პარტიები
ინტერვიუ
5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2002 წელს მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ინიციატივით დაფუძნდა და 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 2004 წლიდან 2012 წლამდე იყო მმართველი პარტია. 2012 წელს პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

ისტორია

პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა 2001 წელს როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს შეუერთდა 1999 წლიდან არსებულ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიიღო მისი სახელი. 2002 წელს შექმნა ბლოკი ”საქართველოს კონსერვატიულ პარტიასთან” და  ”საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად.

ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო ხმების 24% და ”ლეიბორისტულ პარტიასთან” გამარჯვება გაიყო.  ”ლეიბორისტულ პარტიასთან” პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. თუმცა, ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის  წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი გახდა. საპროტესტო აქციები ”ვარდების რევოლუციით” დასრულდა,   მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს პრეზიდენტი გახდა  2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში  ხმათა 96%-ით. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში  ბლოკმა ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით მოიპოვა. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ”ნაციონალური მოძრაობა” და ”დემოკრატიული მოძრაობა”.

იმავე წლის გაზაფხულზე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: ”კონსერვატიულმა პარტიამ” და ”რესპუბლიკურმა პარტიამ”. ამას ხელი არ შეუშლია ”ნაციონალური მოძრაობისთვის” მოეგო 2005 წლის შუალედური არჩევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

2007 წელს პარტიას გამოეყო წევრთა ჯგუფი, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჩამოაყალიბეს ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” წარმატება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მისი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53%-ით. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.

2008 წლის შემოდგომაზე ”ნაციონალური მოძრაობა” კვლავ დატოვა წევრთა ჯგუფმა. ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. ნინო ბურჯანაძე არასდროს ყოფილა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მაგრამ 2004 წლიდან მჭიდროდ ასოცირდებოდა მასთან. ხოლო მეორე ნაწილმა, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მთაურობით შექმნა მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის”. 2009 წელს ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ადრე ასოცირებულმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შექმნა პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიიღო ხმათა 74%, ხოლო თბილისში ხმათა 52%. პარტიის კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა ქალაქ თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა ახლად შექმნილ კოალიციასთან ”ქართული ოცნება”, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა 65 მანდატი 150-დან და წააგო არჩევნები ოლქების უმრავლესობაში. არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი კვლავ ივანე მერაბიშვილი გახდა.

პარტია ასევე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც კანდიდატად წაყენებული ყავდა საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ბაქრაძე არჩევნებში გავიდა მეორე ადგილზე ხმათა დაახლოებით 22%-ით.
2015 წელს პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო დაკარგა. პარტიას ახალი თავმჯდომარე არ აურჩევია.

ორგანიზაციული სტრუქტურა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დასავლური ტიპის, ღია პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც კოლექტიური მართვის ორგანონოებისა და დემოკრატიული შიდა დისკუსიის საფუძველზე იმართება.

პარტიას მთავარი აღმასრულებელი ორგანო პოლიტიკური საბჭოა, რომელიც პარტიის საქმიანობას კოლექტიურად მართავს. ის შიდაპარტიული დისკუსიისა და გადაწყვეტილებათა მიღების მთავარი რგოლია. საბჭო იღებს მთავარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს დავალებებს სამდივნოსა და რაიონული ორგანიზაციებისათვის. საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს მდივნებს.

პოლიტიკური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევა და ის არანაკლებ 21 წევრისგან შედგება. მის წევრთა რაოდენობას გაერთიანების ყრილობა განსაზღვრავს.

პოლიტიკურ საბჭოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს თუ ყრილობა აირჩევს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას.

გაერთიანების პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ მას  წევრთა ნახევარზე მეტი ესწრება. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომა. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს.

გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს  გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აწერს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა.

პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას პარტიის სამდივნო უძღვება. იქნება ეს პარტიის მედიააქტივობა, თუ ღონისძიება რეგიონში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა თუ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავება, პარტიის ტრეინინგები თუ საორგანიზაციო შეხვედრები, ახალი პროექტებისა თუ პროგრამების განხილვა და მიმდინარეობის მონიტორინგი - ყველა ეს საკითხი სამდივნოზე იხილება.
განხილვა თითქმის ყოველდღიურია და შესაბამისად, როგორც წესი, სამდივნო ხშირად იკრიბება. სამდივნოს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით, ხშირად ესწრებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები, ფრაქციის წევრები, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

პარტიის პოლიტიკური საბჭოსთვის საკითხების უმრავლესობას სწორედ სამდივნო ამზადებს. პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობაში ყოფნის გამო  პარტიის სამდივნოს სხდომებს, მისი მოვალეობის შემსრულებელი - აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი უძღვება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პარლამენტში ოთხი ფრაქციითა წარმოდგენილი; ეს ფრაქციები საპარლამენტო უმცირესობას ქმნიან. უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრია.ასევე  დემოკრატთა საერთაშორისო  კავშირის (IDU) წევრი,  რომელიც აერთიანებს კონსერვატიული, ქრსიტიან-დემოკრატიული და მსგავსი მემარჯვენე-ცენტრისტული  ღირებულებების მქონე 80 პოლიტიკურ ძალას მთელი მსოფლიოდან.
ვრცლად ...
სტატიები არ მოიძებნა.
მეტი გაიგეთ
19:36 / 23-04-2018
დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა
18:49 / 23-04-2018
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი
18:46 / 23-04-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, ევროკავშირმა და ნატო-მ
18:42 / 23-04-2018
ახლაც კი, იმ დროს, როცა ჩვენ შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს...