არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
სოსო ცისკარიშვილი - კეთილმეზობლობა ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეზობლის ინტერესების გათვალისწინებასაც, მაგრამ...
19:01 01-06-2017
სოსო ცისკარიშვილი - კეთილმეზობლობა ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეზობლის ინტერესების გათვალისწინებასაც, მაგრამ... საშინაო პრობლემების ზოგიერთ აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, თბილისს შეფარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბაქოს საკანში აღმოჩენამ, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. წარმოუდგენელია საცხოვრებელი სახლიდან უპასპორტოდ გამოსული მუხთარლი თავზე ტომარაჩამოცმული თავისი ნებით მისულიყო აზერბაიჯანის საზღვართან. მიგაჩნიათ თუ არა, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს სთხოვეს მუხთარლის დაკავება და მათთვის გადაცემა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს შსს-ს ამის ხმამაღლა თქმა ეუხერხულა, მათგან დაუჯერებელი ვერსია მოვისმინეთ. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა. გასაგებია, რომ ბაქოს თხოვნას თბილისი უპასუხოდ ვერ დატოვებდა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს, რა შესაძლო პოლიტიკური შედეგები ექნება მას?
- განსხვავებული ვერსიები ამ ბოროტების შესახებ მინიმალურია. რაც მოხდა, საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია. პასუხები უნდა ვეძიოთ კითხვაში - ვის სურს შინ და გარეთ საქართველოს დისკრედიტაცია ცივილიზებული სამყაროს წინაშე? კატასტროფა იქნება თუ ასეთი სურვილი ან დავალება გააჩნია საქართველოს მმართველ რომელიმე იატაკქვეშა ინსტიტუტს.
მეზობლის დაკნინება, მასზე ზეწოლა, მისი დისკრედიტაცია, კეთილმეზობლობად აღარ აღიქმება, რაც, შესაძლოა მაშტაბური საფრთხის შემცველი, ტრაგიკული სცენარის წინმსწრებ პირობას წარმოადგენდეს

ქართველების, აზერბაიჯანელების, თურქების კეთილმეზობლობას განსაზღვრავს ამ ქვეყნების ხალხი და არა დროებით არჩეული რომელიმე პოლიტიკოსი. კეთილმეზობლობა ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეზობლის ინტერესების გათვალისწინებასაც, მაგრამ მეზობლის დაკნინება, მასზე ზეწოლა, მისი დისკრედიტაცია, კეთილმეზობლობად აღარ აღიქმება, რაც, შესაძლოა მაშტაბური საფრთხის შემცველი, ტრაგიკული სცენარის წინმსწრებ პირობას წარმოადგენდეს.
- გასულ კვირას ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისში. მას ანკარა საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდა, ხომ არ იზრდება იმის ალბათობა, რომ დაკავებული მუსტაფა ჩაბუქი თურქეთის ციხეში აღმოჩნდეს? თუ მართლაც ასემოხდა, თქვენროგორ შეაფასებდით ქართული მხარის ქმედებას?
- ბატონმა მუსტაფა ემრე ჩაბუქიმ თხუთმეტი წლის განმავლობაში საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმითა და უმწიკვლო პედაგოგიური ალღოთი დაიმსახურა მრავალი მოსწავლისა და მათი მშობლების პატივისცემა.
რასაკვირველია, მისთვის ანკარადან წარდგენილი ბურუსის მომცვლელი ბრალდება უხერხულობას უქმნის ჩვენ სახელმწიფოს, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესების პრიორიტეტულობა და ცივილიზებული სამყაროს მიმართ არსებული პირობების დაცვა უნდა აღელვებდეს.
ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს ადამიანის უფლებებათა დაცვაში მიღწეული პროგრესით, ჯოჯოხეთურ წარსულში დარჩა ბრალდებულთა სიკვდილით დასჯის ბარბაროსობა.
ამ მიღწევების გაქრობის სურვილად აღიქმება რომელიმე არაკაცი ქართველის მცდელობა, შენი ქვეყნის მოსწავლეთა წარმატებული მასწავლებლის სასიკვდილოდ გაწირვა და მისი გაძევება იმ ქვეყანაში, რომელიც მოუთმენლად მოელის სიკვდილით დასჯის აღდგენას.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოს ხელისუფლების წიაღში აღმოჩნდეს თუნდაც ერთი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეშმაკის მოციქული ან გონებაჩლუნგი, რომელსაც აზრად მოუვა აზერბაიჯანის შემდეგ, თურქეთის დემოკრატიულ საზოგადოებასაც მისცეს სამართლიანი საფუძველი ქართული სახელმწიფოს მიმართ უნდობლობისა

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოს ხელისუფლების წიაღში აღმოჩნდეს თუნდაც ერთი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეშმაკის მოციქული ან გონებაჩლუნგი, რომელსაც აზრად მოუვა აზერბაიჯანის შემდეგ, თურქეთის დემოკრატიულ საზოგადოებასაც მისცეს სამართლიანი საფუძველი ქართული სახელმწიფოს მიმართ უნდობლობისა.
ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გასულ კვირას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სასიამოვნო და იმედის მომცემი განცხადებები საქართველოს განვითარების პერსპექტივის მიმართ, ვერ გადაიტანა ჩვენმა ყოვლის მკადრებელმა მეზობელმა და იგი სისტემატურად შეეცდება ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციას საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების წინაშე.
- კარგა ხანია მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს საჯარო სივრცეში განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი რეგიონებში იმ მიზნით დადის, რომ საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდოს. ბიძინა ივანიშილი აცხადებს - ”მოთმინებისკენ მოვუწოდებ ხალხს. რატომ მოვუწოდებ? იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევ ისეთივე გაჭირვებული დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, როგორიც იყო და ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის წვლილი. ძალიან ბევრი უმუშევარია და ძალიან უჭირს ხალხს, შემოსავალიც არ გაზრდია ან საერთოდ არ გააჩნია ბევრს. როგორც არ ჰქონდა ”ნაციონალების” დროს სამსახური, ისე არა აქვს ახლაც ბევრს.” თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ბატონი ივანიშვილი ხალხს მოთმინებისკენ პირადად მოუწოდებს?
- წინასაარჩევნო პერიოდში ბატონი ივანიშვილის სწრაფვა ხალხთან საუბრისა არახალია. კარგად გვახსოვს შარშანდელი ზაფხული - როგორ აქტიურ სატელევიზიო რეჟიმში წარმატებით ასრულებდა იგი პოლიტიკური ლიდერის და აგიტატორის როლებს, ადიდებდა საკუთარ პირმშოს, თავს ლაფს ასხამდა მის მიერ გულაცრუებულ პოლიტიკოსებს. ამჟამად, მისასალმებელია, რომ იგი აღიარებს 2012 წლის დანაპირებ ვარდისფერ ოცნებათა გაუჩინარებას და ხალხს მოთმინებისკენ მოუწოდებს.
ფაქტი ჯიუტია, „მაძღარი საქართველოს“ ნაცვლად უნდა დავმკვიდრდეთ „ყველაფრის მომთმენ საქართველოში“. არ დაიდარდოთ, უარესი მოგვითმენია. ახლა საკითხავია, რა ერთეულებში გავზომოთ ქართველთა მოთმინების ხანგრძლივობის კოეფიციენტი

ვისაც მეხსიერება არ გვღალატობს, ჯერ კიდევ გველანდება, რომ „ქართული ოცნების“ მამა-მარჩენალი მისი პრემიერ-მინისტრობის გარიჟრაჟზე გვაიმედებდა, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის 4 წლის თავზე, გვაცხოვრებდა ჯერ არნახულ, წელში გამართულ, მაძღარ საქართველოში.
ფაქტი ჯიუტია, „მაძღარი საქართველოს“ ნაცვლად უნდა დავმკვიდრდეთ „ყველაფრის მომთმენ საქართველოში“. არ დაიდარდოთ, უარესი მოგვითმენია. ახლა საკითხავია, რა ერთეულებში გავზომოთ ქართველთა მოთმინების ხანგრძლივობის კოეფიციენტი.
ნაკითხი მწიგნობარისთვის ამ პასუხის მოძიება ადვილია. დიახ, ჩვენმა ჩვენმა ბუმბერაზმა მგოსანმა და მთხრობელმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი კვლევის შედეგი - „ყვარლის მთებს“, სადაც გვაცნო, რომ ეს მთები „იდგნენ და ელოდნენ, უსასრულოა მათი მოლოდინი“. სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის „უსასრულო მოლოდინის უნარი“ გახდება მომავალი ოთხწლედის ძირითადი ოცნება ყველაზე მეოცნებე ხელისუფლებისთვის

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები