არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ერევანი იმის გამო იყო იძულებული ევროკავშირთან გაეფორმებინა შეთანხმება, რომ მოსკოვი სომხეთს გადარჩენისათვის არაფერს არ სთავაზობს
10:19 29-11-2017
ერევანი იმის გამო იყო იძულებული ევროკავშირთან გაეფორმებინა შეთანხმება, რომ მოსკოვი სომხეთს გადარჩენისათვის არაფერს არ სთავაზობს ევროკავშირთან სომხეთის გაფორმებული შეთანხმების მიზეზებსა და მიზნებზე, ასევე იმაზე, თუ რას მისცემს იგი სომხეთს, ”ინტერპრესნიუსი” გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრს ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, სომხეთმა ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ”ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ”. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ერევანი წარმატებულად უთავსებს ევრაზიულ კავშირში წევრობასა და ევროკავშირთან თანამშრომლობას”.
ვხედავთ, რომ სომხეთი ფრთხილად, მაგრამ მოსკოვის თანხმობით მაინც დგამს ნაბიჯებს ევროპის მიმართულებით. თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა სომხეთმა ევროკავშირთან დაახლოება და სავარაუდოდ, რას ნიშნავს სომხეთისათვის ევროკავშირსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება?

- ვერ გეტყვით, რამდენად ჰქონდა სომხეთს თანხმობა მოსკოვისაგან, რომ ევროკავშირთან გაეფორმებინა შეთანხმება, მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში ერთმნიშვნელოვნად არ არიან კმაყოფილი მომხდარით. სომხეთმა ამ შეთანხმებას ხელი რიგი მიზეზების გამო მოაწერა.
სომხეთს სურს იმგვარი პოლიტიკის გატარება, რომლის პირობებში მიუხედავად იმისა, რომ იგი ევრაზიული კავშირის წევრია, მას ექნება საშუალება ითანამშრომლოს სხვადასხვა ცენტრებთან. ჩემი აზრით, ამგვარი მრავალვექტორული პოლიტიკა ჩვენი საგარეო პოლიტიკისათვის საკმაოდ ნორმალური მიდგომაა. მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრინდა, ამგვარი პოლიტიკის გატარებისათვის ბალანსი აშკარად დაირღვა.
ფაქტია ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ სომხეთს არაფერი მისცა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით სომხეთი სერიოზულ დანაკარგებს განიცდის. თამაშის ის წესები, რომელიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპობრივად შედის ძალაში, სომხეთის მოქალაქეებზე დადებითად არანაირად არ აისახება.
იმის გამო, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო სომხეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და წარუმატებლობები აქვს, სომხეთის ხელისუფლება იძულებული იყო მრავალვექტორული პოლიტიკის რეანიმაციის ფარგლებში გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით
იმის გამო, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო სომხეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და წარუმატებლობები აქვს, სომხეთის ხელისუფლება იძულებული იყო მრავალვექტორული პოლიტიკის რეანიმაციის ფარგლებში გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით.
ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმება რეალიებს ასახავს იმ თვალსაზრისით, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით სომხეთი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე არ მოუწერია ხელი, მოსკოვი მაინც უკმაყოფილებასა და ეჭვებს გამოთქვამს .
- თუ სწორად გავიგე, სომხეთის მიერ ევროპის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკური პრობლემებით იყო ნაკარნახევი და არა იმ ღირებულებებისადმი სწრაფვით, რაც ევროპულ ღირებულებებად მიიჩნევა.
- თუ სომხეთის ხელისუფლების მოქმედების ლოგიკას შევხედავთ, დიახ, ეკონომიკური პრობლებები იყო ის მთავარი, რამაც ხელისუფლებას ევროპასთანაც მუშაობა გადააწყვეტინა.
- რას მიიღებს სომხეთი ამ შეთანხმების შესაბამისად?
- მე მხოლოდ იმ საკითხებს ჩამოვთვლი, რომელიც, ჩემი აზრით, საკვანძო საკითხებია: კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ადამიანის უფლებების სისტემის სრულყოფა, იმ წარმოებების აღდგენა, რომლებიც სომხეთის რეგიონებში საქმიანობდნენ. ფაქტობრივად, ეს სოციალურ პრობლემებზე ზრუნვასაც ნიშნავს. ტურიზმის განვითარება, მოგეხსენებათ, ამ სფეროში ევროპას დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ევროპა სომხეთს ერთიან საჰაერო-საავიაციო სივრცეში გაწევრიანებას სთავაზობს. ეს ავტომატურად დააგდებს ფასებს სომხეთში ავიაბილეთებზე, რომელთა ფასი ახლა სომხეთში 5-ჯერ მაღალია ვიდრე, მაგალითად, თქვენთან საქართველოში. ასევე გვთავაზობენ ალტერნატივას ენერგეტიკის სფეროში.
მთავარია, რომ სომხეთს გაუჩნდება ალტერნატივები მრავალ სფეროში. პირობებში, როცა ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს მოდის რუსეთი და გვკარნახობს თავის პირობებს. ეს ეხება როგორც ენერგეტიკას, ისე საავიაციო მიმოსვლას და სხვა სახის სატრანსპორტო კომუნიკაციებს
”გაზპრომი” სომხეთში გაზს ზუსტად ორჯერ უფრო ძვირად ყიდის, ვიდრე საქართველოში ყიდდა და ახლა უკრაინას ჰყიდის. ენერგეტიკულ სფეროში ალტერნატივის გაჩენა ჩვენ დაგვეხმარება გაუმკლავდეთ ისეთ ნეგატიურ მოვლენებს, როგორიცაა ენერგეტიკაში რუსეთის მონოპოლია. ასევე გვთავაზობენ მომსახურების სფეროში საკითხების მოგვარებას. საუბარია საფოსტო, ელექტრონულ და სხვა სახის მომსახურებაზე.
ჩემს მიერ გაკეთებული ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. მთავარია, რომ სომხეთს გაუჩნდება ალტერნატივები მრავალ სფეროში. პირობებში, როცა ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს, მოდის რუსეთი და გვკარნახობს თავის პირობებს. ეს ეხება როგორც ენერგეტიკას, ისე საავიაციო მიმოსვლას და სხვა სახის სატრანსპორტო კომუნიკაციებს.
- თქვენ კი ამბობთ, რომ სომხეთს ალტერნატივა გაუჩნდება, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპამ ევრაზიულ კავშირში მყოფ ქვეყანაში რუსეთს გაუწიოს გარკვეული კონკურენცია და საკმაოდაც ჩააჩოჩოს იგი?
- რა თქმა უნდა, ევროპას შეუძლია სომხეთში გარკვეულ წილად ჩააჩოჩოს რუსეთი. რადგან ევროკავშირმა სომხეთთან ამგვარ შეთანხმებას მოაწერა ხელი იმასაც ნიშნავს, რომ იგი ამისთვის მზადაცაა.
ევრაზიულ კავშირში შესვლამდე სომხეთი ნავთობპროდუქტებს რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ირანიდან ყიდულობდა. როცა ევრაზიულ კავშირში შევედით, ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა. თუ აქამდე სომხეთი ნავთობპროდუქტებს რუსეთიდან იღებდა, ახლა ჩვენ იგივე რუმინეთიდან შეგვეძლება ნავთობპროდუქტების შემოტანა. ეს საკმაოდ კონკრეტული საკითხებია, რაც, ბუნებრივია, რუსეთს სომხურ ბაზარზე გარკვეულ წილად ჩააჩოჩებს. რუსეთი ჩვენ საკმაოდ მაღალ ფასებში გვთავაზობს საქონელსა და მომსახურებას. ალტერნატივის გაჩენის შემთხვევაში სომხეთს მეტი მანევრირების საშუალება ექნება.
ევროპას შეუძლია სომხეთში გარკვეულ წილად ჩააჩოჩოს რუსეთი. რადგან ევროკავშირმა სომხეთთან ამგვარ შეთანხმებას მოაწერა ხელი იმასაც ნიშნავს, რომ იგი ამისთვის მზადაცაა
არ ვიცი, იცით თუ არა თქვენ, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიულ კავშირში შევიდა, საქართველოსა და სომხეთს შორის წვრილმანი ვაჭრობა მნიშვნელოვნად გართულდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ დარღვეულ თანაფარდობას გამოასწორებს. თუ ჩვენ რუსეთი უფრო დაბალ ფასებში შემოგვთავაზებს საქონელსა და მომსახურებას, ჩვენ არჩევანს რუსულ საქონელზე შევაჩერებთ. ვიმეორებ, სხვადასხვა სფეროებში ალტერნატივების გაჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის ეკონომიკურ ვითარებას სომხეთში.
- თქვენ კი ბრძანეთ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება იგივე საქართველოსთან ვაჭრობის სფეროში ბევრ პრობლემას მოხსნის, მაგრამ ცნობილია, რომ ”ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ” არ ითვალისწინებს სომხეთის ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას. თუ ასეა, როგორღა გააიოლებს იგი სომხეთის იგივე საქართველოსთან წვრილ ვაჭრობას?
- დიახ, გეთანხმებით, შესაძლოა, ფორმალურად ასეც იყოს, მაგრამ ევრაზიულ კავშირში არსებული თამაშის წესების ალტერნატივის გაჩენის შემთხვევაში ისეთ სფეროებში, როგორიც საავიაციო მიმოსვლაა ანდა ენერგეტიკა, იგი გარკვეულ წილად შეამსუბუქებს სომხეთის მდგომარეობას. აქ საუბარი არაა მაღალი თუ დაბალი საბაჟო გადასახადების არსებობაზე, საუბარია ალტერნატივის გაჩენის სარგებლიანობაზე.
- რუსეთს სომხეთში პრობლემები არ აქვს. რუსეთს სომხეთში აქვს თავისი სამხედრო ბაზები და განაღდებული აქვს მათი იქ ყოფნა. შესაძლოა, ევროპამ სომხეთში რიგ სფეროებში კონკურენცია გაუწიოს რუსეთს, მაგრამ გაუგებარია რა ეჭვები და შიშები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- იცით, რუსეთს ყოველთვის აქვს შიშები - მათ არ უნდათ, რომ სომხეთი სხვებთან თანამშრომლობდეს. რაკი მათ ყოველთვის აქვთ შიშები, მე ვამბობ - რუსეთო, თქვენ რას გვთავაზობთ ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად? მათი პასუხი ასეთი - ჩვენი საქმე არაა, თქვენს პრობლემებს როგორ მოაგვარებთ. კაცმა რომ თქვას, რუსეთი წესიერად იქცევა იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ამბობს - ჩვენ ახლა არა გვაქვს საშუალება დაგეხმაროთ, როგორც გინდათ, ისე გადარჩით. ჰოდა, რადგან ასეა, იმიტომაც იყო რომ სომხეთმა ევროკავშირთან მოაწერა ხელი ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმებას. ერევანი იმის გამო იყო იძულებული ევროკავშირთან გაეფორმებინა შეთანხმება, რომ მოსკოვი სომხეთს გადარჩენისათვის არაფერს არ სთავაზობს.
რუსეთი პირდაპირ ამბობს - ჩვენ ახლა არ გვაქვს საშუალება დაგეხმაროთ, როგორც გინდათ ისე გადარჩით. ჰოდა, რადგან ასეა, იმიტომაც იყო, რომ სომხეთმა ევროკავშირთან მოაწერა ხელი ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმებას
რუსეთმა სომხეთს ევრაზიულ კავშირში შესვლა შესთავაზა, ჩვენ შევედით. ერევნის ამ ნაბიჯს სომხეთისთვის ნეგატიურის მეტი რომ არაფერი მოუტანია, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ.
ოფიციალური ერევნის არგუმენტი ასეთია - სომხეთი რომ ევრაზიული კავშირიდან გამოვიდეს, რუსებს ეწყინებათ და შესაბამისად, აქტუალური გახდება სომხეთის უსაფრთხოების საკითხები.
ასეთი პასუხის მოსმენისას ჩემი კითხვა მათ მიმართ ასეთია - სომხეთში რუსული ბაზის ყოფნა არ არეგულირებს სომხეთის ევრაზიულ კავშირში ყოფნას, იგი რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რეგულირდება. სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრია, შესაბამისად, სამხედრო სფეროში არსებულ შეთანხმებებს კითხვის ქვეშ არავინ აყენებს, ამიტომ, სომხეთის ევრაზიულ კავშირში ყოფნა ისედაც ითვალისწინებს სომხეთის უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას.
ახლა, როცა პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ ევრაზიულ კავშირში არსებული ეკონომიკური სისტემა არ მუშაობს, ეკონომიკურ საკითხებზე ევროკავშირთან მიმართებაში სომხეთის თანამშრომლობა ბუნებრივი და ლოგიკურია.
თუ რუსეთს არ უნდა რომ სომხეთი ევროკავშირთან მეტად თანამშრომლობდეს, მაშინ რუსეთს მეტად უნდა აწუხებდეს სომხეთის პრობლემები და ეხმარებოდეს მას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. რადგან ევრაზიულ კავშირში არსებული ეკონომიკური სისტემა არ მუშაობს და თან რუსეთი გვეუბნება - ეკონომიკურ სფეროში მე ვერაფრით დაგეხმარები, ჩემი პრობლემები მაქვს. ასეთ ვითარებაში ჩვენი პასუხი ასეთია - ხელს ნუ შეგვიშლით როგორმე გადავრჩეთ.
ჩვენი ლოგიკა საკმაოდ მარტივია. იგი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთი რუსეთს ზურგს აქცევს. სომხეთში არის რუსული ბაზები, რუსი მესაზღვრეები არიან სომხეთში.
რადგან ევრაზიულ კავშირში არსებული ეკონომიკური სისტემა არ მუშაობს და თან რუსეთი გვეუბნება - ეკონომიკურ სფეროში მე ვერაფრით დაგეხმარები, ჩემი პრობლემები მაქვს. ასეთ ვითარებაში ჩვენი პასუხი ასეთია - ხელს ნუ შეგვიშლით როგორმე გადავრჩეთ
რუსეთთან ურთიერთობებს ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ - ეკონომიკურ საკითხებში, ვაჭრობის საკითხებში ევრაზიული კავშირი სომხეთს არაფერს აძლევს. რადგან რუსეთი ჩვენ ვერაფრით გვეხმარება, ჩვენ ვეუბნებით - რადგან ასეა, მაშინ ჩვენ მაინც ნუ შეგვიშლით ხელს თავად ვეძებოთ ეკონომიკური განვითარებისა და შესაბამისად გადარჩენის გზები.
- მთიანი ყარაბაღისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთოებებზე ახლა ბევრი იწერება. მხედველობაში მაქვს ის, რომ გააქტიურებულია საუბრები სომხეთის მიერ აზერბაიჯანისათვის 5 რაიონის გადაცემის თაობაზე. ასევე საუბრობენ, რომ ეს გეგმა ბაქოს პრეზიდენტს პუტინმა შესთავაზა.
ახალი არაა, რომ სომხეთი კარგა ხანია ამისთვის მზადაა, მაგრამ ბაქო უარს ამბობს, ვინაიდან ეს გეგმა ყარაბაღზე აზერბაიჯანის მხრიდან კონტროლის აღგენას არ ითვალისწინებს. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ყარაბაღის საკითხზე საუბრების გააქტიურება?

- ვფიქრობ, რომ ახლა აქტუალური არაა ვინ რის გადაცემას აპირებს და რის სანაცვლოდ. ყველამ იცის, რომ ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანია არ მიმდინარეობს. კარგია, რომ ერთი თვის წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდა ჟენევაში. ეს შეხვედრა გახლავთ მოლაპარაკებების აღდგენის შანსი.
ჩემი აზრით, ახლა მთავარია ნდობის აღდგენა, რომ მოლაპარაკებებმა დინამიკა შეიძინოს. სხვა თუ არაფერი, იმის მექანიზმი მაინც რომ შეიქმნას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვინ არღვევს, კარგი იქნება. შარშან მაისში ვენაში მიღწეული შეთანხმებების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.
ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება. წინასწარ იმის თქმა, რომ სომხეთი აზერბაიჯანისთვის გარკვეული ტერიტორიების გადაცემას აპირებს ყარაბაღის სტატუსის სანაცვლოდ, სრული უაზრობა იქნებოდა. ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, - მხედველობაში მაქვს როგორც მთავრობებს, ასევე საზოგადოებებს შორის - უნდობლობა ისეთი მაღალია, რომ ყარაბაღის საკითხზე არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილების, რაც არ უნდა კარგი გადაწყვეტილება იყოს იგი, მიღება შეუძლებელია.
რაც შეეხება ყარაბაღთან დაკავშირებით პუტინის გეგმას. ჩვენთან მას რატომღაც ლავროვის გეგმას უწოდებენ. საუბარია ტერიტორიების სანაცვლოდ ყარაბაღის სტატუსზე შეთანხმებაზე. ასეთი გეგმა რუსეთს მართლაც აქვს, მაგრამ რუსეთი ამ ნაბიჯზე წასვლას იმის გამო კი არ აპირებს რომ კონფლიქტი მოგვარდეს.
ამ ეტაპზე რუსეთს სურს სომხეთის მხრიდან ყარაბაღის საკითხში გარკვეული დათმობების ხარჯზე აზერბაიჯანი როგორმე დაითანხმოს ევრაზიულ კავშირში შესვლაზე. მოსკოვი კი პირდება ბაქოს, რომ ყარაბაღის საკითხში აიძულებს ერევანი დათმობებზე წავიდეს, სწორედ ეს გახლავთ ლავროვის გეგმა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოსკოვი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს.
ამ ეტაპზე რუსეთს სურს სომხეთის მხრიდან ყარაბაღის საკითხში გარკვეული დათმობების ხარჯზე აზერბაიჯანი როგორმე დაითანხმოს ევრაზიულ კავშირში შესვლაზე... მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოსკოვი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სომხეთის საზოგადოებრიობა წინააღმდეგია ყარაბაღის საკითხში ერევანი რამე დათმობებზე წავიდეს. შარშან, როცა აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების მცდელობა იყო, ყარაბაღში სომხეთიდან 25 ათასი სომხეთის მოქალაქე ჩავიდა, რათა დაეცვა ყარაბაღი აზერბაიჯანის აგრესიისაგან. ამიტომაცაა რომ ვამბობ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობა უნდა გაიზარდოს, რათა მხარეებმა შეძლონ ყარაბაღის საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღწევა.
- ბაქოსა და ერევანს შორის უნდობლობას ისიც უწყობს ხელს, რომ შეიმჩნევა მოსკოვსა და ბაქოს შორის დაახლოება, რუსეთი აზერბაიჯანს საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰყიდის სამხედრო იარაღს. მართალია, რუსების მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკა არც სომხეთს აკლია...
- საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი დიდ როლს თამაშობს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში. ნაწილობრივ რუსეთის როლი დადებითია იმ თვალსაზრისით, რომ იგი აზერბაიჯანის შემაკავებლის ფუნქციას ასრულებს. მაგრამ მისი როლი ნეგატიურია იმ თვალსაზრისით, რომ მოსკოვი სულაც არაა დაინტერესებული არც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში და არც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.
რუსეთი არაა დაინტერესებული ამ კონფლიქტების სწრაფად მოგვარებაში. რატომ? იმიტომ, რომ კონფლიქტის არსებობით რუსეთი მანიპულირებს. ამიტომ გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ რუსეთი დაინტერესებულია რომელიმე მხარის სასარგებლოდ კონფლიქტის მოგვარებაში. რუსეთი ამ კონფლიქტით თავის სარგებლის მიღებას ცდილობს. კერძოდ, ახლა სურს აზერბაიჯანი შევიდეს ევრაზიულ კავშირში. ვინაიდან აზერბაიჯანი არ თანხმდება, არც რუსეთი არაა დაინტერესებული კონფლიქტის უფრო სწრაფად გადაწყვეტაში. რუსეთის ტაქტიკა ასეთია - ვიდრე მოსკოვი თავის სარგებელს არ მიიღებს, იგი არ მოისურვებს კონფლიქტის საბოლოდ გადაწყვეტას.
რუსეთი აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის უფრო სწრაფად გადაწყვეტაში დაინტერესებული არაა. რუსეთის ტაქტიკა ასეთია - ვიდრე მოსკოვი თავის სარგებელს არ მიიღებს, იგი არ მოისურვებს კონფლიქტის საბოლოდ გადაწყვეტას
ასეთ ვითარებაში, როცა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სომხეთია, რუსეთი აზერბაიჯანს ჰყიდის საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღს. თავად ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტით მანიპულირებას. რუსეთი აზრებაიჯანს იმისათვის აწვდის იარაღს, რომ აზერბაიჯანი მასზე იყოს დამოკიდებული და მისგან შორს არ წავიდეს. შედეგად, გრძელდება რეგიონის მილიტარიზაცია. რუსეთის სრულად გაგება ძნელია, მაგრამ იგი სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ იმავე პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, რაც მას ორივეს მანიპულაციის საშუალებას მისცემს, უდავოა.
- რუსული მედია ხშირად ამახვილებს ყურადღებას რუსეთის სურვილზე ყარაბაღში განალაგოს რუსი სამშვიდობოები...
- რუსეთს ამგვარი სურვილი შესაძლოა აქვს, მაგრამ ეს თემა ახლა აქტუალური არ გახლავთ. გარდა ამისა, არა ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე სომხეთი და ყარაბაღი დათანხმდებიან. ამის კატეგორიული წინააღმდეგია აზერბაიჯანიც. რადგან ასეა, რამდენადაც ვიცი, ეს თემა არც ერთ დონეზე არც განხილულა, მათ შორის ამაზე არც კულუარებშიც არ ყოფილა საუბარი.
- საუბრის დაწყებამდე ბრძანეთ, რომ სომხეთის პარლამენტში ისმის ხმები სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გასვლის შესახებ. რამდენად სერიოზულია სომხეთის პარლამენტში ამგვარი განწყობები?
- სომხეთის პარლამენტში ფრაქცია ”ელკის” ( გამოსავალი) ინიციატივით ამ საკითხზე გაიმართა მოსმენა. ამ განხილვაში ექსპერტების გარდა მონაწილეობა მმართველი პარტიის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ამ განხილვის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, ვინაიდან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ყურაღება სწორედ მასზე იყო კონცენტრირებული.
სხვა საკითხია, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, რის გამოც ამ საკითხზე საქმე განხილვის იქეთ არ წავა და ეს ყველას ესმის. მაგრამ, თავად ის ფაქტი, რომ ამ თემაზე პარლამენტში მოეწყო საფუძვლიანი მსჯელობა, რომელზეც სომხეთის მთელ მოსახლეობას შეეძლო ედევნებინა თვალი, ვფიქრობ, საკმაოდ საგულისხმო ფაქტია.
შესაძლოა, თავად რუსეთმა მოისურვოს ჩვენი განწყობების შეცვლა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისათვის არა მარტო ფიქრი, კონკრეტული ნაბიჯებიც კი გადადგას
იმათი არგუმენტები, ვინც სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გასვლას მოითხოვს და მათ შორის მეც ვარ, - საკმაოდ დამაჯერებელია. გასაგებია, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ საინტერესოა თუ რა რეაქცია ექნება ამ განხილვაზე თავად რუსეთს. შესაძლოა, თავად რუსეთმა მოისურვოს ჩვენი განწყობების შეცვლა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისათვის არა მარტო ფიქრი, კონკრეტული ნაბიჯებიც კი გადადგას.
საერთოდ, ყველა არგუმენტებია მოსასმენი და განსახილველი, მათ შორის ისინი, რომელიც სომხეთის ევრაზიულ კავშირში დარჩენას ითვალისწინებს. მათი უმეტესობა არა სომხეთის ეკონომიკის, არამედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ბევრი თვლის, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა რუსეთს გაანაწყენებს, რაც გაართულებს ვითარებას რეგიონში და სომხეთს უსართხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში პრობლემები გაუჩნდება.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”






მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები