არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
რამაზ საყვარელიძე - შოკი ის იქნება, რომ ოპოზიცია ყველგან წააგებს, რანჟირება აზრს კარგავს, როცა რანგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს დიდი სხვაობა იქნება ოპოზიციის შოკი
13:22 03-10-2017
რამაზ საყვარელიძე - შოკი ის იქნება, რომ ოპოზიცია ყველგან წააგებს, რანჟირება აზრს კარგავს, როცა რანგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს დიდი სხვაობა იქნება ოპოზიციის შოკი საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვინაიდან კარგა ხანია ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმშია, თქვენს კოლეგებთან საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნებით ვიწყებთ, ტრადიციას არც თქვენთან მიმართებაში დავარღვევთ.
ბატონი ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფლებას დღეს პარტიის სახით სტრუქტურირებული ოპონენტი არ ჰყავს. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას სხვა დამკვირვებლებიც იზიარებენ.
თქვენი დაკვირვებით, 2017 წლის საარჩევნო პროცესი რა თავისებურებებით ხასიათდება და სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება თქვენს მიერ დანახული საარჩევნო კამპანია? სხვათა შორის, საკმაოდ ბევრისგან გაიგონებთ, რომ ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ჰგავს 2012 წლამდე ”ნაცმოძრაობის” საარჩევნო კამპანიებს, მხედველობაში აქვთ პომპეზურობა-მასშტაბურობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ.

- პომპეზურობა გასაკვირი არაა, ის არჩევნების თანმხლებია. საბჭოთა კავშირის და ამერიკის არჩევნები პრინციპულად სხვადასხვა რამ იყო, მაგრამ პომპეზურობა ორივეს ახლდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ეგ ბოლოში შევაფასოთ, „ოცნებას“ თეფშები ჯერ არ დაუპატიმრებია.
საერთოდ, სხვადასხვა კონტექსტში, ახლა კი არჩევნებთან დაკავშირებით, ხშირად ვმსჯელობთ ფორმულით „რაც ნაცები იყვნენ, ქოცებიც იგივეა“. ამ ფორმულისკენ თავად “ნაცმოძრაობას” მივყავართ ხოლმე, როცა იმაში აკრიტიკებს „ოცნებას“, რაშიც მას აკრიტიკებდნენ. ეს პოლიტტექნოლოგიურად გამართლებულია, მაგრამ არაა რეალური. ერთნაირი არაფერია ქვეყანაზე.
ჯერჯერობით საარჩევნო პროცესში ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. გვავიწყდება, რომ “ნაცმოძრაობის” დროს არჩევნებში ხშირი იყო ძალადობა, რაც ახლა არ შეიმჩნევა. საარჩევნო კულტურა თანდათანობით ნორმალურ კალაპოტში დგება და ეს ბუნებრივია

ჯერჯერობით საარჩევნო პროცესში ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. გვავიწყდება, რომ “ნაცმოძრაობის” დროს არჩევნებში ხშირი იყო ძალადობა, რაც ახლა არ შეიმჩნევა. საარჩევნო კულტურა თანდათანობით ნორმალურ კალაპოტში დგება და ეს ბუნებრივია.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესის თავისებურებას, მას ყველა აღნიშნავს - არჩევნები მიდის რეიტინგების დეფიციტის ფონზე. თვალში საცემია, რომ რეიტინგის დეფიციტს ოპოზიცია უფრო მწვავედ განიცდის, რაც ჩანს მის ნერვულ სტილში. ყველა საკითხზე ყვირილით „მგელი, მგელიო“ ამ დაძახილს ფასი ეკარგება. ოპოზიცია კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ერთ რეალურ პრობლემაზე მოეხდინათ ფოკუსირება. გაიხსენეთ, სააკაშვილმა კორუფციის პრობლემაზე ფოკუსირებით მოიპოვა მხარდამჭერები. ყველაფრის კრიტიკა სასოწარკვეთილებას წააგავს და აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია შინაგანად დამარცხებულია. ეს ძალზე სამწუხაროა.
არჩევნები მიდის რეიტინგების დეფიციტის ფონზე. თვალში საცემია, რომ რეიტინგის დეფიციტს ოპოზიცია უფრო მწვავედ განიცდის, რაც ჩანს მის ნერვულ სტილში

ქვეყანას თანაბარი ძალის პარტიები სჭირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. თუ ოპოზიცია არ იქნება დამაჯერებელი, არა მარტო ოპოზიცია წააგებს, არამედ წააგებს ქვეყანაც. ამ არჩევნებში საქართველოს უოპოზიციოდ დარჩენილი ქვეყნის სიმპტომები აქვს.
- დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა ალბათ ის იქნება, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, „ნაცმოძრაობა“ თუ მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველო“. პიარტექნოლოგ სოსო გალუმაშვილის აზრით - ”ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას, თუმცა, არ არის შეგუებული რანჟირების იმ სისტემას, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა”. თქვენ კი თვლით რომ - ”ოპოზიციას ამ არჩევნებში სერიოზული შოკი ელის”.
თქვენი დაკვირვებით, 21 ოქტომბრის არჩევნების მთავარი ინტრიგა რააა? ”სერიოზული შოკი”, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეხება თუ არა რანჟირებას, რომელიც 2012 და 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა?

- ბატონი ზაალის, ბატონი სოსოს, ჩემი და ბევრი სხვა ანალიტიკოსის მოსაზრებები ერთ ლოგიკურ ხაზზე ლაგდება. ადგილობრივ არჩევნებში მეორე ადგილისთვის ბრძოლა უკვე მარცხია. ეს ნიშნავს, რომ პარტიების დიდი ნაწილი არსებობისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის. ეს არაა პრობლემა, იარსებებენ ოღონდ მცირე რეიტიგებით, თანაც თუ საარჩევნო ბარიერი მომავალში დაიწევა.
შოკი კი ის იქნება, რომ ოპოზიცია ყველგან წააგებს. ასეთი პროგნოზი გააკეთა მამუკა არეშიძემ, რომელსაც პოლიტიკურ ტენდენციურობას ვერავინ დასწამებს. რანჟირება აზრს კარგავს, როცა რანგებს შორის დიდი სხვაობაა. ეს დიდი სხვაობა იქნება შოკი.
ქვეყანას თანაბარი ძალის პარტიები სჭირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, ამ არჩევნებში საქართველოს უოპოზიციოდ დარჩენილი ქვეყნის სიმპტომები აქვს

სასურველია, რომ ამ შოკიდან ადექვატური დასკვნა მაინც გამოიტანონ პარტიებმა, რომლებიც ჯიუტად და თავდაჯერებული სახით უშვებენ შეცდომებს. სხვადასხვა ორიენტაციის ბევრმა ანალიტიკოსმა აღნიშნა ოპოზიციის სისუტე, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ამ შენიშვნებს რეაქცია არ მოჰყოლია. მათ საკუთარი სტილის გადახედვა, მოსახლეობის აზრის და საკუთარი რეიტიგების გათვალისწინებაც კი არ სურთ. ამგვარი აუტისტური სტრატეგია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მხარდამჭერების დაკარგვით ემუქრება, რისი შოკისმომგვრელი ნიშნები შეიძლება იყოს ამ არჩევნებზე.
- გვინდა არ გვინდა, ყველანი ვაკვირდებით არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს, გზავნილებს, სლოგანებს, რგოლებს, უშურველად გაცემულ, ხშირ შემთხვევაში შეუსრულებელ, დაპირებებს.
თქვენ როგორც ფსიქოლოგს, რომელი მათგანი დაგამახსოვრდათ და თვლით, რომ იმდენად კრიატიულია, რომ შეუძლებელია ამომრჩეველი გულგრილი დატოვოს?

- მე მგონია, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო „გუგავა მოვა“, ამ არჩევნებში პიარის პრიზი ნათელაშვილს ეკუთვნის.
ყველაზე დასამახსოვრებელი გზავნილი იყო „გუგავა მოვა“, ამ რჩევნებში პიარის პრიზი ნათელაშვილს ეკუთვნის

ხოლო ყველაზე საქმიან შთაბეჭდილებას, ჯერჯერობით, კალაძის გზავნილები ტოვებს.
- ფაქტია, რომ წინასაარჩევნო კამპანია აქციების ფონზე მიმდინარეობს. ”ევროპელმა დემოკრატებმა” და ”ნაცმოძრაობამ” ბ.ივანიშვილისათვის მიწის გადაცემის შესახებ თბილისისა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები აქციებით გააპროტესტეს. ”ნაცმოძრაობის” ინიციატივით ხმაურიანი აქცია გაიმართა თბილისის მერიასთან, რომლის მონაწილეები დავით ნარმანისაგან მოითხოვდნენ განმარტებებს საკრებულოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
წარმოუდგენელია საკრებულოს, მერიას და მმართველ გუნდს არ სცოდნოდა, რომ ივანიშვილისათვის მიწის გადაცემას ოპოზიციის პროტესტი რომ მოჰყვებოდა.
თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საკრებულოს გადაწყვეტილებები?

- ჩემი აზრით ნიშნავს იმას, რაც თქვენ თქვით - მმართველმა გუნდმა არ იცის რას რა მოჰყვება, ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური გამოცდილება არ ჰყოფნის. პოლიტიკური გამოცდილება გვკარნახობს, რომ არჩევნების წინ მწვავე საკითხების განსახილველად გამოტანა სასურველი არაა, რადგან ამ დროს პოლიტიკოსები საარჩევნო თავმოწონების გამო დავობენ და არა ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს მიწების საკითხი ახლა არ უნდა გამოეტანა. კიდევ მეტი - მას არც კონსტიტუციის თემა უნდა წამოეწია არჩევნებამდე. საერთოდ, პოლიტიკური გამოცდილება რომ ჰქონოდათ, არც რეიტინგის პრობლემა დაუდგებოდათ.
მმართველ გუნდს ჯერ გათავისებული არა აქვს ხელისუფლებაში ყოფნის წესები. იგი ნაკლებად გამოცდილია, რაც დიდად სასიამოვნო არაა. გამოცდილია ”ნაცმოძრაობა,” რომლის ხელისუფლებაში გამოჩენა კიდევ უფრო ნაკლებად სასიამოვნოა.
მმართველ გუნდს მიწების საკითხი ახლა არ უნდა გამოეტანა. კიდევ მეტი - მას არც კონსტიტუციის თემა უნდა წამოეწია არჩევნებამდე... მმართველ გუნდს ჯერ გათავისებული არა აქვს ხელისუფლებაში ყოფნის წესები

სხვა პარტიებს საერთოდ არა აქვთ ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება. სულ ესაა არჩევნების წინ ჩვენი პოლიტიკური „მენიუ“, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ არჩევანზე უარის თქმა არ შეიძლება, დაქოქილი სახელმწიფო მანქანა დარჩება მძღოლის გარეშე და საით გაგორდება, არავინ უწყის. როცა საქართველოს დაუგროვდება ხელისუფლებში ყოფნის გამოცდილების მქონე პარტიები, იმ რესურსიდან უკეთესი არჩევანი გაკეთდება, მაგრამ ეს მომავლის საქმეა.
- ”პატრიოტთა ალიანსს” დაწყებული აქვს აქციები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის, მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნით. როგორც ჩანს, ”პატრიოტთა ალიანსს” აქვს ამბიცია რუსეთთან ურთიერთობების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მას ეკუთნოდეს, რაშიც მას სხვა პარტიებიც ეცილებიან. ბატონი სოსო ცისკარიშვილი თვლის - ”საქართველოში არსებული ვითარების შექმნისთვის მაღარიჩი პუტინმა უნდა გადაიხადოს”.
თქვენც თვლით, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ქართულ პოლიტიკურ ველზე არსებული ვითარებისა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სავარაუდო ძალთა ბალანსის გამო ”მაღარიჩი პუტინს აქვს გადასახდელი”?

- მიმაჩნია, რომ პუტინს მაღარიჩი მხოლოდ დღევანდელ ვითარებაზე არა აქვს გადასახდელი. 2008 წლის ომიც და სტრატეგიული ობიექტების დაუფლებაც პუტინის სამაღარიჩოა. იქ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მაღარიჩი უწევდა პუტინს. ამასთან რა სახსენებელია დღევანდელი სიტუაცია, როცა ერთი მცირე რეიტინგიანი პარტია ცდილობს გაატაროს რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკა. ეს მაღარიჩი უფრო იაფი დაჯდება.
ვთვლი, რომ „პატრიოტთა“ აქციებიც საარჩევნო გააქტიურებაა, რომელიც იმ ელექტორატის მიზიდვას ცდილობს, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება სურს. კარგი სურვილია, მაგრამ არაა რეალისტური

თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ვთვლი, რომ „პატრიოტთა“ აქციებიც საარჩევნო გააქტიურებაა, რომელიც იმ ელექტორატის მიზიდვას ცდილობს, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება სურს. კარგი სურვილია, მაგრამ არაა რეალისტური, რადგან რუსეთი არაა ჯერჯერობით დაინტერესებული ურთიერთობის მოწესრიგებაში, აგერ, უკრაინის მიმართულებით კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ამიტომ, „პატრიოტების“ ინიციატივა ჯერჯერობით დამაჯერებელი არაა.
- პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მეტად საგულისხმო მოსაზრებას გამოთქვამს. ”ყველა – ერთის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ბედისწერად იქცა.
ყველა გამსახურდიას წინააღმდეგ! ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ! ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ! ლიდერები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი ბედისწერა – ფაქტობრივად ყველა ჩამოაგდეს, სააკაშვილიც კი.”
მისივე თქმით - ”ახლა ყველა ბიძინას წინააღმდეგ ირაზმება. ამას აქვს თავისი წინაპირობები და ლოგიკა, მაგრამ იგივე დასასრული ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს საქართველოს. არადა, თუ ივანიშვილმა საზოგადოებასთან დიალოგი არ დაიწყო, ეს დიდი ალბათობით განმეორდება, მაგრამ ამჯერად შედეგი შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე იყოს.
თუ გავისთავლისწინებთ იმას, რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში არაა და საზოგადოებასთან დიალოგს არ აპირებს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმ სცენარით მოვლენათა განვითარება, როგორ პროგნოზსაც ბატონი ვაჟა ბერაძე აკეთებს?

- ბატონი ვაჟას მოსაზრება ყოველთვის საყურადღებოა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეეჭვება, რომ განმეორდეს მის მიერ შენიშნული კანონზომიერება. ადრე საზოგადოების აქტიური ნაწილი დაუპირისპირდა გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც შეუგუებლობის ნიშნით და თან მათი ალტერნატივა მეტ-ნაკლებად ეგულებოდათ.
ივანიშვილის მიერ შექმნილი ხელისუფლების მიმართ ისეთი შეუგუებლობა არაა, როგორც წინა ხელისუფლებების მიმართ იყო და პორიზონტზე არც ალტერნატივა ჩანს... ამიტომ მგონია, რომ ძველი სცენარების განმეორების შანსი მცირეა

ივანიშვილის მიერ შექმნილი ხელისუფლების მიმართ ასეთი შეუგუებლობა არაა და არც ალტერნატივა ჩანს ჰორიზონტზე. ხელისუფლების მიმართ არის უკმაყოფილება, მაგრამ შეუგუებლობის ზღვარს ის მაშინ მიაღწევს, თუ ხელისუფლებამ საზოგადოების უკმაყოფილებაზე რეაგირების უნარი დაკარგა და თუ ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერი გაჩნდება. რაც მთავარია, საზოგადოებამ ნახა, რომ რევოლუციებით ის მოგებული არ რჩება. ამიტომ მგონია, რომ ძველი სცენარების განმეორების შანსი მცირეა.
- მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახლა ყველა, მათ შორის მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოსა და შენიშვნებს იმ იმედით ელოდება, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი საკონსტიტუციო პროცესში ”კონსტრუქციულ როლს” შეიტანს.
დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ”საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტისათვის ვეტოს დადების წინადადებას, ტაქტიკურად არასწორ სვლად აფასებს”.
თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და სავარაუდოდ, როგორი იქნება პრეზიდენტ მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები?

- ვეთანხმები ბატონ ზაალს, წამგებიანი იყო ვეტოს საჯარო შეთავაზება. თუ ძალიან სჭირდებოდათ, რაც მეეჭვება, მოელაპარაკათ ერთმანეთში. შესაძლებელია, ეს შეთავაზება გაკეთდა იმისთვის, რომ მავანს დაენახა, პრეზიდენტი თანამშრომლობაზე არ მოდისო. ამის ჩვენებისთვის ეს მანევრი არ იყო საჭირო, მან თავად უმრავლესობა ჩააყენა წამგებიან მდგომარეობაში.
პრეზიდენტისთვის ვეტოს დადების შეთავაზებით უმრავლესობამ თავi წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენა

საერთოდ, საკონსტიტუციო პროცესი დიდი ხანია ასცდა ნორმალურ კალაპოტს და რა იქნება მისთვის კონსტრუქციული, ძნელი სათქმელია. დღეს უკვე მთავარია კონსტიტუციური პროცესი და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები დამთავრდეს. ტრაგიკული არაფერია, გვექნება ძველზე უკეთესი კონსტიტუცია, რომელიც მომავალში, დარწმუნებული ვარ, კიდევ მოითხოვს გადახედვას.

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები