არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ახალი რეგულაცია, რომელიც ხორცპროდუქტების ხარისხს გააუმჯობესებს, ძალაში პირველი იანვრიდან შევა
16:44 29-08-2017
ახალი რეგულაცია, რომელიც ხორცპროდუქტების ხარისხს გააუმჯობესებს, ძალაში პირველი იანვრიდან შევა 2018 წლის პირველი იანვრიდან სასაკლაოები აღარ დაკლავენ იმ საქონელს, რომელიც არაა საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებული. ახალი რეგულაციის მიზანია, ერთი მხრივ, გააუმჯობესოს ცხოველთა მიკვლევადობა და გაიზარდოს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ხარისხი, ხოლო მეორე მხრივ, მინიმუმადე დაიყვანოს ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი. ახალი რეგულაციისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ახალი სისტემის (NAITS) შესახებ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტი, ალექსანდრე ქაშიაშვილი საუბრობს.

- ბატონო ალექსანდრე, FAO სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უკვე ექვსი თვეა აქტიურად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. იქნებ გვითხრათ, რას გულისხმობს ეს კამპანია და რა არის მისი მთავარი მიზანი?
- FAO სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერინარებს, სასაკლაოებს, ცოცხალი ცხოველების შემგროვებლებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ ბიზნეს ოპერატორებს აწვდის ინფორმაციას ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც არაიდენტიფიცირებული საქონელი აღარ დაიკვლება სასაკლაოზე. აღნიშნული შეხვედრის მიზანია, დროულად მოხდეს მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საყურე ნიშნების დამაგრება არის სრულიად უფასო, მას ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კერძო ვეტერინარი ატარებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხოველთა რეგისტრაცია - იდენტიფიკაციის სიტემა (NAITS) არანაირად არ უკავშირდება სოციალური დახმარების მოხსნას, სოციალური დახმარება ვერ მოიხსება მხოლოდ, იმიტომ, რომ ძროხას ყურზე უკეთია საყურე ან აქვს ე.წ პასპორტი, პირიქით იდენტიფიცირებული საქონლის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ სახელმწიფოს და დონორების წარმოებულ სხვადასხვა პროგრამებში.

- იქნებ დეტალურად გვითხრათ, რას გულისხმოს ცხოველთა იდენტიფიკაცია და რატომ გახდა საჭირო ახალი რეგულაცია?
- ინდეტიფიკაციის პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა საქონელს (ძროხა, კამეჩი) ყურზე უმაგრდება საყურე ნიშანი. აღნიშნულ პროგრამას სეს-ი 2012 წლიდან ახორციელებს. იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ ან ორივე ყურზე მოთავსებული აქვს უნიკალურ ნიშნიანი საყურე. 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან ორი საყურე 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია. პირველი იანვრიდან, საქონელი, რომელსაც არ ექნება საყურე ნიშნები, ვერ დაიკვლება სასაკლაოზე, შესაბამისად, ამგვარ ხორცზე ვერ მოხდება ნიშანდება და ვერ გაიცემა ფორმა ნომერი 2, რომლის გარეშეც ცხოველის პატრონი, ხორცის რეალიზებას ბაზრებსა და მაღაზიებში ვერ შეძლებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ბაზარზე მოხვდება მხოლოდ 100%-ით შემოწმებული, შესაბამის ჰიგიენურ-სანიტარულ პირობებში დაკლული ხორცი. აღნიშნული კი პრაქტიკულად მინიმუმადე დაიყვანს ზოონოზური, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკს.

- თქვენ თქვით, რომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება, მაშინ რა არის ახალი იმ პროგრამაში, რომელსაც FAO სააგენტოსთან ერთად ნერგავს?
- 2017 წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადადის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს. ეს არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პროგრამის ნაწილი და მომდევნო 5 წლის მანძილზე პროგრამის განსახორციელებლად შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) და საქართველოს სოფლის მეოურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამას ჯამში 5 მილიონი დოლარით აფინანსებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც ახალ ელექტრონულ სისტემას ნერგავს. დიახ, 2012 წლიდან, სურსათის სააგენტო ნერგავს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემას, თუმცა განახლებულ სისტემას NAITS გაცილებით მეტი შესაძლებლობა და მიკვლევადობის უფრო მაღალი დონე ექნება. NAITS შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ცხოველთა რეესტრი, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია თავად ცხოველის, მისთვის ჩატარებული ვაქცინაციისა და მკურნალობის შესახებ, ასევე გეოგრაფიული არეალი საიდან მოდის ცხოველი და საბოლოოდ, რომელ სასაკლაოზე და რა ასაკშია დაკლული. სისტემა საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ სრული ციკლი, რაც გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს ფერმიდან - ჩანგლამდე.

- ცხოველთა პასპორტიზაციაც ამ სისტემის ნაწილია? მოგეხსენებათ, მოსახლეობაში ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
- ე.წ პასპორტიზაციაც იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროექტის ნაწილია. დღესდღეობით ეს ე.წ პასპორტი ჩვეულებრივ ქაღალდის ფორმით გაიცემა და ის უშუალოდ მიბმულია ბრუცელოზის კონტროლის პროგრამასთან, მის მომზადებაში ვეტერინარს უამრავი დრო ეკარგება, მომავალში NAITS უზრუნველყოფს, რომ საბუთების ელექტრონული ბრუნვის სისტემაზე გადავიდეთ, რაც მნიშვნელოვნად გააიოლებს, როგორც ვეტერინარების მუშაობას, ასევე მეტ დაცულობას შესძენს ფერმერებს, რომელთაც შეიძლება საბუთები უბრალოდ დაკარგონ. ელექტრონულად იდენტიფიცირებული და მიკვლევადი საქონელი, სახელწიფოს საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს დაავადებების კონტროლი და ცხოველთა კეთილსაიმედო გარემოს წყალობით გაზარდოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი. ის დამოკიდებულება, რომელიც თქვენ ახსენეთ, დროსთან ერთად იცვლება. მაგალითად, როცა 2012 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტო იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის პროგრამას იწყებდა, უდიდეს წინააღმდეგობას აწყდებოდა მოსახლეობაში, ძალიან რთული იყო ვეტერინარების მუშაობა, თუმცა დღეს, მოქალაქეები რეკავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ითხოვენ, რომ ვეტერინარი მივიდეს მათთან საყურე ნიშნების დასამაგრებლად, FAO აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ ფერმერთა მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს. აღნიშნული სისტემის დანერგვა რთული და ხანგრძლივი პროცესია, მის დასანერგად ევროკავშირის ქვეყნებს 20 წელიწადზე მეტი დასჭირდათ, ამიტომ მიზანია გეგმაზომიერად და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს აღნიშნული რეფორმის გატარება.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები