არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
თუ ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები „მუნდირის დაცვის“ და ხელის დაფარების პოლიტიკას გაატარებენ, ვშიშობ, პანკისის ხეობაში სიტუაცია გართულდება
14:17 11-01-2018
თუ ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები „მუნდირის დაცვის“ და ხელის დაფარების პოლიტიკას გაატარებენ, ვშიშობ, პანკისის ხეობაში სიტუაცია გართულდება საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ანალიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, პასუხისმგებლობის მქონე ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის მიერ მაჩალიკაშვილის გარდაცვალების მძიმედ აღქმის თემას გვერდს ვერ ავუვლით. ახლა ყველაზე აქტუალურად გამოიყურება კითხვა - ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას პანკისში სპეცოპერაციის ჩატარებისას. ეს კითხვა აქტუალურია იმისდა მიუხედავად, მაჩალიკაშვილი იყო თუ არა ჩატაევის თანამოაზრეების ჯგუფის წევრი.
ფაქტია, რომ ქართველი ძალოვნების დისკრედიტაცია, ისევე როგორც პანკისის ხეობაში ვითარების არევა არც ქართული სახელმწიფოს და არც ჩვენი საზოგადოების ინტერესებში არ შედის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პანკისის ხეობისა და ჩეჩნებთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია უცნაურადაც კი მოხდა.
ვითარება აშკარად მძიმეა, თქვენ როგორ შეაფასებდით რაც ხდება?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს. რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა მაჩალიკაშვილი კავშირში ჩატაევის დაჯგუფებასთან, ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ამის ალბათობა 50/50-ზეა. შესაბამისად, მეტი და დამაჯერებელი ინფორმაციაა საჭირო, რომ კითხვები მოიხსნას.
ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის. საქართველოს არაკეთილმოსუნეები ქვეყნის გარეთ, ასევე მღვრიე წყალში თევზის იოლად დაჭერის მსურველები ქვეყნის შიგნით, შეეცდებიან სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ
ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის. საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის გარეთ, ასევე მღვრიე წყალში თევზის იოლად დაჭერის მსურველები ქვეყნის შიგნით, შეეცდებიან სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ. მაგალითად, ცალკეული გავლენიანი რუსული გამოცემები ცდილობენ იმაზე მოახდინონ პედალირება, რომ გარდაცვლილის ნათესავები და პანკისელები სპეცოპერაციაში მონაწილე სამართლადამცავებზე შურისძიებას აპირებენ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა საფრთხეს შეიცავს ეს მუქარა და რა დამღუპველი ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.
უახლოეს დღეებში ალბათ გაირკვევა, რა კალაპოტში წარიმართება პანკისის მოსახლეობის განწყობები. ეს კი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ხელისუფლების ქმედებებს. თუ მათ გაუჩნდათ განცდა, რომ ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები „მუნდირის დაცვის“ და ხელის დაფარების პოლიტიკას ატარებენ, ვშიშობ, რომ ხეობაში სიტუაცია გართულდება.
- პანკისის უხუცესები უახლოეს ხანებში შეკრებას და მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტის შემუშავებას გეგმავენ.
ასეთ ვითარებაში როგორი იქნებოდა თქვენი რჩევა ერთი მხრივ ხელისუფლების, მეორე მხრივ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი პანკისელი თანამოქალაქეებს მიმართ?

- ჩემი რჩევა იქნებოდა ემოციების შეკავება რა რთულიც არ უნდა იყოს ეს და ცივი გონებით მოქმედება. დასაშვების ფარგლებში, საქმის სპეციფიურობიდან გამომდინარე, მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება. ე.წ. „მუნდირის ღირსების დაცვის“ პოლიტიკაზე უარის თქმა და თუ სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულებრივი დაუდევრობა ან გადაცდომა იკვეთება, ამის დროულად გაცხადება და ადექვატური სასჯელის დადება.
როდესაც პანკისში სიტუაცია ასე დაძაბულია, მე ვურჩევდი გარკვეულ ჯგუფებს ეხლა მაინც შეიკავონ თავი ცეცხლზე ნავთის დამსხმელი განცხადებებისგან. ცნობილი პოლიტიკური პარტიებისგან ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების აკრეფის მცდელობა არ მიკვირს.
ჩემი რჩევა იქნებოდა ემოციების შეკავება, რა რთულიც არ უნდა იყოს ეს და ცივი გონებით მოქმედება. დასაშვების ფარგლებში, საქმის სპეციფიურობიდან გამომდინარე, მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება
თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნოდ გამაოცა ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებამ, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა მაჩალიკაშვილის მიმართ. და ეს მაშინ, როდესაც ჯერ არ გამოქვეყნებულა დამოუკიდებელი ექსპერტის საბოლოო სამედიცინო დასკვნა, არ გასაჯაროებულა მომხდართან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სავსებით ნათელია, რომ ამგვარი განცხადებები გამიზნულია ანტი-სახელისუფლებო განწყობების გაღვივებისთვის.
- ვიდრე პასუხი გაეცემა ბევრ კითხვას საქმეში ჩახედული ადამიანები მიიჩნევენ, შექმნილი სიტუაცია ბევრწილად იმას უკავშირდება, რომ მუდმივად ესმება ხაზი ამგვარ მტკიცებას - ”სახელმწიფომ უკეთ იცის”, ”უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით”, შედეგად კი ხშირ შემთხვევაში შეგნებულ მავნებლობას ვიღებთ, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკებს უქმნის. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი პრეტენზიები?
- გააჩნია პრეტენზიის შინაარსსა და მიზანს. მინდა გითხრათ, რომ ეს გვარიანად მოყირჭებული ფრაზები - „ჩვენ უკეთ ვიცით“ და „დაველოდოთ გამოძიებას”, რომელიც ხშირად არაადაეკვატურად დიდხანს იწელება, რა თქმა უნდა, სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ”ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს”.
ვინაიდან ჩატაევის ქვეყანაში შემოშვების ამბავმა, შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციამ და შემდეგ მაჩალიკაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებულმა ისტორიამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. მათ შორის ასეთიც - ჩატაევის საქართველოში შემოყვანის ოპერაციით ჩვენთან მიმართებაში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა შორსმიმავალი გეგმების მქონე მრავალსვლიანი ოპერაცია განახორციელეს.
თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ შექმნილ ვითარებაში ქართული სპეცსამსახურების მოქმედება პროცესების ამგვარი ინტერპრეტაციის კვალსაც არ დატოვებს?

- ტერორიზმთან ბრძოლაში ნამდვილად მეტი ყურადღება გვმართებს. ჯერაც ვერ მივიღეთ სრულყოფილი პასუხი, თუ როგორ მოხერხდა ჩატაევის და მისი ჯგუფის საქართველოში უპრობლემოდ შემოყვანა. ე.წ. „მწვანე სასაზღვრო ზოლზე“ აპელირება, არ არის დამაჯერებელი.
ვინ თუ არა სესიაშვილმა, როგორც პარლამენტის პროფილური კომიტეტის თავმჯდომარემ, უნდა იაქტიუროს ამ კუთხით და მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლოს. ოპოზიციამ კი არა, მან უნდა დაიბაროს პარლამენტში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.
ტერორიზმთან ბრძოლაში ნამდვილად მეტი ყურადღება გვმართებს. ჯერაც ვერ მივიღეთ სრულყოფილი პასუხი, თუ როგორ მოხერხდა ჩატაევის და მისი ჯგუფის საქართველოში უპრობლემოდ შემოყვანა
რაც შეეხება ქართულ სპეცსამსახურებს, მათ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და ტერორისტები გაანეიტრალეს. შეიძლებოდა თუ არა უკეთ და ნაკლები მსხვერპლით გაკეთებულიყო, ამაზე ამ სფეროს სპეციალისტებმა იმსჯელონ.
- თუ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას დავაკვირდებით, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგვრჩეს, რომ უმეტეს შემთხვევაში როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია არ ავლენენ პასუხისმგებლობას საკმაოდ მტკივნეულ საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩასამოყალიბებლად. დემოკრატიულობით გამორჩეულ ქვეყნებში ხელისუფლება და ოპოზიცია საკმაოდ ბევრ საკითხში არა მარტო თანხმდებიან, არამედ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად ძალისხმევას ერთნაირად არ იშურებენ. ჩვენთან კი ამის მსგავსი არაფერი ხდება.
სამწუხაროდ, ჩვენთან ისინი რაშიც ვერ თანხმდებიან კი ვხედავთ, მაგრამ რაში თანხმდებიან საერთოდაც არ ჩანს. ეს ზოგადად ჩვენში დაბალ პოლიტიკურ კულტურას, ოპონენტების მიმართ საბჭოურ ტრადიციას უნდა მიეწეროს თუ საქმე სხვა რამეში უფროა?

- ოპონენტების მიმართ საბჭოური ტრადიცია მათ განადგურებას, უკეთეს შემთხვევაში კი „გულაგებში“ გამწესებას ან ქვეყნიდან გაძევებას გულისხმობდა. ჩვენთან ოპონენტებთან დამოკიდებულებას თუ რამე ამსგავსებს საბჭოურ ტრადიციასთან, ეს არის მათი მარგინალიზაციის მცდელობა. თუ გახსოვთ, საბჭოთა კავშირში რეჟიმის ოპონენტის განადგურება სწორედ საზოგადოებისგან მისი გარიყვიდან იწყებოდა მიზანმიმართული კამპანიით.
ის, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში ჩვენთან ხდება, განპირობებულია ზოგადი პოლიტიკური კულტურის დეფიციტით, რაც კულტუროლოგიური ფაქტორების გარდა, ღირებულებების ეროზიითაც არის გამოწვეული. ამის მიზეზია ასევე თვითკმარი პოლიტიკური პარტიების დეფიციტი, ე,წ. „შუა უნდა გაიკრიფოს“ პოლიტიკის შედეგი. ეს არის თავად ოპოზიციის ბუნებაც, რომელიც ცხოვრობს პრინციპით, რაც უფრო ცუდად არის ქვეყანაში სიტუაცია, მით უკეთესია ჩვენთვის
ის, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში ჩვენთან ხდება, ბევრი მიზეზით არის განპირობებული. ეს არის ზოგადი პოლიტიკური კულტურის დეფიციტი, რაც ჩემი აზრით კულტუროლოგიური ფაქტორების გარდა, ღირებულებების ეროზიითაც არის გამოწვეული. ამის მიზეზია ასევე თვითკმარი პოლიტიკური პარტიების დეფიციტი, ეს არის ე,წ. „შუა უნდა გაიკრიფოს“ პოლიტიკის შედეგი. ეს არის თავად ოპოზიციის ბუნებაც, რომელიც ცხოვრობს პრინციპით, რაც უფრო ცუდად არის ქვეყანაში სიტუაცია, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგანაც უფრო მეტია სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ხელში იოლად ჩაგდების შანსი.
მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ძველი ელიტების დეგრადაციასა და ახლის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უნდობლობაში, პარტიებსა და ამომრჩეველს შორის სუსტ ურთიერთკავშირში, ასევე „საშუალო კლასის“ არარასებობაშიც.
- საიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წუხილია გამოთქმული, რომ საქართველოს დღევანდელ პარლამენტში სამთავრობო საათის გამართვის კულტურა არ არსებობს, რადგან მმართველი გუნდის დეპუტატები ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მმართველი გუნდი ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარების გაუქმებას აპირებს, რაც მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
არადა ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის ახალი ვერსიით ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე სრულად უნდა გადავიდეს.
ჩვენ გვახსოვს, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერით როგორ ჩააგდო 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტი.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატები სხვადასხვა, მხოლოდ მათთვის საინტერესო თემებზე თავად ევაჭრებიან აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ გაუგებარია ასეთ მოცემულობაში როგორ აპირებს პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს ან აპირებს კი საერთოდ?

- რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე თუ შეხვალთ, იქ ნახავთ სამთავრობო საათისთვის სპეციალური სექციაა შექმნილი, სადაც დეტალურად არის გაწერილი დარგობრივი მინისტრების მოსმენების დღეები, განსახილველი თემები და პროფილური კომიტეტები, სადაც მოსმენა ტარდება. ამის შემდეგ შებრძანდით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, რომელიც ერთგვარად წარმოადგენს პარლამენტის სახეს და თუ ნახავთ იქ სექციას, საიდანაც ჩანს, რომ მთავრობა პარლამენტს ანგარიშს აბარებს, ხოლო პარლამენტი მთავრობას აკონტროლებს?!. ვერსად ნახავთ.
რუსეთის მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია, რადგანაც საერთაშორისო რეიტინგებით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ მათზე უფრო წინ ვართ. მართალია, რუსეთში საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე წმინდა წყლის ფორმალობაა, მაგრამ თუნდაც ფორმალურ დონეზე ხომ არსებობს, ხომ მიდიან მინისტრები და ისმენენ ზოგჯერ საკმაოდ მწვავე კითხვებს. ჩვენთან კი ესეც არ ხდება.
ჩვენს მინისტრებს არ უნდა სჭირდებოდეთ ხვეწნა, რომ პარლამენტში მივიდნენ, თუნდაც ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე და კითხვებს უპასუხონ. პარლამენტისთვის ანგარიშის ჩაბარებას მათ კანონი და რეგლამენტი ავალებთ და ის კონტრარგუმენტი, რომ ოპოზიციას პოლიტიკური შოუს დადგმა სურს და ა.შ., აქ ვერ გაჭრის.
მინისტრებს არ უნდა სჭირდებოდეთ ხვეწნა, რომ პარლამენტში მივიდნენ, თუნდაც ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე და კითხვებს უპასუხონ. პარლამენტისთვის ანგარიშის ჩაბარებას მათ კანონი და რეგლამენტი ავალებთ და ის კონტრარგუმენტი, რომ ოპოზიციას პოლიტიკური შოუს დადგმა სურს და ა.შ., აქ ვერ გაჭრის
დარწმუნებული ვარ საიას ანგარიშს წაიკითხავენ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამის მერე ნუ გვეწყინება თუ დემოკრატიის კუთხით მათი მხრიდან ისევ მონიტორინგის ობიექტად დავრჩებით და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო შორს გადაიწევს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციაც. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა კომენტარებიდან ჩანს, რომ ჯერჯერობით რაიმე წინსვლას ამ კუთხით არ უნდა ველოდოთ.
- გასული წლის შეფასებისას თქვენ ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადეთ - ”პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრითაც 2017 წელი იყო მყიფე წონასწორობის შენარჩუნების წელი”.
ბატონი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით -”ქვეყანაში ნეგატიური მუხტი გროვდება. 2018 წელი გარდამტეხი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებას ერთი წელი კიდევ აქვს, რომ ცუდად მიმავალი პროცესი შემოატრიალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს.”
ვინაიდან ქვეყნის მომავალზე ოპოზიციურ ძალებსა და საზოგადოებაზე მეტად პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თქვენი აზრით, ყველა ლოგიკით, სავარაუდოდ, რა ტიპის ამოცანებისა და გამოწვევების გადაწყვეტა მოუწევს ხელისუფლებას 2018 წელს, რომ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას პრობლემები არ შეექმნას?

- სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა დოზით ნეგატიური მუხტის დაგროვება ყველა ქვეყნის საზოგადოებაში ხდება და საქართველო რატომ იქნება გამონაკლისი. მთავარია, სადამდე აიწევს ეს ნეგატიური მუხტი. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეალობაში სწორედ სოციალური უსამართლობის განცდა და მის წინაშე ხელისუფლების უუნარობა შეიძლება გახდეს ის კატალიზატორი, რომელმაც შეიძლება მუხტი კრიტიკულ დონემდე ასწიოს.
თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დღეს გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდება ქუჩის აქციებს, ვიდრე მაგალითად 2003 წელს ან შემდგომ წლებში. ეს ალბათ მიღებული და ნასწავლი გაკვეთილების შედეგია. ბევრჯერ იწვნიეს იმედგაცრუებაც და ღალატიც. თუმცა, ხელისუფლება ამით თავს ნუ დაიმშვიდებს. ხალხის თმენის უნარს ზღვარი აქვს.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?! ვფიქრობ, სამუშაო ადგილების შემქმნელი ახალი ეკონომიკური პროექტების წამოწყება, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, კანონიერების განმტკიცება, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა, უარყოფითი მოლოდინების შემცირება და ჩანაცვლება დადებითით, ხელს შეუწყობდა ნეგატიური მუხტის თუნდაც ნაწილობრივ განმუხტვას.
საზოგადოებას მეტის და უკეთესის მოლოდინი აქვს და ვერც გაამტყუნებ... მთავარია, რომ ხალხმა დაინახოს და იგრძნოს დადებითი დინამიკა. ვინ უნდა გააკეთოს ეს თუ არა ხელისუფლებამ?!
მთავარია, რომ ხალხმა დაინახოს და იგრძნოს დადებითი დინამიკა. ვინ უნდა გააკეთოს ეს თუ არა ხელისუფლებამ. 2018 წელს გაორმაგებული ძალისხმევა იქნება საჭირო ქვეყნის დასაცავად ტერორისტული საფრთხეებისგან, რომელთა ალბათობა საქართველოსათვის ცნობილი მოვლენების შემდეგ სამწუხაროდ გაიზარდა.
- თქვენი აზრით, რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის პოლიტიკური ნება, გნებავთ ინტელექტუალური ანდა საკადრო რესურსი, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს გაუმკლავდეს?
- როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ხელისუფლებამ გასული და იმის წინა წელი „გადააგორა“ ისე, რომ სერიოზული კრიზისები ქვეყანაში არ დამდგარა. რა თქმა უნდა ამაში ჩვენი საერთაშორისო დონორები და პარტნიორებიც დაგვეხმარენ, მაგრამ ეს მაინც ხელისუფლების იმ საკადრო რესურსის ხარჯზე მოხდა, რომელიც მართალია, უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ რაღაც დონეზე ახერხებს, რომ იტყვიან, „სიტუაციის დაჭერას.“
თუმცა, საზოგადოებას მეტის და უკეთესის მოლოდინი აქვს და ვერც გაამტყუნებ. თქვენ სწორად შენიშნეთ, პოლიტიკური ნების თაობაზე. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, ბევრი რეფორმა უფრო ადრე გატარდებოდა. მაგალითად, სამართალდამცავი სისტემის, შრომის უსაფრთხოების, საპენსიო სისტემის და კიდევ არაერთი სფეროს. მე პირადად არ ვარ თავქუდმოგლეჯილი და ფსევდორევოლუციური რეფორმების მომხრე, მაგრამ თუნდაც ევოლუციური რეფორმები დროში უსაშველოდ არ უნდა გაიწელოს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები