არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
დავით ასათიანი - კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით
10:11 27-06-2017
დავით ასათიანი - კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით ინტერვიუ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ დავით ასათიანთან.

- ბატონ დავით, როგორ შეაფასებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს, მით უფრო, რომ მასში ადვოკატის როლის გაძლიერების კუთხით გარკვეული სახის ახალი ჩანაწერებიც გაჩნდა?
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ჩვენ ვმონაწილეობდით ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით, კონსტიტუცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს იქნება მსოფლიოში მესამე ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ადვოკატის როლი და მისი დამოუკიდებლობა კონსტიტუციით იქნა განმტკიცებული. საკონსტიტუციო კომისიამ და აწ უკვე პარლამენტმა პირველი მოსმენით გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და კონსტიტუციის 31-ე მუხლში დაფიქსირდა მხარის უფლება, რომელიც სამართალწარმოებაში წარმოდგენილი იქნება ადვოკატის მეშვეობით. ამავე მუხლში განისაზღვრა ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაც, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ადვოკატებს, ყოველგვარი უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის გარეშე თავისუფლად და ეფექტურად დაიცვან მოქალაქეების, ბიზნეს-კომპანიების, კლიენტების ინტერესები.
კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც სამართალდამცავი თუ ადმინისტრაციული ორგანოები, ვერც სახელისუფლებო, პოლიტიკური ანდა სხვა გავლენიანი ჯგუფები ვერ შეძლებენ ზეგავლენა მოახდინონ ადოკატზე და ჩაერიონ მის საქმიანობაში, ხოლო თუ მაინც ადგილი ექნება ადვოკატის მიმართ გადაცდომას, ეს იქნება მკაცრად აღკვეთილი. აღნიშნული საკონსტიტუციო გარანტიები უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის და ხარისხიანი მართლსაჯულების განხორციელებისათვის. ეს ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს მთლიანად, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას.

- იქნებ უფრო მეტად დაგვიკონკრეტოთ, რა იგულისხმება ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში?
- ეს არის მნიშვნელოვანი გარანტია, რაც არავის მისცემს საშუალებას, რომ ადვოკატის უფლებები რაიმე ფორმით შეზღუდოს ან ადვოკატზე ზეწოლა განახორციელოს. ეს ძალზედ საჭირო ინსტრუმენტია ადვოკატისათვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატს უხდება ოპონირება ძლიერ და გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ადვოკატები იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, საზოგადოებაში არაპოპულარულ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უპირისპირდება გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, წინასწარგანწყობილი მედია ჯგუფები და ამ დროს ადვოკატის პიროვნების დაცულობა და მისი ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილების მონაპოვარია ისიც, რომ ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც იქნება თვითმმართველი, თვითრეგულირებადი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუ მომავალში რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდება სურვილი, რომ ადვოკატთა დამოუკიდებელი ასოციაცია რაიმე ფორმით შეზღუდოს, დაანაწევროს ან დაშალოს, რისი პრეცედენტებიც არაერთხელ გვქონდა ახლო წარსულში, იგი ამას ვეღარ შეძლებს. ჩვენ გვქონდა სამწუხარო მაგალითები, როცა დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის შექმნიდან მალევე, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა რამდენიმე ასოციაციის შექმნით დაესუსტებინა და დაეკნინებინა საადვოკატო პროფესია. კონტიტუციაში შეტანილი ამ ცვლილების შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდება ასეთი მაღალი კონსტიტუციური გარანტიების გამო. ამიტომაც, ეს კონსტიტუციური დებულება ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპუსის არსებობისათვის.

- საკონსტიტუციო ცვლილებებს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული კონსტიტუცია და ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხალხისათვის მისაღები არ არის. რას ფიქრობთ, ისინი ცდებიან?
- „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეულ ადვოკატს, როგორც ამ ქვეყნის აქტიურ მოქალაქეს, გაგვაჩნია საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები. ჩვენი ჩართულობა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მიმართული იყო ადამიანის უფლებების სტანდარტების ამაღლების, მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების და კონსტიტუციის ტექსტის სამართლებრივი გამართულობისაკენ. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც დაადასტურა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნით.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა, გადაუნაწილებელი მანდატების გაყოფა, ბლოკების აკრძალვა თუ საარჩევნო ბარიერი ადვოკატთა ასოციაციამ კონკრეტული მოსაზრებების დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა, რადგანაც ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პროცესების მონაწილენი და არც ამ საარჩევნო საკითხების ექსპერტები. იმას კი აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად მაღალი გამჭვირვალობისა, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი თავიდანვე იგნორირებული იყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ ინსტიტუტების მხრიდან, რაც არ წაადგა პროცესის სწორად წარმართვას. საკონსტიტუციო კომისიის იგნორირება, ულტიმატუმის ენა და ბოიკოტირება, იმ პირობებში, როცა ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა გააჩნია არაფრის მომცემია, აზარალებს თავად პროცესს და მთავარ სიკეთეს – ქვეყნის კონსტიტუციას, იმ ფუნდამენტს, რომელზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ კომპრომისის მიღწევას ვერც ერთ მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე. პოლიტიკური სპექტრის ასეთი მტრული დაპირისპირების პირობებში ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი რთულია.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების