არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
არმაზ ახვლედიანი - „ოცნებამ“ იმაზე გაცილებთ დიდი ლუკმა გადაყლაპა, ვიდრე მონელება შეუძლია
11:18 20-02-2017
არმაზ ახვლედიანი - „ოცნებამ“ იმაზე გაცილებთ დიდი ლუკმა გადაყლაპა, ვიდრე მონელება შეუძლია საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დორექტორს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, შემდგომ ამავე განცხადებების არაერთგზის კორექტირებამ და ამავე თემებზე საჯარო სივრცეში განხილვებმა დაგვანახა, რომ საპატრიარქოში რეალობა იმაზე რთულია, ვიდრე ჩანდა. გაუგებარია, ვიდრე გამოძიება არ იყო დასრულდებული ვის აწყობდა დეკანოზ მამალაძის დამნაშავედ, ანაც მსხვერპლად წარმოჩენა? ნებსით თუ უნებლიეთ რატომ აღმოჩნდა ჩართული ამ პროცესში ხელისუფლება? ხელისუფლება მომხდარს თითქოს არ იმჩნევს, რაც ვითარებას კიდევ უფრო აბუნდოვანებს. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა ეკლესიასთან დაკავშირებით როგორც პატრიაქმა ბრძანა ”მოვლენების უცნაურად განვითარება”? თქვენ რას იტყოდით იმ პასუხგაუცემელ კითხვებზე, რომლებიც უკანასკნელ დღეებში ხშირად ისმის?
- საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესი, ისევე როგორც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული სხვა არაერთი ანომალიური სიმპტომი, მკაფიოდ ადასტურებს იმ დაავადების უკიდურეს სიმწვავეს, დღევანდელ ხელისუფლებას წლებია რომ სჭირს და ქრონიკული ხასიათი გასული უსამართლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ მიიღო.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური განცხადებებით უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და საზოგადოება უკიდურესად შეაშფოთა და დააბნია

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმემ არაერთი უხერხულობა გამოამზეურა: ნათლად გამოჩნდა „ოცნების“ რეალური დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ. გამოძიება და საბოლოოდ სასამართლო, იმედია, დაადგენს სიმართლეს.
თუმცა, უკვე აშკარაა ის პოლიტიკური ქვეტექსტები, ამ უცნაურ საქმეს რომ ახლავს. იმისათვის, რომ საკუთარი უნიათობა და ვინ იცის, ბრალეულობაც გადაეფარათ, ხელისუფლების პირველმა პირებმა ქულების ჩაწერა და მოჩვენებითი ერთგულების დამტკიცება სცადეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური განცხადებებით უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და საზოგადოება უკიდურესად შეაშფოთა და დააბნია.
- ფაქტია, რომ უკვე მომხდარზე განმარტებების გაკეთება მოუწევს როგორც პროკურატურას, ისე ხელისუფლებას და ეკლესიას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით ოპოზიცია პროკურორ ირაკლი შოთაძის გადაყენებას მოითხოვს, განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შედეგებზე საუბარი ახლა უპრიანიც კია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ისტორია ისე, რომ მისმა სავარაუდო პოლიტიკურმა შედეგებმა ქვეყანაში სტაბილურობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს?
- ამ სამწუხარო ფაქტმა ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჩრდილი მიადგა ჩვენს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. დარწმუნებული ვარ, მავანთა მზაკვრობა უკუშედეგს გამოიღებს და ეკლესიისა და უწმინდესი პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდება.
არ მგონია, რომ პროკურატურამ შეძლოს საქმის ობიექტურად გამოძიება მაშინ, როცა ის, ფაქტობრივად, ხელისუფლების შეკვეთას ასრულებს და ნდობა აქვს დაკარგული.
არ მგონია, რომ პროკურატურამ შეძლოს საქმის ობიექტურად გამოძიება მაშინ, როცა ის, ფაქტობრივად, ხელისუფლების შეკვეთას ასრულებს და ნდობა აქვს დაკარგული
მომხდარით ხელისუფლების ისედაც შელახული იმიჯი ძალიან დაზიანდა. არადემოკრატიული მმართველობით გამოწვეული ჩავარდნები მომავალშიც არაერთხელ მძიმედ დააზარალებს „ოცნებას“, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ შეარყიოს კიდეც მისი მმართველობა და ეს ნაბიჯები მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდეს.
მჯერა, საპატრიარქოშიც სწორი დასკვნები გაკეთდება და მოგვარდება არაერთი პრობლემა, რომელმაც იქ თავი იჩინა.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მოუწევს თავისი საქმიანობის გადახედვა. ბევრი ასევე საუბრობს სახელმწიფოსა და საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის გადახედვის აუცილებლობაზე. თქვენი დაკვირვებით შეძლებს საპატრიარქო ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობაში კორექტივების შეტანას? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კონკორდატის გადახედვის პროცედურა დაიწყოს?
- ჩემთვის დიდი პატივი იყო ე.წ. კონკორდატის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში ყოფნა. ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, ვინც ამ ისტორიული ხელშეკრულების ხელყოფას შეეცდება, მძიმედ დაასრულებს.
„ოცნებამ“ ხელი უნდა აიღოს იმ ფარული გეგმისგან, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მიერ შემუშავდა და ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას, მის დისკრედიტაციას, ლოიალური პირების მფარველობას, ხოლო დამოუკიდებელ, გავლენიან მაღალ სასულიერო იერარქებზე ზეწოლას ითვალისწინებს.
- არჩევნების დასრულებიდან ხუთი თვეა გასული. როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დინამიკას... იმ თავისებურებებს, რომლითაც ხასიათდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული პოლიტიკა?
- საპარლამენტო არჩევნების შედეგი - საკონსტიტუციო უმრავლესობა - „ოცნებისთვის“ ესოდენ სანუკვარი, ფაქტობრივად, მისთვის განაჩენი აღმოჩნდა. გავიმეორებ არჩევნების დასრულების მეორე დღეს ჩემსავე ნათქვამს - „ოცნებამ“ იმაზე გაცილებთ დიდი ლუკმა გადაყლაპა, ვიდრე მონელება შეუძლია. ამ სიხარბეს არაერთი ხელისუფლება გადაუყოლებია და, სამწუხაროდ, ქვეყანაც გვარიანად დაუზარალებია. რა დასანანია, რომ ახლაც იგივე ხდება.
გამოიკვეთა სავალალო მიზეზ-შედეგობრივი ტენდენცია: რაკი ”ოცნება,” როგორც პოლიტიკური ძალა, ვერ შედგა, დარჩა ჩაკეტილ, არადემოკრატიულ, ხალხისაგან გაუცხოებულ, ძირითადად მორჩილი, დანიშნული პოლიტიკოსების ჯგუფად. ამან საზოგადოებაში მისადმი ნდობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიც შექმნა.
„ოცნებამ“ ხელი უნდა აიღოს იმ ფარული გეგმისგან,რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მიერ შემუშავდა და ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას, მის დისკრედიტაციას, ლოიალური პირების მფარველობას, ხოლო დამოუკიდებელ, გავლენიან მაღალ სასულიერო იერარქებზე ზეწოლას ითვალისწინებს

ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილების მიმღებნი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სრულიად არაგონივრულ, მცდარ ნაბიჯებს დგამენ - სახელმწიფოებრიობის გარანტ, ფუნდამენტურ ინსტიტუტებზე - სასამართლო, თვითმმართველობა, მედია, ეკლესია, ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი,- უკანონო გავლენების მოპოვებას ცდილობენ.
- დაახლოებით 10 დღის წინ როცა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა - ”დღევანდელი მოვლენები ავადსახსენებელ 2006-2007 წლებს ემსგავსება”, ბევრს უცნაურადაც კი მოეჩვენა. უკანასკნელ დღეებში მოვლენათა განვითარებამ მართლაც დაგვანახა დღევანდელობის გარკვეული მსგავსება 2006-2007 წლებთან. თქვენი აზრით, რით ემსგავსება 2017 წელი 2006-2007 წლებს და რატომ?
- „ოცნების“ მთავარი შეცდომა ისაა, რომ მან ვერ გაიაზრა წარსულის შეცდომები. უფრო მეტიც, თავად დაადგა ამ მეტად სახიფათო გზას. უპირველესი შეცდომა „ოცნების“ არადემოკრატიულობაა.
აქედან გამომდინარეობს და ამით საზრდოობს ყველა სხვა ხარვეზი, რომელთა ჯამი უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მინდა დავიჯერო, რომ „ოცნებაში“ არის პროგრესულად, დემოკრატიულად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებათა მცირე ჯგუფი, რომელიც დასძლევს კონიუნქტურას, ვიწრო პარტიულ ინტერესებს და უარს იტყვის ამ ჩაკეტილ წრეში ყოფნაზე.
”ოცნება,” როგორც პოლიტიკური ძალა, ვერ შედგა, დარჩა ჩაკეტილ, არადემოკრატიულ, ხალხისაგან გაუცხოებულ, ძირითადად მორჩილი, დანიშნული პოლიტიკოსების ჯგუფად

- პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის დაკვირვებით„ოცნება „ და „ნაციონალები“ ერთმანეთის უხეშ შეცდომას ელიან, რომ ინიციატივა ხელთ იგდონ და წინ გაიჭრან”. თქვენი დაკვირვებითაც ასეა? რა ტიპის შეცდომა შეიძლება დაუშვას ოპოზიციამ? და როგორი შეცდომა არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ რომ ქვეყანაში შეუძლებელი გახდეს მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარება?
- ოპოზიციის სავალალო შეცდომების შედეგები სახეზეა. გადაწყვეტილების მიმღებებმა საკმაოდ ოსტატურად კი არიეს ოპოზიციური ველი და, ერთი შეხედვით, ამით სრულიად კომფორტული გარემო შეიქმნეს. თუმცა, ვერ გათვალეს ის, რომ ამ ველის ფაქტობრივი განადგურებით თავი დაიყენეს ყველაზე მტკიცე და პრაქტიკულად შეუცდომელი ოპონენტის - საზოგადოების პირისპირ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ასეთი ტრაგიკული შედეგი შავ-თეთრი პოლიტიკური ფერების ფონზე მივიღეთ. თუმცა ამან, როგორც ვთქვით, ”ოცნება,” ფაქტობრივად, მკვდრადშობილად აქცია. ვითარებაში, როცა პრემიერი ნომინალურია, პოლიტიკური გუნდი კი - უსუსური და მართვადი, უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის უკიდურესად დაძაბვას და სახიფათო შეცდომების ახალ კასკადს.
ვითარებაში, როცა პრემიერი ნომინალურია, პოლიტიკური გუნდი კი - უსუსური და მართვადი, უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის უკიდურესად დაძაბვას და სახიფათო შეცდომების ახალ კასკადს

„ნაციონალებმა” და მათმა მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა ”რუსთავი-2”-ის დასაცავად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. წინა ხელისუფლებას ”იმედის” დარბევა და უამრავი ტელევიზიების დახურვა კი ედება ბრალად, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მისი წინამორბედის შეცდომები გაიმეოროს. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 თებერვლის აქციას? რისი ნიშანი იყო იგი ერთი მხრივ აქციის ორგანიზატორებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის?
- „რუსთავი 2-ს“ ხელში ჩაგდებით ხელისუფლება საბოლოოდ ასამარებს ისედაც მდორე დემოკრატიულ პროცესს. ეს იქნება საბედისწერო შეცდომა. აქციამ დაადასტურა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაუშვებს ამას არც ახლა და არც მომავალში. ხელისუფლებას მოუწევს ამის გათვალისწინება. სხვა შემთხვევაში იგი შეიძლება გადაჰყვეს ამ აღვირახსნილობას.
- რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ”ნაციონალები” რევოლუციისთვის ემზადებიან?
- უსამართლო და არადემოკრატიული „ოცნების“ ფონზე, რა გასაკვირია, რომ საკუთარი შავბნელი წარსულის მიუხედავად, წინა ხელისუფლება, რომელიც ახლა ცდილობს განახლებას, ფიქრობდეს ძალაუფლების დაბრუნებაზე.
დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ”ნაცმოძრაობის” შესაძლო რევანშისტული ფიქრები კი არა, ”ოცნების” უგუნური პოლიტიკაა

დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ”ნაცმოძრაობის” შესაძლო რევანშისტული ფიქრები კი არა, ”ოცნების” უგუნური პოლიტიკაა.
- აქტუალურ თემად რჩება საზმაუზე მიმდინარე პროცესები. არავინ დავობს, რომ საზმაუ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საზმაუწყებლისთვის მთავარია იდეაა და არა რეიტინგები. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საზმაუში ხდება? იმას, რომ საზმაუზე ბევრი ისეთი გადაცემა დაიხურა, ან დაიხურება, რომლებიც საზოგადოებას მეტ ინფორმაციას აწვდიდა ქვეყნის ევროპული და ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ?
- ხელები შორს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან! ის რომ გარდაქმნას საჭიროებს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამ ცვლილებების ნიღაბქვეშ ხელისუფლებისთვის მორჩილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები