არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ემზარ მაკარაძე - თუ თურქები მხარს დაუჭერენ რეფერენდუმის საკითხებს, ანკარა დაიწყებს იმ გზიდან გადახვევას, რასაც ათათურქის მიერ დაარსებული რესპუბლიკური თურქეთი ჰქვია
09:17 13-04-2017
ემზარ მაკარაძე - თუ თურქები მხარს დაუჭერენ რეფერენდუმის საკითხებს, ანკარა დაიწყებს იმ გზიდან გადახვევას, რასაც ათათურქის მიერ დაარსებული რესპუბლიკური თურქეთი ჰქვია თურქეთში 16 აპირილისათვის დაგეგმილი რეფერენდუმის სავარაუდო შედეგებსა და იმაზე, თუ თურქეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხებს, თურქეთის სახით როგორი მეზობელი ეყოლება საქართველოს, ”ინტერპრესნიუსი” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თურქოლოგ ემზარ მაკარაძეს ესაუბრა.

- ბატონო ემზარ, 16 აპრილს მეზობელ თურქეთში რეფერენდუმი ტარდება, რომლის შედეგი გაარკვევს მიეცემა თუ არა თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს რეჯეპ ერდოღანს მეტი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები. ვიდრე დღევანდელი თურქეთის პოლიტიკური სისტემის თავისებურებებში გარკვევას გთხოვდეთ, ალბათ უპრიანია ჩვენი საუბარი იმით დაგვეწყო, თუ რა ვითარებაა დღევანდელ თურქეთში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ და რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე? ხელისუფლებამ საკმაოდ მკაცრი ზომები გაატარა გადატრიალებაში მონაწილე ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. ამას წინათ თურქული მედია იუწყებოდა, რომ 600 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თურქეთის პარლამენტის წევრებზე...
- თურქეთის რესპუბლიკაში 2016 წლის 15 ივლისს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. თურქეთში დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, რაც მნიშვნელოვანია, იწვევს უნდობლობას დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან.
არშემდგარი გადატრიალების შედეგად დაიღუპა 290 ადამიანი ხოლო დაზარალდა 1400. თურქეთის ხელისუფლებამ არშემდგარი გადატრიალების ორგანიზებაში აშშ-ი მცხოვრები თურქი თეოლოგი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა, რომელიც თავად უარყოფს რამე კავშირს გადატრიალების მცდელობასთან.
არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 110.000 ადამიანი, დაიხურა სახელწიფო და კერძო მასმედიის საშუალებები. შეიბღალა არმიის რეპუტაცია და დაკნინდა მისი ავტორიტეტი. შეიძლება ითქვას ქვეყანა გაიყო ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად

არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 110.000 ადამიანი, დაიხურა სახელწიფო და კერძო მასმედიის საშუალებები. შეიბღალა არმიის რეპუტაცია და დაკნინდა მისი ავტორიტეტი. შეიძლება ითქვას ქვეყანა გაიყო ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
შექმნილმა ვითარებამ ხელისუფლების ხელში თავი მოუყარა ძალთა მნიშვნელოვან ბერკეტებს, და დღეს მან საშუალება მიიღო იფიქროს კონსტიტუციაში ცლილებების შეტანაზე, ანუ ეჭვქვეშ დააყენოს მუსტაფა ქემალ ათათურქის (1881-1938) პერიოდიდან შემუშავებული ძირეული პრინციპები, მათ შორის სეკულარიზმი.
- კარგა ხანია ოფიციალური ანკარა და პრეზიდენტი ერდოღანი მისი წინამორბედი თურქეთის პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტებისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს. ეს ეხება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. თქვენი დაკვირვებით, რა გახდა საფუძველი იმისა, რომ თურქეთის პოლიტიკური კლასის საკმაოდ დიდმა ნაწილმა, რომლის ლიდერი დღეს პრეზიდენტი ერდოღანია, პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ახალ პოლიტიკურ კურსს?
- ბოლო დრომდე თურქეთის ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო, რომ 1923 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთში რესპუბლიკური მმართველობის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო ახალი პოლიტიკური კურსი, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა ქვეყნის ცხოვრება და თურქეთი გაიყვანა ახალ დემოკრატიული ფასეულობების გზაზე.
მუსტაფა ქემალ ათათურქმა ახალი თურქეთი დააფუძნა სეკულარიზმისა და ევროპეიზმის მკაცრ პრინციპებზე, თურქეთის რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრება, მისი დაარსებიდან დღემდე, მნიშვნელოვანწილად ამ პრინციპებსა და რელიგიური ხასიათის მქონე ე.წ. თურქულ „ტრადიციონალიზმს“ შორის ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობს.
მაგრამ, XXI საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 2002 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ისლამური მიმართულების მქონე ,,სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის და მისი ქარიზმატული ლიდერის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის პოლიტიკური ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან დაიწყო გადასვლა ახალ პოლიტიკურ კურსზე რესპუბლიკური თურქეთის ცხოვრებაში.
- რა თავისებურებებით ხასიათდება თურქეთის პოლიტიკაში ახალი ტენდენციები?
- პირველ ეტაპზე ,,სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ რეჯეპ თაიპ ერდოღანის მმართველობის პერიოდში ქვეყნის განვითარებაში შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. მმართველი პარტიისა და პრემიერის მიერ ინიცირებულმა ინვესტიციის ხელშემწყობმა კანონებმა, ფუფუნების საგნებზე მაღალი გადასახადების დაწესებამ, თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზების მკვეთრმა ზრდამ და შედეგად მიღებული ფინანსური რესურსების ეკონომიკის განვითარებაზე სწორმა და ოპერატიულმა გადამისამართებამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო.
ერდოღანის მმართველმა პარტიამ და მთავრობამ თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით ქვეყანაში თითქმის გააუფასურა ოპოზიციური სპექტრის აზრის მნიშვნელობა და დაუფარავად დაადგა ქვეყნის ისლამიზაციის კურსს

შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ამ წარმატებებმა თავბრუ დაახვია ხელისუფლებას. ამასთან, ათწლეულის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ გაიზარდა მისი ავტორიტარიზმი და ამბიციურობა. საპარლამენტო უმრავლესობის ფაქტორის გამოყენებით რეჯეპ თაიპ ერდოღანის მმართველმა პარტიამ მნიშვნელოვანწილად დაიმორჩილა სხვა სახელმწიფო სტრუქტურები. მთავრობამ თავისი რადიკალური გადაწყვეტილებები ქვეყანაში თითქმის გააუფასურა ოპოზიციური სპექტრის აზრის მნიშვნელობა და დაუფარავად დაადგა ქვეყნის ისლამიზაციის კურსს.
თანამედროვე თურქეთის ისტორიაში წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ თითქმის შეუძლებელი შეძლო. მან თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჩამოაშორა ოდესღაც ძლევამოსილი სამხედრო ელიტა და ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, უპრეცედენტო რამ მოახერხა - პირველად თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ციხეში აღმოჩნდნენ თურქეთის უმაღლესი გენერალიტეტის წარმომადგენლები. მათთან ერთად თავისუფლება აღეკვეთა პოლიტიკური ელიტის მრავალ წარმომადგენელს - ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს, იმ ადამიანებს, ვინც წინ აღუდგა ხელისუფლების ახალ კურსს.
- დასავლეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი და მმართველი პოლიტიკური კლასი პრაქტიკულად რევიზიონისტულ ცვლილებებს ატარებს იმ პოლიტიკური კურსის მიმართ, რომლის გატარება ოსმალეთის იმპერიის ნამსხვრევებზე ათათურქმა დაიწყო. მეტიც, ბევრის მტკიცებით, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ახლო მომავალში თურქეთი, შესაძლოა, სეკულარული სახელმწიფო აღარ იყოს. თქვენი აზრით, მართლაც აქვს თუ არა ნათქვამი უარი თურქეთის მეინსტრიმულ პოლიტიკურ კლასს თურქეთისათვის განსაზღვრულ განვითარების ათათურქისეულ გზაზე და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მალე სულაც აღარ იქნება სეკულარული სახელმწიფო?
- რესპუბლიკური თურქეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაფუძნებულ საერო, სეკულარულ სახელმწიფო პრინციპებზე, რომელიც ისტორიაში ქემალიზმის პრინციპებითაა ცნობილი. მან 79 წელი ხელშეუხებლად იარსება და 2002 წლამდე ქვეყანა მოიყვანა.
დღევანდელი თურქეთის პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავე და სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერდოღანის ახალი კურსი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად მისაღებია სეკულარულ ტრადიციებზე აღზრდილი თურქეთის საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის.
თურქეთის მმართველი ისლამური ფასეულობის ,,სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია თავისი საქმიანობით ცდილობს შეასუსტოს არსებული -ათათურქისეული სახელმწიფო სისტემა და ამავდროულად არ დაკარგოს სამოქალაქო მხარდაჭერა.
,,სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია, თითქოს ავითარებს „ჭეშმარიტად სეკულარული სახელმწიფოს“ იდეას, რომელიც ახლოსაა შვეიცარიულ და ამერიკულ მოდელებთან, თავის მოქალაქეებს რომ სთავაზობს რელიგიის თავისუფლებას.
დღევანდელი თურქეთის პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავე და სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერდოღანის ახალი კურსი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად მისაღებია სეკულარულ ტრადიციებზე აღზრდილი თურქეთის საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის

რეალურად სურს თუ არა ,,სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მთავრობას სეკულარული სახელმწიფოს შექმნა, თუნდაც იმ სუსტი ფორმით, რომელიც ორ საფუძველზეა აგებული: მოთხოვნა, რომ არც ერთმა რელიგიურმა ინსტიტუტმა არ გამოდევნოს ან ჩაანაცვლოს სახელმწიფოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები და რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ოფიციალური რელიგია - ეს ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობა არ უნდა დაეფუძნოს ისლამურ კანონს და პრინციპებს.
- რეფერენდუმამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა - ”16 აპრილს სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება”. იმ შემთხვევაში თუ თურქეთის მოსახლეობამ 16 აპრილის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ერდოღანისათვის უფლებამოსილებების მნიშვნელოვნად გაზრდას, 16 აპრილს ”როგორი ახალი თურქეთი დაიბადება”?
- ამ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ ქვეყნის კონსტიტუციაში შემოთავაზებულ 18 ცვლილებას.
თუ თურქი ხალხი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თურქეთის საპარლამენტო მმართველობა საპრეზიდენტოთი შეიცვლება და პრეზიდენტს მიენიჭება სრული უფლებამოსილება. ცვლილებების თანახმად, 2019 წლისათვის თურქეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. პრეზიდენტს უფლება მიეცემა განკარგულებების გაცემის, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების, მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისა და პარლამენტის დათხოვნის, ასევე, საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდის და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირების მოხდენის. საპრეზიდენტო ვადა 5 წელიწადი გახდება და მეორე ვადით არჩევაც დაშვებული იქნება.
თურქეთის მმართველი ისლამური პარტია თავისი საქმიანობით ცდილობს შეასუსტოს არსებული -ათათურქისეული სახელმწიფო სისტემა და ამავდროულად არ დაკარგოს სამოქალაქო მხარდაჭერა

თუ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რეფერენდუმზე წარმოდგენილ საკითხებს, 16 აპრილის შემდეგ თურქეთი დაიწყებს იმ გზიდან გადახვევას, რაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული რესპუბლიკური თურქეთი ჰქვია.
- რეფერენდუმამდე თვალშისაცემი გახლდათ პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი გუნდის წარმომადგენლების საკმაოდ მკაცრი რიტორიკა ევროპის მიმართ. კერძოდ, ერდოღანი აცხადებდა - ”თუ ევროპა ასე განაგრძობს მოქცევას, არც ერთი ევროპელი მსოფლიოს არც ერთ კუთხეში უსაფრთხოდ ვერ გაივლის”... ”ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა”. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გამოთქვა იმედი, რომ ”ყველა თურქი პატარა ერდოღანი არ არის”. ექსპერტ-პოლიტტექნოლოგთა ნაწილი ევროპელი კოლეგების მიმართ მის ამგვარ რიტორიკას მოახლოებულ რეფერენდუმზე მეტი მხარდაჭერის მობილიზაციის სურვილით ხსნიდა. სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკას გაატარებს ოფიციალური ანკარა ევროპისა და აშშ-ს მიმართ?
- XX საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქეთის რესპუბლიკას.
ძირეული ცვლილებები თურქეთ - აშშ - ს შორის ურთიერთობებში 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც თურქეთის ხელისუფლებაში ისლამური მიმართულების ,,სამართლიანობისა და განვითარების’’ პარტია მოვიდა. ამ ახალი პოლიტიკური ძალის საგარეო სტრატეგია, რომლის ავტორი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუდოღლუ იყო, თურქეთს მოიაზრებდა საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების მქონე ყველასგან დამოუკიდებელ დიდ ძალად.
აშშ - თურქეთის ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი, რთული და იმავდროულად ნაკლებად პროგნოზირებადია, ვიდრე წინათ. დღეისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობაში უფრო მეტად სჭარბობს გაურკვევლობა, -ვიდრე თანამშრომლობა, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: 1. თურქეთ – აშშ-ს პოლიტიკური შეხედულებები ისეთი კონფლიქტების მოგვარების გზებისა და მეთოდების შესახებ, როგორებიცაა კვიპროსის, აგრეთვე ურთიერთობები საბერძნეთ-თურქეთსა და თურქეთ–სომხეთს შორის.
2. თურქეთმა აჩვენა, რომ მზადაა მხარი არ დაუჭიროს აშშ-ს ერაყში ომისა და ქურთების საკითხში.
3. თურქეთი უკანასკნელ ხანს არც თუ ისე იშვიათად ცდილობს გაატაროს ვაშინგტონისაგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.
აშშ - თურქეთის ურთიერ¬თო¬ბები თანამედროვე ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი, რთული და იმავდროუ¬ლად ნაკლებად პროგნოზირებადია, ვიდრე წინათ

მეორე, არანაკლებ რთული საკითხია თურქეთისა და ევროპის ურთიერთობა თანამედროვე ეტაპზე. თურქეთი 1963 წლიდან ევროგაერთიანების ასოცირებული წევრია, თუმცა სრული წევრობა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობის გამო ამ ეტაპზე გამორიცხულია. გვესახება, რომ ამის რეალურ მიზეზს ეკონომიკაზე მეტად მაინც თურქეთის სიდიდე და ისლამური იდენტობა წარმოადგენს. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა ეს საკითხი ალბათ საკმაო ხნით გადადო.
თუ თურქეთს სურს იქცეს „პირველი რანგის მსოფლიო ეკონომიკის“ და ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად, მას მოუხდება აშშ-თან და ევროპასთან კავში-რების გამყარება, რაც მისგან ნაწილობრივ მოითხოვს თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლას და ისლამური სამყაროსგან რამდენადმე დისტანცირებას.
- თქვენი აზრით, რა პოლიტიკას გაატარებს ოფიციალური ანკარა იგივე ნატოს მიმართ? როგორც ცნობილია, დღევანდელ თურქეთში ნატოს 61 სამხედრო ბაზაა განლაგებული... მაგრამ, ფაქტია, რომ კარგა ხანია ანკარა ნატოს მიმართაც წინანდელისაგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს... სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნები „ზღვის ვარსკვლავი 2017”, რომელშიც ნატოს ქვეყნები კი მონაწილეობდნენ, მაგრამ იმის გათვალიწინებით, რომ თურქეთს განსაკუთრებული როლი აქვს არა მარტო შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოებაში, - დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით, ისევე როგორც სხვა საკითხებში, ანკარა ცდილობს რეგიონული ლიდერის როლის მორგებას და უსაფრთხოების სისტემაში თავისი განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრას...
- მიუხედავად თურქეთსა და ნატოს შორის ინტერესთა გარკვეულწილად განსხვავებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთი ხაზს გადაუსვამს 60-წლიან ჩრდილოატლანტიკურ თანამშრომლობასა და თავის გარანტირებულ უსაფრთხოებას. თუმცა, ეს თურქეთს ხელს არ უშლის NATO-ს მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ჩინეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს და ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან ურთიერთობები გააღრმაოს.
- 16 აპრილის რეფერენდუმის ერდოღანისათვის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, როგორ პოლიტიკას გაატარებს ანკარა რუსეთის მიმართ? სულ ცოტა ხნის წინ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გაუგებრობების შემდეგ ანკარა და მოსკოვი კვლავ დაძმობილდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც აშშ-მ მოსკოვის მოკავშირე ბაშარ ასადის წინააღმდეგ რაკეტები გამოიყენა, კრემლის პროტესტის ფონზე თურქეთი აშშ-ს ქმედებებს მიესალმა...
თურქეთის პოლიტიკა რუსეთან მიმართებაში უმთავრესად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ურთიერთობას დაამყარებს და როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ ანკარის მიმართ

- თურქეთის პოლიტიკა რუსეთან მიმართებაში უმთავრესად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ურთიერთობას დაამყარებს და როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ ანკარის მიმართ. ვფიქრობ აშშ-თან სტაბილური ურთიერთობები თურქეთს არ გაუჩენს სურვილს რუსეთთან ეძებოს თავშესაფარი.
- როგორი იქნება ანკარის პოლიტიკა სირიის საკითხში? სავარაუდოდ, რა ფორმებს მიიღებს სუნიტურ თურქეთსა და შიიტურ ირანს შორის კონკურენცია რეგიონში?
- სირიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთი აღმოჩნდა დიდი სახელმწიფოების თამაშის უნებური მონაწილე - ერთის მხრივ აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთის. ბოლო პერიოდში აშშ-ს მიერ სირიაში განხორციელებულმა დაბომბვებმა თურქეთის პოზიცია აშშ-ს მხარეს გადახარა. თურქეთი აღნიშნულ საკითხში, შეიძლება ითქვას, მერყევ პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ თურქეთს სირიის ომში ქურთების პრობლემებიდან გამომდინარე თავისი ინტერესები გააჩნია, რომელიც ანკარის ახალი კურსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
რაც შეეხება, სუნიტური თურქეთის და შიიტური ირანის კონკურენციას, საეჭვოა დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მან მიიღოს მწვავე და ღია ხასიათი.
- როგორ პოლიტიკას გაატარებს თურქეთი საქართველოს მიმართ? რამდენად სახიფათო სახე შეიძლება მიიღოს აჭარის მიმართ ანკარის ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ?
თურქეთს სირიის ომში ქურთების პრობლემებიდან გამომდინარე თავისი ინტერესები გააჩნია, რომელიც ანკარის ახალი კურსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი

- თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო 1992 წლის 30 ივლისს დადებული ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის’’ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
თურქეთი საქართველოს ძლიერი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა. ამ ხნის განმავლობაში, ორივე მხარეს არაერთი ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ მეგობრობას და კეთილმეზობლობის საერთო პრინციპებს არაფერი შეხებია.
თურქეთი და საქართველო სუვერენული სახელმწიფოებია და XXI საუკუნეში ფიქრი იმისა, თუ საქართველოს მიმართ რა პოლიტიკას გაატარებს ანკარა, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ორი სახელმწიფო ატარებდა და ვფიქრობ, შემდგომაც გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რაც დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოებისათვის არის მისაღები. ოფიციალურ დონეზე არსად არ დაფიქსირებულა მათ შორის დაპირისპირება.
რაც შეეხება აჭარის თემას ანკარის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაში, უფრო გაზვიადებულად მეჩვენება, ვიდრე რეალურად და არ მიმაჩნია, რომ მომავალში ამ საკითხმა უარყოფითი როლი შეასრულოს. თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ის სჭირდება მეტნაკლებად ორივე მხარეს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების