არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ირმა ბასილაშვილი - დმანისის მოსახლეობის მიერ ყურანზე დაფიცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე “მრავალეროვანმა საქართველომ” მოკვლევა დაიწყო
11:10 30-09-2017
ირმა ბასილაშვილი - დმანისის მოსახლეობის მიერ ყურანზე დაფიცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე “მრავალეროვანმა საქართველომ” მოკვლევა დაიწყო 28 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტის „შენების მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დმანისის სოფლების მოსახლეობას ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს. მათი ინფორმაციით, ამ დავალებას უშუალოდ “ქართული ოცნების” დეპუტატი კახა ოქრიაშვილი იძლევა. ასევე, მათი განცხადებით მმართველი პარტია მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს. რა ინფორმაციას ფლობს ამ საკითხზე „მრავალეროვანი საქართველო“?
ინტერვიუ საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქრთველოს“ საარჩევნო სამონიტორინგო პროგრამის კოორდინატორ ირმა ბასილაშვილთან:
- თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი აქვს თუ არა წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებს?
- დღეისათვის ზეწოლის ნაწილში გვაქვს ინფორმაციის ორი კატეგორია, ერთი დადასტურებული, ხოლო მეორე დაუდასტურებელი, რომელთა მოკვლევაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 4 სექტემბერს გავაკეთეთ განცხადება. კერძოდ, დმანისის მოქმედი გამგებელი გოგი ბარბაქაძე, რომელიც ხსენებული ინციდენტის დროს “ქართული ოცნების” წევრი იყო, სოფლის რწმუნებულებისაგან მოითხოვდა მოსახლეობის მონაცემების და მხარდამჭერთა სიების შეგროვებას. ამ დავალების შეუსრულებლობის გამო, გათავისუფლებულდა 3 სოფლის რწმუნებული, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და ცესკოს. ასევე, მოცემულ ფაქტს ადასტურებს პროკურატურიდან უწყებათაშორისი კომისიის წევრი.
თავის მხრივ, გოგი ბარბაქაძე ადანაშაულებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატებზე ზეწოლაში და ამხელს, რომ მოქმედი დეპუტატი აიძულებს მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურა, თუმცა, დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილით მერობის კანდიდატურების მოხსნის ფაქტი არ დასტურდება.
ჩვენ ასევე დავინტერესდით საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებზე ზეწოლის საკითხით და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები არ ადასტურებენ მათზე განხორციელებულ ზეწოლას, “მრავალეროვანი საქართველო” არ გამორიცხავს, მათ მიერ ფაქტის უარყოფა შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობით.
- “შენების მოძრაობის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს. რას იტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით?
- მოგახსენებთ, რომ აგვისტოს თვიდან „მრავალეროვანი საქრთველო“ ახორციელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის დმანისის მუნიციპალიტეტში და მსგავსი ხასიათის მოვლენები არ იქნა იდენტიფიცირებული.
ბოლოს 2012 წლის არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა ადამიანის რელიგიური გრძნობებით სპეკულაციის ფაქტები. ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გვქონდა, ხელისუფლება იყენებდა რელიგიურ ორგანიზაციებს მრევლთან ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში კი, რომელიც უცნაურია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყურანზე დაფიცებას ითხოვს არა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ საერო პირი, დმანისის “ქართული ოცნების” შტაბის იურისტი - ემზარ პეტრიაშვილი. რაც თავის მხრივ, დამატებით შეკითხვებს ბადებს.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “მრავალეროვანმა საქართველომ” დაიწყო მოკვლევა და შედეგის მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
- როგორ შეაფასებთ მდგომარეობას დმანისში წინასაარჩევნო პერიოდში?
- ჩვენი აზრით, არჩევნების თარიღის ოფიციალური გამოცხადებისთანავე მოცემულ მუნიციპალიტეტში არაჯანსაღი საარჩევნო გარემოა შექმნილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ განცხადება უწყებათაშორის კომისიაში 4 სექტემბერს და მოვითხოვეთ გასვლითი სხდომის ჩატარება. ამ ეტაპზე ველოდებით პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ თუ რა სახის გამოხმაურება იქნება კომისიის მხრიდან, მოვუწოდებთ შესაბამის საჯარო უწყებებს, რათა გაიღონ დროული ძალისხმევა, შეისწავლონ უკვე გამოვლენილი შემთხვევები, შესაძლო საფრთხეები და შესაბამისად აღკვეთონ ელექტორალური ხასიათის დარღვევების წარმოქმნის რისკები.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების