოლიტიკა 6 ქვეყნის მიმართ არ აძლევს რუსეთს საშუალებას რამე განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოს პოლიტიკური ხელის შეშლის თვალსაზრისით
13:22 25-11-2017
ევროკავშირის პოლიტიკა 6 ქვეყნის მიმართ არ აძლევს რუსეთს საშუალებას რამე განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოს პოლიტიკური ხელის შეშლის თვალსაზრისით ევროკავშირის ბრიუსელის სამიტის შედეგებზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ევროკავშირის სამიტის შედეგები ევროპასა და რუსეთს, ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ”ინტერპრესნიუსი” უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ევროკავშირის ბრიუსელის სამიტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი დეკლარაცია მიიღო. ვინაიდან დეკლარაციის ტექსტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მრავალთვიანი მუშაობისა და ერთობლივი პოზიციების დოკუმენტია, თქვენ როგორ შეაფასებდით დეკლარაციის ტექსტს და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს დეკლარაციაში მოხვედრილი ევროკავშირის უკვე გაცხადებული პოზიციები?
- სამიტზე წარმოდგენილ 6 პარტნიორ ქვეყანას შორის საქართველო უდავო ლიდერია მიღწეული და განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მომავალში მისაღწევი გეგმების ამბიციურობის ხარისხითაც.
სამიტზე წარმოდგენილ 6 პარტნიორ ქვეყანას შორის საქართველო უდავო ლიდერია მიღწეული და განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მომავალში მისაღწევი გეგმების ამბიციურობის ხარისხითაც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და გააკეთებს იმაზე მეტს ვიდრე ეს განსაზღვრულია, როგორც ასოცირების დღის წესრიგით, ისე სამიტის დეკლარაციის 20 ამბიციური გეგმით 2020 წლისათვის. სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას დანარჩენი პარტნიორებისგან და ეს არის სწორი მიდგომა.
რაც შეეხება, თავად დეკლარაციას, გასაკვირი არ არის, რომ იგი არ არის იმაზე უფრო გამომხატველი ვიდრე შეიძლებოდა მოლოდინი არსებულიყო წევრობის პერსპექტივის აღიარების კუთხით.
ამის მიზეზი თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატია, რომელშიც მისწრაფებებისა და მზაობის ხარისხით განსხვავებული 6 ქვეყანა შედის. ამიტომაც, ობიექტურად, ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაზე უფრო მნიშვნელოვნად, „აღმოსავლეთ პარტნიორობა+“ მიმაჩნია, რომლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინ არის.
”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაზე უფრო მნიშვნელოვნად, „აღმოსავლეთ პარტნიორობა+“ მიმაჩნია, რომლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინ არის
მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკანასკნელი სწორედ იმ მისწრაფებათა დისბალანსს აღმოფხვრის, რომელიც ამ 6 ქვეყანას შორის არსებობს. კერძოდ, ამით, 6 პარტნიორი ქვეყნიდან, ყველაზე წარმატებული 3 - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შეიძენს ევროკავშირის მხრიდან.
- რადგან ევროკავშირმა თავისი დეკლარაციით მკაფიოდ განსაზღვრა თავისი პოლიტიკა როგორც რუსეთის, ასევე ახლო აღმოსავლეთის მიმართ, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ურთიერთობები ევროკავშირსა და რუსეთს შორის?
- სამიტის შედეგებიდან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებით რამე არსებითად შეიძლება შეიცვალოს ჩვენი რეგიონალური თვალსაზრისით უახლოესი პერიოდის განმავლობაში.
ევროკავშირის პოლიტიკა 6 ქვეყნის მიმართ არ აძლევს რუსეთს საშუალებას რაიმე განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოს პოლიტიკური ხელისშეშლის თვალსაზრისით.
- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემა გახდეს გერმანიის პოლიტიკის დღის წესრიგის აქტუალური საკითხი, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანულ პოლიტიკურ სცენაზე მოსალოდნელმა ცვლილებებმა სერიოზული კორექტივები შეიტანოს ევროკავშირის მიერ უკვე დეკლარირებულ პოლიტიკაში?
- სამწუხაროდ, ასეთი განვითარების ალბათობა არსებობს. სწორედ გერმანია კანცლერ მერკელის ხელმძძღვანელობით არის ლიდერი და ინიციატორი იმ მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებებისა, რომელიც ევროკავშირში ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ დაიწყო და ვითარდება.
ევროკავშირისთვისაც და ბუნებრივია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მერკელის ლიდერობა შენარჩუნდეს, რათა დაწყებული ინტეგრაციული ცვლილებები ევროკავშირში ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს

ამიტომაც, ევროკავშირისთვისაც და ბუნებრივია ჩვენთვისაც, მნიშვნელოვანია, რომ მერკელის ლიდერობა შენარჩუნდეს, რათა დაწყებული ინტეგრაციული ცვლილებები ევროკავშირში ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. ამაზე არსებითად არის დამოკიდებული საქართველოსა და ევროკავშირის მომავალი ურთიერთობის ხარისხიც.
- ევროკავშირის ბრიუსელის სამიტის ფარგლებში სომხეთმა ევროკავშირთან ”ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ჩარჩო” ხელშეკრულება გააფორმა. და ეს მაშინ, როცა სომხეთი რჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად და რუსეთს სომხეთში თავისი სამხედრო ძალების ყოფნა დაკანონებული და უზრუნველყოფილი აქვს. აშკარად უპრეცედენტო პრეცედენტია. ცხადია, ერევანი ამ ნაბიჯს მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გადადგამდა.
რასთან გვაქვს საქმე ერთი მხრივ მოსკოვ-ერევნის შემთხვევაში და მეორე მხრივ ბრიუსელის მხრიდან რუსულ-სომხური მოცემულობის მიღების თვალსაზრისით?

- ეს არ არის ხარისხობრივად ასოცირების მსგავსი შეთანხმება, არამედ სტანდარტულ მსგავს შეთანხმებებზე ცოტათი უფრო მაღალი ხარისხის ხელშეკრულება, რომელიც არსებითად თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და არა ინტეგრაციაზე, ამიტომაც ის მოსკოვსა და ერევანს შორის რაიმე არსებით გართულებას არ გამოიწვევს.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ”ყოვლისმომცველი და პარტნიორობის ჩარჩო” ხელშეკრულება არსებითად თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და არა ინტეგრაციაზე, ამიტომაც ის მოსკოვსა და ერევანს შორის რამე არსებით გართულებას არ გამოიწვევს

- ევროკავშირის ბრიუსელის სამიტს წინ უძღოდა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეკომენდაცია. თქვენ ამ რეკონედაციის შეფასებისას ბრძანეთ - იგი ”საქართველოს გზას უხსნის ევროკავშირში ფუნქციური წევრობისაკენ.”
თუ შეიძლება დააზუსტეთ რას ნიშნავს ევროკავშორში ქვეყნის ფუნქციური წევრობა?

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო რეზოლუცია იყო. მასზე გადაწყვეტილება ევროპული საბჭო, სავარაუდოდ, დეკემბერში მიიღებს და იგი გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად განავითაროს ინტეგრაციული პროცესი ევროკავშირთან.
ფუნქციურ ინტეგრაციაში სწორედ ეტაპობრივი, თანდათანობითი გაწევრიანება მოიაზრება, რაც ევროკავშირის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში ინტეგრაციას გულისხმობს, როგორიც არის ციფრული ბაზარი, საბაჟო კავშირი ან შენგენის ზონა. ეს იქნება პირობითად „მცოცავი“ ინტეგრაცია ევროკავშირში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის ტრანსფორმაციის პროცესის პარალელურად.
ფუნქციურ ინტეგრაციაში ეტაპობრივი, თანდათანობითი გაწევრიანება მოიაზრება, რომელიც ერთი მხრივ სარგებლის მიღების საშუალებაა და მეორე მხრივ ქვეყნის წევრობისათვის მომზადების საუკეთესო შესაძლებლობაც

ამავე დროს, იგი დამყარებული იქნება პირობითობაზეც, რაც ნიშნავს, რომ ინტეგრაციული პროცესი გაღრმავდება ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების, კანონმდებლობის აპროქსიმაციისა და მზაობის ხარისხის გაზრდის პროპორციულად. ფუნქციონალური, თემატური ინტეგრაციაც, სწორედ ამ ეტაპობრივ მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ერთი მხრივ სარგებლის მიღების საშუალებაა და მეორე მხრივ ქვეყნის წევრობისათვის მომზადების საუკეთესო შესაძლებლობაც.
- აშშ საქართველოს “ჯაველინებს” მიჰყიდის. უკვე ითქვა, რომ საქართველო აშშ-სგან მიიღებს იმას, რაც ძალიან სჭირდება. ვრცელდება ცნობა, რომ ”ჯაველინები” მხოლოდ დასაწყისია და ქართული მხარე ამერიკისაგან კიდევ სხვა იარაღსაც მიიღებს.
ოფიციალური თბილისი კი აცხადებს, რომ ამერიკული იარაღი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და იგი მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, მაგრამ მომხდარის გამო მოსკოვიდან აშკარად უკმაყოფილო ხმები ისმის. ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება რა გზავნილია ერთი მხრივ ჩვენთვის, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი სამეზობლოსთვის, მათ შორის რუსეთისთვის?

- ამ შესყიდვამ, რომელიც ჯერ კიდევ დასადასტურებელია კონგრესის მხრიდან, გამოაჩინა, რომ აშშ-ი აღიარებს საქართველოსთვის არა მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის მნიშვნელობას, არამედ იმასაც, რომ სისტემა მზადაა ამ შეიარაღების ინტეგრაციისათვის. ეს არსებით გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
”ჯეველინების” მიღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სისტემა მზადაა ამ შეიარაღების ინტეგრაციისათვის. ეს არსებით გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს... მოსკოვი უკმაყოფილო იქნება ყოველთვის, როდესაც საქართველოს თავდაცვის სისტემა მსგავს განვითარებას მიიღებს

რა თქმა უნდა, მოსკოვი უკმაყოფილო იქნება თუ ეს შეთანხმება შედგება საბოლოოდ, მაგრამ იგი უკმაყოფილო იქნება ყოველთვის როდესაც საქართველოს თავდაცვის სისტემა მსგავს განვითარებას მიიღებს. არავინ მსოფლიოში არ დაიჯერებს იმ ნარატივს, რომ საქართველო რამე სახით აგრესიული ომისთვის ემზადება.
- სოჭში დასრულდა რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა. ამ შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტი პუტინი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში. იმის გამო, რომ დამასკო სირიის უდიდეს ნაწილს ვერ აკონტროლებდა, სირიაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბარი წარმოუდგენელიც კი იყო.
ცხადია, რომ სოჭში მოსკოვი, ანკარა და თეირანი სირიის საკითხის მოგვარების გეგმაზე კი შეთანხმდნენ, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სირიაში პროცესები სწორედ სოჭში შეთანხმებული სცენარით განვითარდება?

- თუ ანკარის მოთხოვნები დაკმაყოფილებდა, სავარაუდოდ, პროცესიც ამ შეთანხმების შესაბამისად განვითარდება.
- ახლო აღმოსავლეთში ვითარება საკმაოზე მეტად დაძაბულია. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს - მიუხედავად იმისა, რომ ვითარება აშკარად ფეთქებადსაშიშია, ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის ალბათობა დაბალია, ვინაიდან ძირითადი აქტორებიც ხედავენ, რომ ამას შესაძლოა სავალალო შედეგი მოყვეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ”ისლამური სახელმწიფო” პრაქტიკულად თითქმის დამარცხებულია, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ორგანიზაციის აქტივისტები საქართველოშიც აღმოჩდნენ. საუბარი არა მხოლოდ იმათზე, ვინც საქართველოდან იყო წასული ახლო აღმოსავლეთში და რომელთა რაოდენობა 70-ზე მეტი იყო.
ვიცით, რომ ევროპული დამოკიდებულება მიგრანტების მიმართ საკმაოდ ლიბერალურია, მაგრამ საფრთხე რომ რეალურია, ესეც ფაქტია.
ჩვენისთანა მცირე ზომის და შესაძლებლობის ქვეყანა მუდმივად უნდა ზრუნავდეს ორი მიმართულების განვითარებაზე, ერთი - დიპლომატიური სამსახური და მეორე - სპეცსამსახურები. სხვა არსებითი შემაკავებელი იმ საფრთხეებისა, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, არსებითად არ არსებობს

ევროპასთან ინტეგრაციული პროცსები კარგია, მაგრამ თქვენი აზრით, როგორ და რამდენად შეუძლია საქართველოს გაამკაცროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში მოქალაქეთა გადაადგილება, რომ მინიმუმადე იქნას დაყვანილი რისკის შევცველ პირთა საქართველოში მოხვედრა?

- ჩვენისთანა მცირე ზომის და შესაძლებლობის ქვეყანა მუდმივად უნდა ზრუნავდეს ორი მიმართულების განვითარებაზე, ერთი დიპლომატიური სამსახური და მეორე სპეცსამსახურები.
სხვა არსებითი შემაკავებელი იმ საფრთხეებისა, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, არსებითად არ არსებობს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა და არსებული ფორმატების გამოყენება, რათა საფრთხეების პრევენციული აღმოფხვრის ხარისხი იყოს მაღალი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები