არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
სულხან ღლონტი - აჭარის ტურისტული პერსპექტივა უალტერნატივოა
12:16 25-12-2017
სულხან ღლონტი -  აჭარის ტურისტული პერსპექტივა უალტერნატივოა 2018 წელი აჭარისთვის ტურისტულად წარმატებული წელი იყო. 11 თვის მონაცემებით, რეგიონს სტუმრობდა მილიონ ოთხასიათასზე მეტი უცხოელი ვიზიტორი, რაც გარდა კერძო სექტორის აქტიურობისა, მნიშვნელოვნად გაანპირობა იმ სარეკლამო აქტივობებმა, რასაც აჭარის მთავრობა, კერძოდ, კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახორციელებდა. ოფიციალურად რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარეობდა 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მედიაარხებით. უფრო კონკრეტულად, თუ რამდენად წარმატებული იყო 2018 წელი აჭარაში ტურიზმის მიმართულებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი საუბრობს.

- ბატონო სულხან, როგორ შეაფასებდით 2018 წელს? იყო თუ არა რეგიონისთვის წარმატებული წელი ტურისტული თვალსაზრისით?
- როცა ვსაუბრობთ ვიზიტორების ზრდაზე, ეს არის საზღვრის კვეთის ოფიციალური მაჩვენებელი და აქ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა მონაცემით არის ზრდა და ეს ზრდა აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ სარფის საბაჟო პუნქტის გამტარუნარიანობა შემცირებულია (თურქეთის მხარეს არის სარემონტრო სამუშაოები), ჩვენ იმდენად დიდი ზრდა გვქონდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რომ დღემდე არსებულ ყველა მონაცემს აჭარბებს. მაგალისთვის ვიტყვი, რომ ივლისში, მხოლოდ კვირაში 97 ავიარეისი ბათუმში 37 სხვადასხვა მიმართულებიდან ხორციელდებოდა. ასევე გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი. მართალია, ტრადიციული ბაზრებიდან მოდის მაინც ძირითადი ინტერესი, თუმცა მრავლად გაჩნდა ახალი მიმართულები, რომლებიც ბოლო წლებია გამოხატავენ ინტერესს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ. ჩვენც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა რეალური სურათის მისაღებად მნიშვნელოვანია ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციებზე ვიზიტორების ზრდის ანალიზი. ყველა ამ მიმართულებით არის ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ტურისტების და ეს ბუნებრივია, გვაძლევს საფუძველს კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი მომავლის მიმართ.

- რა ტიპის ღონისძიებები ჩაატარა ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურისტების მოსაზიდად? თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანი იყო ისინი?
- 2017 წელს შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველაზე აქტიური სარეკლამო კამპანია გვქონდა, ჩვენ 16 ქვეყანაში ვმუშაობდით, ვიყენებდით ისეთ მედია პლატფორმებს როგორებიცაა: CNN, BBC, EURONEWS და ასევე აქტიურად ვმუშაობდით 14 ქვეყანაში სოციალურ მედიით და ზოგადად ინტერნეტით. სამიზნე ქვეყნების 32 ქალაქში გვქონდა OUTDOOR კამპანია. გადავიღეთ 4 საიმიჯო რგოლი, რომელიც 158 ქვეყანაში ნახეს, მათ შორის იმ ახალ ბაზრებზე, რომლებზეც 2017 წელს პირველად ვაწარმოვეთ სარეკლამო კამპანია. ჩვენი ორგანიზებით წელს რეგიონს 500-მდე ბლოგერი, ჟურნალისტი და წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელი სტუმრობდა. მათ პოსტებს, სტატიებსა და ვიდეორეპორტაჟებს, როგორც წესი დიდი გამოხმაურება აქვს.

წარმატება ამ სფეროში ძირითადად იზომება ტურისტთა რაოდენობით და შემოსავლებით. ამ კუთხით ნამდვილად იყო წარმატებული წელი. აქ ერთი მთავარი ასპექტი მინდა აღვნიშნო. ინტერესი საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი, თუმცა პოტენციური ტურისტების მოზიდვაზე ჩვენს გარდა მუშაობს ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ამ ტიპის პოტენციალი გააჩნია და ტურისტებისთვის საინტერესო ალბათ ბევრი ქვეყანაა. კონკურენცია ამ სფეროში არის უდიდესი, არ არსებობს უალტერნატივო მიმართულებები. შესაბამისად, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარს სჭირდება მუდმივად შესწავლა და ანალიზი, განსაკუთებით მაშიც, როცა ქვეყნისთვის ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2017 წელს, ჩვენ უკვე გვაქვს 16 სამიზნე ქვეყნის ანალიზი. ეს არის საბაზისო დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნობა 2018 წლის ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია ამ ბაზრებზე და ვფიქრობ კიდევ უფრო ეფექტური იქნება.

- რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დგას სერვისის პრობლემა და ამ კუთხით გამოსავალს რაში ხედავთ? რა გაკეთდა წელს სერვისის გასაუმჯობესებლად?
- სერვისის პრობლემა მეტნაკლებად დგას ყველგან. ჩვენ მართლა ვართ ძალიან სტუმართმოყვარე ერი, თუმცა სტუმარი და ტურისტი ყოველთვის არ არის სინონიმი. ის, რომ სტუმართმოყვარენი ვართ, არის ძალიან კარგი. ეს ნიშნავს, რომ ძირითადად, პოზიტიური განწყობით ვართ ტურისტის მიმართ და ეს განსაკუთრებით იგრძნობა მთაში. თუმცა ფართო გაგებით სტუმარს, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად ვიცნობდით, განსხვავებით ტურისტისაგან არ ჰქონდა პრეტენზიები მომსახურებაზე. მაგალითად, ბუნებრივია, ჩვენთვის ცნობილი სტუმართმასპინძლობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ იცნობდა მაშინ და დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, როცა საქმე ტურიზმის ინდუსტრიას ეხება. ის, რომ სტუმარი გვიყვარს არის საბაზისო, ტურიზმისადმი ემოციური თანხმობისთვის აუცილებელი ელემენტი, თუმცა თუ გვინდა წარმატებები ტურიზმში სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტი უნდა ვისწავლოთ, რაც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. აქ სახელმწიფოს როლი არის მნიშნელოვანი, თუმცა კერძო სექტორის მზაობა, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილეა, არის ასევე ძალიან მნიშნელოვანი.

ჩვენ სერვისის გაუმჯობესებისთვის 2017 წელს ახალი პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც 500 ადამიანი გადავამზადეთ. 2018 წლისთვის, კი დაახლოებით 300%-ით გავზარდეთ ბიუჯეტი, რომელიც ამ კუთხით განათლებას და ცნობიერების ამაღლებას ეხება, თუმცა როცა მაგალითად, განთავსების ობიექტების მენეჯმენტთან ვმუშაობთ (არ ეხება ყველას), ჩვენი დაფინანასებითაც კი, როცა მათგან მხოლოდ მონაწილეობაა საჭირო, ეს პროცესი იოლად არ მიდის. მათი დარწმუნება ხშირ შემთხვევაში საბაზისო საკითხებში გვიწევს, თუმცა ეს პროცესი დროებითია და პროგრესი ამ კუთხითაც აშკარაა. ეს პროცესი გაიარეს იმ ქვეყნებმაც, რომლებიც დღეს ტურიზმში წარმატების მაგალითებს სხვას უზიარებენ და ტენდენციებს ქმნიან. ჩვენ ჩვენის მხრივ მცდელობას არ ვაკლებთ ამ მიმართულებას.

- თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ აჭარა არაა მხოლოდ ზღვა და რეგიონს აქვს პერსპექტივა გახდეს ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ადგილი. ამ კუთხით რა ღონისძიებები გაატარეთ წელს და რას გეგმავთ სამომავლოდ?

- ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ აჭარა არ იყოს მხოლოდ ზაფხულში მიმზიდველი და მხოლოდ ზღვასთან ასოცირებული ტურისტული ადგილი. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიებითა და ეროვნული პარკებით. ასევე, აჭარის ულამაზესი მთით შევქმნათ მიზიდულობის ცენტრი ოთხივე სეზონისთვის. ამ საკითხს აქვს რამდენიმე მიმართულება. პირველი არის ინფრასტრუქტურული და არაერთხელ აღგვინიშნავს ეს არის ფაქტი, რომ კურორტ გოდერძის მიმართულებით ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 6 მაღალი კლასის სასტუმრო-კმპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია კურორტზე. მაღალთიანეთში ჯამში ორი სამთო სათხილამურო ორი კურორტი გვაქვს - გომარდული და გოდერძი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2019-2020 წლისთვის, ორივე მათგანზე ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება დასრულებული და ეს პროცესი არის აჭარის მთის ეკონომიკურ განვითარების გარანტი. ასევეა, ქობულეთისა და სხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით. პოტენციალი არის ყველგან და მათი სრული კვლევა და ასევე სამოქმედო გეგმა 2018 წელს სრულად გვექნება. იმისათვის, რომ სწორად ვიაროთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშობა აჭარის რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 2018-2025 წლებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს მოიცავს. ეს დოკუმენტი მზადდება ხორვატიისა და სხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით. ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებელია საინფორმაციო კამპანია, რომელიც გარდა საერთაშორისო ბაზრებისა, ქვეყნის შიგნითაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და უფრო აქტიური იქნება 2018 წელს. ჩვენ კიდევ უფრო ცნობადს გავხდით ჩვენს ტურისტულ პროდუქტებს და კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ უკვე კარგად აპრობირებულ პრატფორმებს იმისათვის, რომ აჭარა ყველა სეზონზე მიმზიდველი და საინტერესო იყოს.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების