კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3465
EUR
1 EUR
2.6473
RUB
100 RUB
3.5065
28-08-2015
არქივი
ირაკლი კოვზანაძე - განსაკუთრებული პრეფერენციები და "გადავსებული ბიუჯეტი" ახალ მთავრობას ნამდვილად არ ხვდება
22:38 16-10-2012
ირაკლი კოვზანაძე - განსაკუთრებული პრეფერენციები და "გადავსებული ბიუჯეტი" ახალ მთავრობას ნამდვილად არ ხვდება მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, იმაზე, თუ როგორი ბიუჯეტი და რა მდგომარეობა ხვდება ახალ მთავრობას ეკონომიკაში, საბანკო სექტორიში, ასევე იმაზე, თუ რა როლი უკავია უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს, თსუ-ის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით, მაგრამ მაინც, წარმოადგინა მისი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის გუნდი. როგორ შეაფასებდით, არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ეკონომიკური ბლოკის შემადგენლობას და იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც ახალმა მთავრობამ ამ თვალსაზრისით განახორციელა?

- ვფიქრობ, ეკონომიკური ბლოკის გუნდის შერჩევა გუნდური განსჯისა და მსჯელობის საფუძველზე განხორციელდა. მინისტრობის კანდიდატებზე ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ისინი "კინდერ სიურპრიზები" არიან. ეს ადამიანები თანამდებობებზე საკუთარი სახელით, ბიოგრაფიით, პროფესიონალიზმით მოდიან და იმედს გამოვთქვამ, რომ მათი საქმიანობის შედეგებიც თვალსაჩინო იქნება. თითოეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას უტოვებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვანო მერაბიშვილისა და ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის მტკიცებით კი, ახალ მთავრობას ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი დახვდება. თქვენ როგორ შეაფასებდით როგორც ქართული ეკონომიკის, ისე საბიუჯეტო რესურსის მდგომარეობას?

- ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას კარგად ახასიათებს მისი ადგილი მსოფლიოში – მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე მსოფლიოში მხოლოდ მეასე ადგილზე ვართ. ბევრი პარამეტრით - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვით, უმუშევრობის დონით და რიგი სხვა ინდიკატორით საქართველოს მის სახმელეთო მეზობლებთან შედარებით გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს. რაც შეეხება ბიუჯეტს, რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციები და "გადავსებული ბიუჯეტი" ახალ მთავრობას ნამდვილად არ ხვდება. - მოხსენიებული 2 მილიარდი (ალბათ ეს მონაცემები დაზუსტდება) ლარი ფაქტობრივად შეესაბამება საბიუჯეტო შემოსულობების იმ პარამეტრებს, რომლებიც გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახით დაამტკიცა.

- როგორ შეფასებდით საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობას და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის - ლარის პერსპექტივას? ხომ არაა მოსალოდნელი ლარის ინფლაცია?

- საბანკო სისტემა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და დინამიურად განვითარებადი სექტორია. იზრდება აქტივების მოცულობა, ბანკების კაპიტალიზაცია, მზარდია დეპოზიტებისა და სესხების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქთთან. ამასთან, ქვეყნის ბიზნეს-სექტორს და მოსახლეობას რეალურად აწუხებს საკრედიტო რესურსების სიძვირე.
ლარის შემოღებიდან 17 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მისი კურსის ამპლიტუდამ აშშ დოლართან ახლანდელი კურსის თითქმის სამი მეოთხედი¾ შეადგინა - მინიმალური 1.23-დან მაქსიმალურ 2.45-მდე. მაგრამ ლარი-დოლარის კურსი არ წარმოადგენს გამონაკლისს. საკმაოდ ცვალებადობით ხასიათდება თვით დოლარისა და ევროს კურსების თანაფარდობა. აღნიშნული ცვლილებების მიზეზი მაკროეკონომიკური გარემო და მსოფლიო კონიუნქტურაა. ეროვნულ ბანკს კი დღეისათვის გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ არ დაუშვას კურსის მყისიერი ვარდნა, გამორიცხოს ე.წ. "მწვანე პარასკევისა" თუ "შავი ორშაბათის" შემთხვევები, როდესაც ლარის კურსი მყისიერად რამდენიმე პუნქტით ეცემოდა..
ვფიქრობ, ცალკე შესწავლის საკითხი იქნება ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ბანკ "ქართუს" მიმართ. ცალსახა პასუხი უნდა გაეცეს ეროვნული ბანკის ქმედებების კანონიერებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელთა აღწერაც რბილად რომ ვთქვათ, სცილდება ეკონომიკური კატეგორიებით დახასიათებას. ბოლო პერიოდში ასევე გამოიკვეთა ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების წამყვანი კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები, რომელთაც ვფიქრობ ექნება სასამართლო გაგრძელებები.

- ინტერვიუს ჩაწერამდე თქვენ საუბრობდით იმაზე, თუ რა როლი უკავია უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამ თვალსაზრისით რა სურათი იკვეთება?

- საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები ყოველთვის მნიშნელოვან როლს ასრულებდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის მოსახლეობის მოხმარების, კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და საქონლისა და მომსახურების ექსპორტთან ერთად აღნიშნული ფინანსური ინექცია უზრუნველყოფდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებ სტაბილურობასაც. მარტო ბოლო 11 წელიწადში საზღვარგარეთიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა (2000 – 63.3 მლნ. აშშ დოლარი, 2011 წელს -1268.1 მლნ. აშშ დოლარი).
2012 წელს, წინასწარი მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა არანაკლებ 6 პროცენტით გადააჭარბებს წინა წლის დონეს და, სავარაუდოდ, 1.3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი იქნება. მისი როლი მარტო 2003 წლის შემდეგ ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფაში კიდევ უფრო გაიზარდა და თუ ციფრებში გამოვხატავთ, იგი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად დაახლოებით 37 პროცენტს შეადგენს (2003 წელს - დაახლოებით 19 პროცენტი). შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში "საინვესტიციო შიმშილის" ფონზე ფულადი ტრანზაქციების ზრდამ საინვესტიციო დატვირთვაც შეიძინა და გარკვეულწილად ჩაენაცვლა კიდეც უცხოურ ინვესტიციებს. ეს კონკრეტულ მონაცემებშიც ვლინდება: თუ 2003 წელს უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2,5-ჯერ ჩამორჩებოდა, 2011 წელს მას უკვე დაახლოებით 1,2-ჯერ გადააჭარბა.
თუმცა, თუ ტრანზაქციების ამგვარ ზრდას ჩვენ უფრო ფართო ასპექტით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ იგი, ხატოვნად რომ ვთქვათ, პიროსის გამარჯვების ტოლფასია. ფულადი გზავნილების ზრდას, მედალისა არ იყოს, ორი მხარე აქვს – იგი ძირითადად განპირობებულია საზღვარგარეთ ჩვენი შრომითი მიგრანტების რიცხოვნობის ზრდით. ბოლო წლებში საქართველოდან ეკონომიკური მიზეზით გასვლის ინტენსივობა, მართალია, რამდენადმე შესუსტდა, მაგრამ არ შეწყვეტილა, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა კვლავ იზრდება, თუმცა, ადრინდელივით უკვე ისე სწრაფად - აღარ.
პირდაპირი ტოლობის ნიშნის დასმა შრომითი მიგრანტების მიერ განხორციელებულ ფულად გზავნილებსა და ტრანზაქციების მთლიან მოცულობას შორის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება (ფულად გზავნილებს, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებიც, არა შრომითი მიგრანტებიც ახორციელებენ), თუმცა, კორელაცია მათ შორის საკმაოდ მაღალია. აღნიშნული ტრანზაქციების თანაფარდობა საქართველოს მოსახლეობის ფულად სახსრებთან გაიზარდა 2000 წლის 8%-დან 2011 წლის 27,6%-მდე, ანუ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების და, აქედან გამომდინარე, კეთილდღეობის დონე, უფრო მეტად ხდება დამოკიდებული გარე ფაქტორზე, ქვეყნიდან გასული პირების შრომით აქტივობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ თავად ამ ტრანზაქციების ნახევარზე მეტი ტრადიციულად რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, ჩანს, რამდენადაა დაკავშირებული ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთის ეკონომიკასა და ამ უკანასკნელში ჩვენი მიგრანტი თანამემამულეების ჩართულობის ხარისხზე.

- რამდენი ქართველი შრომითი მიგრანტი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, არსებობს ამაზე რაიმე ზუსტი მონაცემი? ან დასავლეთის სხვა ქვეყნებში?

- რუსეთში მყოფ ბევრ ჩვენს თანამემამულეს მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა და იურიდიულად ისინი უკვე "შრომითი მიგრანტები" კი არა, არამედ რუსეთის სრულფასოვანი რეზიდენტები არიან. მედიაში, პრესის ფურცლებზე მოარული ნათქვამი კი, თითქოს რუსეთში "მილიონი ქართველი იმყოფება", მხოლოდ ბელეტრისტული დატვირთვისაა და რეალობისგან საკმაოდ შორს უნდა იყოს. ცნობისათვის: რუსეთის ფედერაციაში სულ, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ორი მილიონი შრომითი მიგრანტია. ასევე რუსეთის მოსახლეობის ბოლო აღწერისას რუსეთში 5,6 მილიონმა ადამიანმა საერთოდ არ ისურვა თავისი ეროვნული (ეთნიკური) კუთვნილების გამხელა, რომელთაგან, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ ბევრი ქართველია.
ეროვნებაგაუმხელელი ქართველებიდან ერთი ნაწილი – რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მეორე კი – შრომითი მიგრანტია. თუმცა, ერთნიც და მეორენიც აქტიურად ახორციელებენ თავიანთ სამშობლოში ფულად ტრანზაქციებს. ჩვენი შეფასებით, რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 350-400 ათასამდე ქართული წარმომავლობის, საქართველოდან გასული ადამიანი იმყოფება, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ ფულად გზავნილებს საქართველოში.
შრომით მიგრანტთა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მთლიანი რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სისტემატურად ახორციელებენ ფულად ტრანზაქციებს დანარჩენი მსოფლიოდან, რუსეთის ჩათვლით, დაახლოებით 700-750 ათასს უნდა შეადგენდეს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების საინვესტიციო დატვირთვა, ჯერაც ფულადი გზავნილების რეციპიენტების დიდი ნაწილისთვის აღნიშნული სახსრები მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოეთიდან საქართველოში მყოფი ოჯახებისათვის გადმოგზავნილი ფულადი სახსრების დიდი ნაწილი საქართველოში იმპორტირებული საქონლის შესაძენად გამოიყენება. ამ მხრივ განსაკუთრებულ "პრივილეგირებულ" მდგომარეობაში თურქეთია, საინადაც იმპორტის მოცულობა უკვე აღემატება 2003 წლის საქართველოს მთლიან იმპორტს და "ბალისტიკური სიზუსტით" ემთხვევა საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მთლიან მოცულობას. საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე აშკარად იგრძნობა თურქული საქონლის მოძალება, ხოლო ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე თურქული საქონლის შეძენა უზრუნველყოფს თურქეთის ეკონომიკაში 60 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას. აქედან, დაახლოებით 35-40 ათასი სამუშაო ადგილი იმ ფულადი ტრანზაქციების "დამსახურებაა", რაც საქართველოში რუსეთიდან შემოდის. სქემატურად რომ წარმოვიდგინოთ, სასაქონლო-ფულადი ნაკადები რუსეთიდან და თურქეთიდან საქართველოსკენ შემდეგნაირად მოძრაობს: ჩვენი თანამემამულეების მიერ რუსეთში გამომუშავებული ფულადი სახსრები საქართველოში იხარჯება თურქული საქონლის შესაძენად. რა თქმა უნდა, ფულადი ტრანზაქციები საქართველოში თურქეთიდანაც ხორციელდება, თუმცა, მათი მოცულობა რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მხოლოდ 4%-ია.
შედეგად, საქართველო რჩება სხვაგან შექმნილი მატერიალური და ფინანსური რესურსების უტილიზაციის ადგილად, ხოლო ფულისა და საქონლის მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების ჯიბეების გავლით, დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და შესაბამისად, ფისკალურად აძლიერებს რუსეთსა და თურქეთს.
როგორც წესი, საქართველოდან სამუშაოს საძებნელად გასულთა დიდი ნაწილი დემოგრაფიულად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ ასაკში მყოფი პირებია (20-50 წლის ასაკში მყოფი პირები). შესაბამისად, ქვეყნას აკლდება სამუშაო ძალა, რომელიც სამშობლოში ადექვატური სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში.
შრომითი მიგრაცია - ეს ეკონომიკურთან ერთად, სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემაცაა - ათასობით გახლეჩილი ოჯახი, მშობლის (ხშირად - ორივე მშობლის) გარეშე დარჩენილი მოზარდები და ამით მათი დამძიმებული ფსიქოლოგიური ფონი.
და ბოლოს, მიგრაციის მსოფლიო ისტორია ადასტურებს, რომ მიგრანტთა ნახევარი, როგორ წესი, ვეღარ ახერხებს თავის ისტორიულ სამშობლოში უკან დაბრუნებას. შესაბამისად, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მილიონზე მეტი წასული ადამიანიდან მრავალი ასეული ათასი საქართველოს აღარასოდეს დაუბრუნდება.
ამ კუთხით, საქართველოსთვის მიგრაციით მიყენებული პირდაპირი დემოგრაფიული ზარალი მეორე მსოფლიო ომში საქართველოს დემოგრაფიულ დანაკარგებს მნიშვნელოვნად აღემატება.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
stdClass Object
(
    [id] => 217707
    [title] => ირაკლი კოვზანაძე - განსაკუთრებული პრეფერენციები და "გადავსებული ბიუჯეტი" ახალ მთავრობას ნამდვილად არ ხვდება
    [alias] => irakli-kovzanadze-gansakuthrebuli-preferenciebi-da-qgadavsebuli-biujetiq-akhal-mthavrobas-namdvilad-ar-khvdeba
    [title_alias] => 
    [introtext] => 
    [fulltext] => 
მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, იმაზე, თუ როგორი ბიუჯეტი და რა მდგომარეობა ხვდება ახალ მთავრობას ეკონომიკაში, საბანკო სექტორიში, ასევე იმაზე, თუ რა როლი უკავია უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს, თსუ-ის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა. 

[state] => -1 [sectionid] => 2 [mask] => 1 [catid] => 44 [created] => 2012-10-16 18:38:57 [created_by] => 124 [created_by_alias] => [modified] => 0000-00-00 00:00:00 [modified_by] => 0 [checked_out] => 0 [checked_out_time] => 0000-00-00 00:00:00 [publish_up] => 2012-10-16 18:38:57 [publish_down] => Never [images] => [urls] => [attribs] => big_image=../photo/000000oqtomber/irakli-kovzanaze-foto.jpg multicategory=| show_title= link_titles= show_intro= show_section= link_section= show_category= link_category= show_vote= show_author= show_create_date= show_modify_date= show_pdf_icon= show_print_icon= show_email_icon= language= keyref= readmore= [version] => 1 [parentid] => 0 [ordering] => 41 [metakey] => [metadesc] => [access] => 0 [hits] => 1718 [metadata] => robots= author= [topic_id] => 0 [author] => Maka Chaganava [usertype] => Super Administrator [category] => ინტერვიუ [section] => REPORTER [slug] => 217707:irakli-kovzanadze-gansakuthrebuli-preferenciebi-da-qgadavsebuli-biujetiq-akhal-mthavrobas-namdvilad-ar-khvdeba [catslug] => 44:interviu [groups] => Public [sec_pub] => 1 [cat_pub] => 1 [audio] => [video] => [image] => [sec_access] => 0 [cat_access] => 0 [topic_title] => [rating_count] => 0 [rating] => 0 [text] => მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, იმაზე, თუ როგორი ბიუჯეტი და რა მდგომარეობა ხვდება ახალ მთავრობას ეკონომიკაში, საბანკო სექტორიში, ასევე იმაზე, თუ რა როლი უკავია უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს, თსუ-ის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით, მაგრამ მაინც, წარმოადგინა მისი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის გუნდი. როგორ შეაფასებდით, არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ეკონომიკური ბლოკის შემადგენლობას და იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც ახალმა მთავრობამ ამ თვალსაზრისით განახორციელა?

- ვფიქრობ, ეკონომიკური ბლოკის გუნდის შერჩევა გუნდური განსჯისა და მსჯელობის საფუძველზე განხორციელდა. მინისტრობის კანდიდატებზე ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ისინი "კინდერ სიურპრიზები" არიან. ეს ადამიანები თანამდებობებზე საკუთარი სახელით, ბიოგრაფიით, პროფესიონალიზმით მოდიან და იმედს გამოვთქვამ, რომ მათი საქმიანობის შედეგებიც თვალსაჩინო იქნება. თითოეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას უტოვებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვანო მერაბიშვილისა და ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის მტკიცებით კი, ახალ მთავრობას ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი დახვდება. თქვენ როგორ შეაფასებდით როგორც ქართული ეკონომიკის, ისე საბიუჯეტო რესურსის მდგომარეობას?

- ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას კარგად ახასიათებს მისი ადგილი მსოფლიოში – მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე მსოფლიოში მხოლოდ მეასე ადგილზე ვართ. ბევრი პარამეტრით - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვით, უმუშევრობის დონით და რიგი სხვა ინდიკატორით საქართველოს მის სახმელეთო მეზობლებთან შედარებით გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს. რაც შეეხება ბიუჯეტს, რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციები და "გადავსებული ბიუჯეტი" ახალ მთავრობას ნამდვილად არ ხვდება. - მოხსენიებული 2 მილიარდი (ალბათ ეს მონაცემები დაზუსტდება) ლარი ფაქტობრივად შეესაბამება საბიუჯეტო შემოსულობების იმ პარამეტრებს, რომლებიც გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახით დაამტკიცა.

- როგორ შეფასებდით საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობას და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის - ლარის პერსპექტივას? ხომ არაა მოსალოდნელი ლარის ინფლაცია?

- საბანკო სისტემა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და დინამიურად განვითარებადი სექტორია. იზრდება აქტივების მოცულობა, ბანკების კაპიტალიზაცია, მზარდია დეპოზიტებისა და სესხების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქთთან. ამასთან, ქვეყნის ბიზნეს-სექტორს და მოსახლეობას რეალურად აწუხებს საკრედიტო რესურსების სიძვირე.
ლარის შემოღებიდან 17 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მისი კურსის ამპლიტუდამ აშშ დოლართან ახლანდელი კურსის თითქმის სამი მეოთხედი¾ შეადგინა - მინიმალური 1.23-დან მაქსიმალურ 2.45-მდე. მაგრამ ლარი-დოლარის კურსი არ წარმოადგენს გამონაკლისს. საკმაოდ ცვალებადობით ხასიათდება თვით დოლარისა და ევროს კურსების თანაფარდობა. აღნიშნული ცვლილებების მიზეზი მაკროეკონომიკური გარემო და მსოფლიო კონიუნქტურაა. ეროვნულ ბანკს კი დღეისათვის გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ არ დაუშვას კურსის მყისიერი ვარდნა, გამორიცხოს ე.წ. "მწვანე პარასკევისა" თუ "შავი ორშაბათის" შემთხვევები, როდესაც ლარის კურსი მყისიერად რამდენიმე პუნქტით ეცემოდა..
ვფიქრობ, ცალკე შესწავლის საკითხი იქნება ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ბანკ "ქართუს" მიმართ. ცალსახა პასუხი უნდა გაეცეს ეროვნული ბანკის ქმედებების კანონიერებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელთა აღწერაც რბილად რომ ვთქვათ, სცილდება ეკონომიკური კატეგორიებით დახასიათებას. ბოლო პერიოდში ასევე გამოიკვეთა ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების წამყვანი კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები, რომელთაც ვფიქრობ ექნება სასამართლო გაგრძელებები.

- ინტერვიუს ჩაწერამდე თქვენ საუბრობდით იმაზე, თუ რა როლი უკავია უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამ თვალსაზრისით რა სურათი იკვეთება?

- საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები ყოველთვის მნიშნელოვან როლს ასრულებდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის მოსახლეობის მოხმარების, კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და საქონლისა და მომსახურების ექსპორტთან ერთად აღნიშნული ფინანსური ინექცია უზრუნველყოფდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებ სტაბილურობასაც. მარტო ბოლო 11 წელიწადში საზღვარგარეთიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა (2000 – 63.3 მლნ. აშშ დოლარი, 2011 წელს -1268.1 მლნ. აშშ დოლარი).
2012 წელს, წინასწარი მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა არანაკლებ 6 პროცენტით გადააჭარბებს წინა წლის დონეს და, სავარაუდოდ, 1.3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი იქნება. მისი როლი მარტო 2003 წლის შემდეგ ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფაში კიდევ უფრო გაიზარდა და თუ ციფრებში გამოვხატავთ, იგი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად დაახლოებით 37 პროცენტს შეადგენს (2003 წელს - დაახლოებით 19 პროცენტი). შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში "საინვესტიციო შიმშილის" ფონზე ფულადი ტრანზაქციების ზრდამ საინვესტიციო დატვირთვაც შეიძინა და გარკვეულწილად ჩაენაცვლა კიდეც უცხოურ ინვესტიციებს. ეს კონკრეტულ მონაცემებშიც ვლინდება: თუ 2003 წელს უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2,5-ჯერ ჩამორჩებოდა, 2011 წელს მას უკვე დაახლოებით 1,2-ჯერ გადააჭარბა.
თუმცა, თუ ტრანზაქციების ამგვარ ზრდას ჩვენ უფრო ფართო ასპექტით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ იგი, ხატოვნად რომ ვთქვათ, პიროსის გამარჯვების ტოლფასია. ფულადი გზავნილების ზრდას, მედალისა არ იყოს, ორი მხარე აქვს – იგი ძირითადად განპირობებულია საზღვარგარეთ ჩვენი შრომითი მიგრანტების რიცხოვნობის ზრდით. ბოლო წლებში საქართველოდან ეკონომიკური მიზეზით გასვლის ინტენსივობა, მართალია, რამდენადმე შესუსტდა, მაგრამ არ შეწყვეტილა, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა კვლავ იზრდება, თუმცა, ადრინდელივით უკვე ისე სწრაფად - აღარ.
პირდაპირი ტოლობის ნიშნის დასმა შრომითი მიგრანტების მიერ განხორციელებულ ფულად გზავნილებსა და ტრანზაქციების მთლიან მოცულობას შორის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება (ფულად გზავნილებს, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებიც, არა შრომითი მიგრანტებიც ახორციელებენ), თუმცა, კორელაცია მათ შორის საკმაოდ მაღალია. აღნიშნული ტრანზაქციების თანაფარდობა საქართველოს მოსახლეობის ფულად სახსრებთან გაიზარდა 2000 წლის 8%-დან 2011 წლის 27,6%-მდე, ანუ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების და, აქედან გამომდინარე, კეთილდღეობის დონე, უფრო მეტად ხდება დამოკიდებული გარე ფაქტორზე, ქვეყნიდან გასული პირების შრომით აქტივობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ თავად ამ ტრანზაქციების ნახევარზე მეტი ტრადიციულად რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, ჩანს, რამდენადაა დაკავშირებული ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთის ეკონომიკასა და ამ უკანასკნელში ჩვენი მიგრანტი თანამემამულეების ჩართულობის ხარისხზე.

- რამდენი ქართველი შრომითი მიგრანტი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, არსებობს ამაზე რაიმე ზუსტი მონაცემი? ან დასავლეთის სხვა ქვეყნებში?

- რუსეთში მყოფ ბევრ ჩვენს თანამემამულეს მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა და იურიდიულად ისინი უკვე "შრომითი მიგრანტები" კი არა, არამედ რუსეთის სრულფასოვანი რეზიდენტები არიან. მედიაში, პრესის ფურცლებზე მოარული ნათქვამი კი, თითქოს რუსეთში "მილიონი ქართველი იმყოფება", მხოლოდ ბელეტრისტული დატვირთვისაა და რეალობისგან საკმაოდ შორს უნდა იყოს. ცნობისათვის: რუსეთის ფედერაციაში სულ, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ორი მილიონი შრომითი მიგრანტია. ასევე რუსეთის მოსახლეობის ბოლო აღწერისას რუსეთში 5,6 მილიონმა ადამიანმა საერთოდ არ ისურვა თავისი ეროვნული (ეთნიკური) კუთვნილების გამხელა, რომელთაგან, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ ბევრი ქართველია.
ეროვნებაგაუმხელელი ქართველებიდან ერთი ნაწილი – რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მეორე კი – შრომითი მიგრანტია. თუმცა, ერთნიც და მეორენიც აქტიურად ახორციელებენ თავიანთ სამშობლოში ფულად ტრანზაქციებს. ჩვენი შეფასებით, რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 350-400 ათასამდე ქართული წარმომავლობის, საქართველოდან გასული ადამიანი იმყოფება, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ ფულად გზავნილებს საქართველოში.
შრომით მიგრანტთა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მთლიანი რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სისტემატურად ახორციელებენ ფულად ტრანზაქციებს დანარჩენი მსოფლიოდან, რუსეთის ჩათვლით, დაახლოებით 700-750 ათასს უნდა შეადგენდეს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების საინვესტიციო დატვირთვა, ჯერაც ფულადი გზავნილების რეციპიენტების დიდი ნაწილისთვის აღნიშნული სახსრები მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოეთიდან საქართველოში მყოფი ოჯახებისათვის გადმოგზავნილი ფულადი სახსრების დიდი ნაწილი საქართველოში იმპორტირებული საქონლის შესაძენად გამოიყენება. ამ მხრივ განსაკუთრებულ "პრივილეგირებულ" მდგომარეობაში თურქეთია, საინადაც იმპორტის მოცულობა უკვე აღემატება 2003 წლის საქართველოს მთლიან იმპორტს და "ბალისტიკური სიზუსტით" ემთხვევა საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მთლიან მოცულობას. საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე აშკარად იგრძნობა თურქული საქონლის მოძალება, ხოლო ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე თურქული საქონლის შეძენა უზრუნველყოფს თურქეთის ეკონომიკაში 60 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას. აქედან, დაახლოებით 35-40 ათასი სამუშაო ადგილი იმ ფულადი ტრანზაქციების "დამსახურებაა", რაც საქართველოში რუსეთიდან შემოდის. სქემატურად რომ წარმოვიდგინოთ, სასაქონლო-ფულადი ნაკადები რუსეთიდან და თურქეთიდან საქართველოსკენ შემდეგნაირად მოძრაობს: ჩვენი თანამემამულეების მიერ რუსეთში გამომუშავებული ფულადი სახსრები საქართველოში იხარჯება თურქული საქონლის შესაძენად. რა თქმა უნდა, ფულადი ტრანზაქციები საქართველოში თურქეთიდანაც ხორციელდება, თუმცა, მათი მოცულობა რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მხოლოდ 4%-ია.
შედეგად, საქართველო რჩება სხვაგან შექმნილი მატერიალური და ფინანსური რესურსების უტილიზაციის ადგილად, ხოლო ფულისა და საქონლის მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების ჯიბეების გავლით, დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და შესაბამისად, ფისკალურად აძლიერებს რუსეთსა და თურქეთს.
როგორც წესი, საქართველოდან სამუშაოს საძებნელად გასულთა დიდი ნაწილი დემოგრაფიულად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ ასაკში მყოფი პირებია (20-50 წლის ასაკში მყოფი პირები). შესაბამისად, ქვეყნას აკლდება სამუშაო ძალა, რომელიც სამშობლოში ადექვატური სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში.
შრომითი მიგრაცია - ეს ეკონომიკურთან ერთად, სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემაცაა - ათასობით გახლეჩილი ოჯახი, მშობლის (ხშირად - ორივე მშობლის) გარეშე დარჩენილი მოზარდები და ამით მათი დამძიმებული ფსიქოლოგიური ფონი.
და ბოლოს, მიგრაციის მსოფლიო ისტორია ადასტურებს, რომ მიგრანტთა ნახევარი, როგორ წესი, ვეღარ ახერხებს თავის ისტორიულ სამშობლოში უკან დაბრუნებას. შესაბამისად, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მილიონზე მეტი წასული ადამიანიდან მრავალი ასეული ათასი საქართველოს აღარასოდეს დაუბრუნდება.
ამ კუთხით, საქართველოსთვის მიგრაციით მიყენებული პირდაპირი დემოგრაფიული ზარალი მეორე მსოფლიო ომში საქართველოს დემოგრაფიულ დანაკარგებს მნიშვნელოვნად აღემატება.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
[parameters] => JParameter Object ( [_raw] => show_noauth=0 show_title=1 link_titles=1 show_intro=1 archivelimit=5 archivename=არქივის სხვა სტატიები archivecatname=ამ კატეგორიის არქივი notfoundtext=სტატიები არ მოიძებნა. show_section=0 link_section=0 show_category=1 link_category=1 show_author=0 show_create_date=1 show_modify_date=0 show_item_navigation=0 show_readmore=1 show_vote=0 show_icons=1 show_pdf_icon=0 show_print_icon=1 show_email_icon=0 show_hits=0 feed_summary=0 filter_tags= filter_attritbutes= archcats=39|6|10|9|13|5|7|12|11|8|14|82 archtoday=0 hour=09:00 autoarchive=1 autoarchivereset=1 [_xml] => [_elements] => Array ( ) [_elementPath] => Array ( [0] => /var/www/html/ge/libraries/joomla/html/parameter/element ) [_defaultNameSpace] => _default [_registry] => Array ( [_default] => Array ( [data] => stdClass Object ( [show_noauth] => 0 [show_title] => 1 [link_titles] => 1 [show_intro] => 0 [archivelimit] => 5 [archivename] => არქივის სხვა სტატიები [archivecatname] => ამ კატეგორიის არქივი [notfoundtext] => სტატიები არ მოიძებნა. [show_section] => 0 [link_section] => 0 [show_category] => 1 [link_category] => 1 [show_author] => 0 [show_create_date] => 1 [show_modify_date] => 0 [show_item_navigation] => 0 [show_readmore] => 1 [show_vote] => 0 [show_icons] => 1 [show_pdf_icon] => 0 [show_print_icon] => 1 [show_email_icon] => 0 [show_hits] => 0 [feed_summary] => 0 [filter_tags] => [filter_attritbutes] => [archcats] => Array ( [0] => 39 [1] => 6 [2] => 10 [3] => 9 [4] => 13 [5] => 5 [6] => 7 [7] => 12 [8] => 11 [9] => 8 [10] => 14 [11] => 82 ) [archtoday] => 0 [hour] => 09:00 [autoarchive] => 1 [autoarchivereset] => 1 [show_description] => 0 [num_desc_words] => 10 [show_description_image] => 0 [num_leading_articles] => 0 [num_intro_articles] => 15 [num_columns] => 1 [num_links] => 0 [anable_ads] => 0 [zone] => 13 [url] => http://v.ambebi.ge [advertpos] => 0 [advertstatus] => 0 [oadvertpos] => 0 [oadvertstatus] => 0 [orderby_sec] => rdate [multi_column_order] => 0 [show_pagination] => 2 [show_pagination_results] => 0 [show_feed_link] => 0 [show_page_title] => 1 [menu_image] => -1 [secure] => 0 [page_title] => ინტერვიუ [page_description] => საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო სააგენტო - ინტერპრესნიუსი,ახალი ამბები, საქართველო და მსოფლიო, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სამართალი, ინფორმაცია რეგიონებიდან, ექსკლუზივი, ფოტო-ვიდეო სიახლეები [big_image] => ../photo/000000oqtomber/irakli-kovzanaze-foto.jpg [multicategory] => Array ( [0] => [1] => ) [popup] => 0 ) ) ) [_errors] => Array ( ) ) [readmore_link] => /ge/interviu/217707-irakli-kovzanadze-gansakuthrebuli-preferenciebi-da-qgadavsebuli-biujetiq-akhal-mthavrobas-namdvilad-ar-khvdeba.html [event] => stdClass Object ( [afterDisplayTitle] => [beforeDisplayContent] => [afterDisplayContent] => ) )
მასალის გამოყენების პირობები
ძალიან სასწრაფოდ და ძალიან იაფად!
სასწრაფოდ!!! ქირავდება 1 ოთახიანი ბინა
დღიურად ქირავდება, მყუდრო, კომფორტული ბინა
სასწრაფოდ გირავდება 3 ოთახიანი ბინა