არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მივცეთ პატრიარქს დრო, გაერკვეს სიტუაციაში რომელიც გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე მხოლოდ მამა გიორგის საქმე
16:53 24-02-2017
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მივცეთ პატრიარქს დრო, გაერკვეს სიტუაციაში რომელიც გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე მხოლოდ მამა გიორგის საქმე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მკვლევარ-დამკვირვებელთა ჯგუფის განმარტებით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ეკონომიკის სფეროში დღემდე 10 ნაბიჯი გადადგა. მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება - ლარიზაციის პოლიტიკა, კორპორატიული საგადასახადო მოდელის შემოღება, აქციზის გადასახადის ზრდა, საგარეო ფონდების მობილიზება ინფრასტრუქტურისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის ბიუჯეტის შემცირება, ონლაინ აზარტული თამაშებისთვის ახალი რეგულაციების შემოღება, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ძალაში 2017 წელს შევა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეროვნული სტრატეგია სოფლის განვითარებისათვის 2017-2020 წლებში. თქვენი დაკვირვებით, რეალობაში როგორ მუშაობს ეკონომიკის განვითარებისთვის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები? რომელ მათგანზე შეიძლება ითქვას, რომ უკვეა წარმატებულად გადადგმული ნაბიჯი, რომელ მათგანს შეიძლება ჰქონდეს განვითარების კარგი პერსპექტივა?
- ჯერ რაიმე სერიოზული დასკვნის გაკეთება ნაადრევია. ეკონომიკა მართლაც ლატარია ან ტოტალიზატორი არ არის, რომ მყისიერი შედეგი გამოიღოს. ასე რომ, დაველოდოთ სულ მცირე ნახავარი წელიწადის გავლას, რომ დაფიქრებული და პროფესიული დაკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცეს.
მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში რამდენიმე წინააღმდეგობას ვხედავ. რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ბიზნესის ხელშეწყობა, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფა და ამავდროულად, ენერგომატარებლებზე სააქციზო გადასახადის გაზრდა?

ეხლა კი მინდა ამ პრობლემას ოდნავ განსხვავებული თვალით შევხედო. რამდენად სინერგიული და ერთმანეთთან შეთავსებადია მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები? მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში რამდენიმე წინააღმდეგობას ვხედავ. მაგალითად, რამდენად შეთავსებადია ერთმანეთთან ბიზნესის ხელშეწყობა, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, ენერგომატარებლებზე სააქციზო გადასახადის გაზრდა. ასეთი ღონისძიება ან გააბათილებს მოგების გადასახადის სტრუქტურის შეცვლიდან მიღებულ შეღავათებს ან კიდევ, სამომხმარებლო ფასების ზრდის შემთხვევაში, რის ტენდენციასაც უკვე ვხედავთ, მძიმე ლოდად დააწვება მოსახლეობას.
გავიმეორებ ერთხელაც, რომ ლარიზაციის პროგრამა მომწონს, რისი მიზეზებიც თქვენთან ინტერვიუებში უკვე არაერთხელ გავაჟღერე. უნდა ითქვას, რომ ლარიზაციის პროგრამა უკვე გავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე.
- თქვენი აზრით, მკვლევარ-დამკვირვებლებს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში გადადგმული ნაბიჯებიდან რა გამორჩათ და სავარაუდოდ, რატომ?
- საქართველო უცნაური ქვეყანაა: დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ჩვენი სამშობლო ვითარდებოდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ან, თუ გნებავთ, ჩარჩო პროგრამის გარეშე. ერთადერთი ასეთი სტრატეგია, რომელიც მსოფლიო ბანკის ქოლგის ქვეშ და მისი დაფინანსებით შემუშავდა, იყო სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომელიც 2003 წლის გაზაფხულზე საზეიმოდ დამტკიცდა მთავრობის სხდომაზე და ვარდების რევოლუციის შემდეგ დავიწყებას მიეცა.
ლარიზაციის პროგრამა უკვე გავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე

ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, რა ქვეყანას ვაშენებთ - ევროპისკენ ლტოლვა და ევროპული ფასეულობების გაზიარება ამ შემთხვევაში არაფრის მთქმელია, ვინაიდან პრაქტიკულად სოციალ-დემოკრატიული სკანდინავიის ქვეყნებიც და ულტრალიბერალური გაერთიანებული სამეფოც ხომ ევროპაა?! დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობაშიც შედიან როგორც ნეოლიბერალური, ასევე სოციალურ-დემოკრატიული სულისკვეთების ადამიანები.
ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, თუნდაც რეფერენდუმისა ან პლებისციტის გზით, რისი აშენება გვინდა და რამდენ ხანში. შემდეგ დავსახოთ მიზნის მისაღწევი გზები, შევიმუშავოთ პროგრამა და წარმატებით განვახორციელოთ იგი. სხვანაირად ისევ განმეორდება მანკიერი პრაქტიკა - ყოველი ახალი სამთავრობო ადმინისტრაცია ტოტალურად გადაუსვამს ხაზს წინა მთავრობის საქმიანობას და პრაქტიკულად ყველაფერს ნულიდან იწყებს. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ბატონებო! თუ ჩვენ ადმინისტრაციების მემკვდრეობითობას არ ვაღიარებთ, დავანგრევთ ქვეყანას.
მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმია. 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევქმენით „თეთრ საყელოთა“ სოციალური ფენა, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა მთავრობა კადრებს არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით არჩევს. ინტელიგენციის უგულებელყოფის პოლიტიკა გამოუთქმელად, მაგრამ რეალურად გრძელდება. საქართველოს კი არა აქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ერთი ადამიანის გამოცდილება ქვეყნის სასიკეთოდ არ გამოიყენოს. ასე რომ, მანკიერი პრაქტიკიდან ევროპულ გამოცდილებას უნდა დავუბრუნდეთ.
ყველა მთავრობა კადრებს არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით არჩევს. ინტელიგენციის უგულებელყოფის პოლიტიკა რეალურად გრძელდება
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა, ფრაიბურგისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორმა და მეცნიერ-თანამშრომელმა ბიძინა ლებანიძემ, რომლის მონაწილეობითაც მომზადდა არჩევნების შემდეგ 100 დღეში ხელისუფლების მიერ სხვადასხვა სფეროში გადადგმული ნაბიჯების კვლევა, ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა - ”საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავრობა ან შეძლებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ან მოუწევს სოციალური პროგრამების საგრძნობი შეკვეცა”. თქვენი დაკვირვებით, ჩვენში და ჩვენს ირგვლივ გართულებული პოლიტიკური და გარკვეულ წილად ეკონომიკური ვითარების პირობებში მთავრობას შანსები აქვს იმისათვის, რომ დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა და არ მოუწიოს სოციალური პროგრამების შემცირება, რაც საზოგადოების ყოფასა და განწყობებზე უარყოფითად აისახება?
- ნუ ვიმარჩიელებთ, ვნახოთ, როგორ განვითარდენა მოვლენები. მთავრობა ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ქვეყნის განვითარება უზრუნველყოს. თუ ამას ვერ შეძლებს, ესე იგი მთავრობა არ ვარგა.
ქვეყანაში უაღრესად დაძაბული სოციალური რეალობის ფონზე სოციალური პროგრამების შეკვეცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თორემ ისევ მივიღებთ გახლეჩილ, დაპირისპირებულ და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ საზოგადოებას, სადაც იქნებიან მდიდრები და ღარიბები, ხოლო საშუალო კლასი არ იარსებებს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
ქვეყანაში უაღრესად დაძაბული სოციალური რეალობის ფონზე სოციალური პროგრამების შეკვეცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯერ კიდევ 1719 წელს, თავისი გენიალური რომანის „რობინზონ კრუზოს“ შესავალში, დანიელ დეფომ ჰიმნი უმღერა საშუალო კლასს და დაამტკიცა, რომ ზუსტად მის მხრებზე დაყრდნობით იფურჩქნება ქვეყნის სიდიადე. ეს კანონზომიერება დღესაც ძალაშია. ამიტომ, მთავრობას ვურჩევდი მიეფეროს და პატივი სცეს ინტელექტუალებსა და პროფესიონალებს, ხოლო კულტურის მინისტრს - უარი აღარ თქვას ჩვენს წარჩინებულ მოღვაწეებთან შეხვედრაზე.
- ფაქტია, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება მთავრობის უპირველესი ამოცანაა. თქვენ კიდევ რა სფეროებში ურჩევდით მთავრობას კონკრეტული და უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმას?
- ამაზე ხომ არაერთხელ გვისაუბრია. მოკლედ გავიმეორებ, რომ ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მწარმოებლური ეკონომიკის აღორძინების გარეშე შეუძლებელია. პოსტინდუსტრიული საზოგადოება სოციალისტური საზოგადოების ნანგრევებზე ვერ აშენდება და საქართველო მხოლოდ ენერგეტიკაზე, მაღალ ტექნოლოგიებსა და ტურიზმზე დაყრდნომით ვერ განვითარდება.
ეკონომიკის ყველა დარგმა ქვეყნის განვითარებაში თავისი, ზუსტად დადგენილი წვლილი უნდა შეიტანოს. ამაზე საათობით შემიძლია საუბარი. ერთხელ, როცა მოგესურვებათ, ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. უნდა დავძინო, რომ, როგორც მეჩვენება, მთავრობა ამ მარტივ ჭეშმარიტებას თავის ქმედებებსა და გეგმებში არ ითვალისწინებს.
- დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან რევაზ არველაძემ განაცხადა - ”ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა გარდაუვალია”. ცხადია, რომ ტარიფის ზრდა მოსახლეობის სოციალურ ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს. მანამდე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებდა, რომ გაზის ტარიფის ზრდა არ იგეგმებოდა.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება სოციალისტური საზოგადოების ნანგრევებზე ვერ აშენდება და საქართველო მხოლოდ ენერგეტიკაზე, მაღალ ტექნოლოგიებსა და ტურიზმზე დაყრდნომით ვერ განვითარდება
თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოში გაზის ტარიფის ზრდის გარდუვალობა დაკავშირებულია ”გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან? კითხვას ასე იმიტომ ვსვამ, რომ ”გაზპრომთან” ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ მთავრობაც აღიარებდა, რომ შეთანხმება საქართველოსთვის ფინანსურად წამგებიანი იყო...
- კახი კალაძემ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე“ ტარიფი არ გაიზრდებოდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს გასტანდა „ეს ეტაპი“ - ერთი დღე, ერთი თვე, სამი თვე თუ ერთი წელი. ამიტომ მას ვერავითარ შემთხვევაში ტყუილში ვერ დავადანაშაულებთ.
ვინაიდან ჩემთვის მოლაპარაკებების კონფიდენციური მხარე უცნობია, ვერ გეტყვით, შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი შედეგის მიღწევა, ჭორებს კი არ მინდა დავეყრდნო. ერთი რამ კი მაკვირვებს: რატომ ელაპარაკება „გაზპრომს“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი? სტატუსით ის ხომ თავის რუს კოლეგას უნდა ელაპარაკებოდეს? ”გაზპრომთან” მოლაპარაკებებს კი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობა უნდა აწარმოებდეს. ასეთ შემთხვევაში მოიხსნებოდა მოლაპარაკებათა პოლიტიკური შემადგენელი და ის სუფთა კომერციულ სფეროში გადავიდოდა.
გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ღმერთმა უბოძა მშვენიერი გეოპოლიტიკური ადგილ-მდებარეობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ნორმალური სახელმწიფო მართვის შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკულ ჰაბად გადააქცევდა. ამისკენ უნდა მივესწრაფოდეთ და თუ ამისთვის „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დადება იყო საჭირო, დაე, ასე იყოს. მაგრამ ამ მიმართულებით რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. მართლაც, გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანაა საქართველო.
რატომ ელაპარაკება „გაზპრომს“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი? სტატუსით ის ხომ თავის რუს კოლეგას უნდა ელაპარაკებოდეს? ”გაზპრომთან” მოლაპარაკებებს კი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობა უნდა აწარმოებდეს
- აშშ-სს საგარეო პოლიტიკის საბჭოს წარმომადგენელმა სტივენ ბლიკმა ”ამერიკის ხმისათვის” მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ”საქართველოს ევროპული არჩევანი მკაფიო და ნათელია”. იმავე ინტერვიუში იგი შენიშნავს - ”გაზპრომთან” მოლაპარაკება ბიზნესგარიგება არაა, ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა”. უცნაური რამ გამოდის. ძნელი დასაჯერებელია, ხელისუფლება გაურიგდა ”გაზპრომს”, რომ ჩვენთან გაზის ტარიფი გაიზრდებოდა...
- „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში პოლიტიკური შემადგენელი უნდა მოიხსნას, როგორც ეს, სხვათა შორის, გერმანიამ გააკეთა. რასაკვირველია, ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ვაკუუმში არ არის მოქცეული და ასეთ მოლაპარაკებებს ყოველთვის ექნება როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური შემადგენელი, მაგრამ ამ ჭეშმარიტების გაჟღერება მინისტრის საქმე ნამდვილად არ არის.
მთავრობა „გაზპრომს“ იმიტომ კი არ გაურიგდა, რომ ტარიფები გაზრდილიყო, არამედ იმიტომ, რომ გაზი გვქონოდა. არა უშავს, გაისადაც გვექნება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები. ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.
მთავრობა „გაზპრომს“ იმიტომ კი არ გაურიგდა, რომ ტარიფები გაზრდილიყო, არამედ იმიტომ, რომ გაზი გვქონოდა
- შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესები საკმაოდ აჩქარებული ტემპებით, მაგრამ პოლარიზებული პოლიტიკური პაექრობის ფონზე მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს პარლამენტში ხმაურიანი გარჩევები კანონზე ”მოსმენების შესახებ”, ისე საკონსტიტუციო კომისიაში ხელისუფლების უკვე გაჟღერებული პოზიციები არა ერთ საკითხზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენში პოლიტიკური პროცესის დინამიკას და თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება ჩვენთან პოლარიზებული პაექრობის გააზრებულ პაექრობად ქცევა?
- მე ასეთ პაექრობებს ყურადღებას აღარ ვაქცევ. მამა აბრამის ბატკნებივით ნუ ვიქცევით, თითქოს ამ კანონის გარეშე არავინ არ გვისმენდა. გვისმენდნენ ყოველთვის და ეხლაც სატელეფონო საუბრებში ვერიდები საიდუმლოებების გამხელას.
როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ, როგორ გგონიათ, ეს კანონი არ დაირღვევა? ან ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ირღვევა? ან თითქოს არ უსმენდა აშშ-ს სპეცსამსახურები, მაგალითად, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს? პოლარიზებული პაექრობები მთლიანად შედის ე.წ. ოპოზიციის ხავსმოკიდებულ პოლიტიკურ სტრატეგიაში.
- დეკანოზ მამა გიორგიძეზე აღძრული საქმე, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი ის, რაც საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე საჯარო სივრცეში მოხვდა, აქტიურად განხილვად თემად რჩება. თქვენ რა დასკვნების საშუალებას გაძლევთ ის, რასაც ამ თემაზე საჯარო სივრცეში მოხვედრილი ინფორმაციები იძლევა? იყო მოლოდინი, რომ გერმანიიდან პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ გაირკვეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პოლარიზებული პაექრობები მთლიანად შედის ე.წ. ოპოზიციის ხავსმოკიდებულ პოლიტიკურ სტრატეგიაში
- პატრიარქი გერმანიიდან სულ ახლახანს დაბრუნდა. იგი ძალიან ბრძენი და ერის გაწონასწორებული ლიდერია, რომელიც არასდროს აკეთებს გაუწონასწორებელ განცხადებებს.
ამიტომ, მივცეთ პატრიარქს დრო სრულად გაერკვეს სიტუაციაში, რომელიც, ჩემი ანალიზით, გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე მხოლოდ მამა გიორგის საქმე. ნუ გავუსწრებთ მატარებელს, სრული ინფორმაციის გარეშე დასკვნებს ნუ გამოვიტანთ.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი უწმინდესობა საკუთარ და საპატრიარქოს აზრს გააჟღერებს, დავუბრუნდეთ ამ თემას, თორემ საზოგადოებაში არსებული ჭორების დონეს ვერ გავცდებით. ისე კი, გვახსოვდეს იულიუს ფუჩიკის სიტყვები: „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების