არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ლადო პაპავა - რასთან გვაქვს საქმე - კორუფციასთან, არაპროფესიონალიზმთან, თუ ორივესთან ერთად, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ
11:29 06-04-2018
ლადო პაპავა - რასთან გვაქვს საქმე - კორუფციასთან, არაპროფესიონალიზმთან, თუ ორივესთან ერთად, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» თსუ-ს პროფესორს, ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, ალბათ მართებული იქნება, თუ საუბარს ყველაზე აქტუალური თემით დავიწყებთ. ტყიბულში დატრიალებული ტრაგედიების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმეა. ასეთივე მდგომარეობაა მშენებლობის სფეროშიც. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაღვევისათვის 1000 ლარიანი ჯარიმები დაუწესდათ, ამის შემდეგაც იყო მშენებლობეზე მშენებელთა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა.
ფაქტია, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებში ხელისუფლების პოლიტიკა ალბათ უფრო უპასუხისმგებლოა, ვიდრე ლიბერალური ან ზედმეტადაც ლიბერალური, მაგრამ, თქვენი აზრით, რატომ ვერ ან არ ატარებს ხელისუფლება ამ თვალსაზრისით უფრო ეფექტიან პოლიტიკას?

- ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მივუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროა, რომ ვითომდა ბიზნესის მხარდაჭერის მომიზეზებით პარლამენტი არ იღებს ქმედით კანონმდებოლობას შრომის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
დროა თავი დავანებოთ პოპულიზმს ვითომდა მეწარმეების ინტერესების დაცვის მიზნით და დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც სიცოცხლისათვის თუ ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უხდებათ შრომა

აშკარაა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდარი შეხედულებების გამო საქართველოში მშრომელთა უსაფრთხოება არ არის ჯეროვნად გარანტირებული. საქართველოს ამისთვის უკვე დიდი ფასის გადახდა მოუხდა, როცა არაერთი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ან უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულად დაშავდა.
დროა თავი დავანებოთ პოპულიზმს ვითომდა მეწარმეების ინტერესების დაცვის მიზნით და დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც სიცოცხლისთვის თუ ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უხდებათ შრომა.
- რადგან „ინტერპრესნიუსი“კარგა ხანია არ შეგხმიანებიათ, ასეთ კითხვას დავსვამ - როგორ შეაფასებდით, საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკას?
- ის, რც დღეს ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში დიდი ალბათობით მოსალოდნელი იყო, რადგანაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობაშიც გაიზარდა გაქოცებული ყოფილი “ნაცების” წარმომადგენლობა. უფრო მეტიც, ეს ე.წ. ყოფილი “ნაცები” თავად “ნაცების” მმართველობის დროს არ ყოფილან ისე დაწინაურებულნი, როგორც ეს მოდერნიზებულმა ქოცებმა გააკეთეს.
ის, რაც დღეს ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში დიდი ალბათობით მოსალოდნელი იყო, რადგანაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობაშიც გაიზარდა გაქოცებული ყოფილი “ნაცების" წარმომადგენლობა

იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ კიდევ არიან ნამდვილი არანაცები და ანტინაცებიც კი, რომელთა თანამშრომლობა ქოცებში პორტირებულ “ნაცებთან” საკმაოდ გამაღიზიანებელია თავად ამ ნაღდი ქოცებისა და მთლიანად ჯანსაღად მოაზროვნე ქართული საზოგადოებისთვის.
“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველმა იმისთვის არ მისცა ხმა, რომ გულში ჩაეხუტებინათ იდეური “ნაცები.” ეს კონფლიქტი საპარლამენტო უმრავლესობაში მწიფდებოდა და სააშკარაოზე პერიოდულად ჩნდებოდა, როცა, მაგალითად, აირჩიეს აშკარად “ნაცური” იდეოლოგიის მატარებელი სახალხო დამცველი ან საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
აშკარად გამოიკვეთა “ნაცურად” მოდერნიზებული ქოცების აქტიური თანამშრომლობა არა მარტო “ევრო-ნაცებთან,” არამედ ალალ “ნაცებთანაც.” ამის საუკეთესო მაგალითია თუ როგორ ”დაიტირა” ალალი “ნაცების” ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბატონი ალავიძის (რომელიც ნაცების დროს ქ-ნი ვერა ქობალიას მოადგილე იყო, ხოლო ქოცებმა მას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი ჩააბარეს) გაშვება მინისტრის პოსტიდან.
ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ის, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობას დღემდე არ მიუცია რეალური პოლიტიკური შეფასება “ნაცების” მმართველობის მახინჯი მხარეებისთვის, რის გამოც “ნაცებიც” და “ევრონაცებიც” იმდენად გათამამდნენ, რომ უტიფრად მოითხოვენ, რომ დავივიწყოთ “ნაცების” ცხრაწლიანი მმართველობის სიმახინჯეები.
“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველმა იმისთვის არ მისცა ხმა, რომ გულში ჩაეხუტებინათ იდეური “ნაცები.” ეს კონფლიქტი საპარლამენტო უმრავლესობაში მწიფდებოდა და სააშკარაოზე პერიოდულად ჩნდებოდა

ამის დავიწყება კი არ შეიძლება ეს უბედურება რომ აღარ განმეორდეს. არც ევროპა და არც მსოფლიო არ ივიწყებს გერმანულ ან იტალიურ ფაშიზმს, და არც ჩვენ გვაქვს მორალური უფლება დავიწყებას მივცეთ ქართული ფაშიზმი...
მოდერნიზებული ქოცების და “ევრო-ნაცების” აქტიური თანამშრომლობა ქმნის იმის რეალურ საფრთხეს, რომ ქოცებმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელონ ასევე “ნაცებიდან” ქოცებში პორტირებული და ამდენად საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი პიროვნება, რაც უწინარეს ყოვლისა დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას.
- ვინაიდან მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა და მმართველ გუნდში დაწყებულ რყევებზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით;
მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ღირებულებათა და მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა სულ უფრო შესამჩნევია, სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ნინია კაკაბაძე შეიძლება გამხდარიყო „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული რყევების მიზეზი. თქვენი აზრით, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“?

- ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა დაიშალა. კერძოდ, ეს შეემთხვა “მოქალაქეთა კავშირს” და შესაბამისი გაკვეთილი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ.
გაკვეთილი კი აი ასეთია: “მოქალაქეთა კავშირის” დაშლა მოჰყვა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის, რომლის გარშემოც იყო შეკრებული “მოქალაქეთა კავშირი“ განცხადებას, რომ ის გადადგა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან.
“ქართული ოცნებაც” ხომ ერთი პირის ირგვლივ არის თავმოყრილი. მართალია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რაც ფორმალურად გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან, პარტიის ხელმძღვანელის პოსტიც დატოვა, თუმცა საზოგადოებისთვის და “ქართული ოცნების” წევრებისთვისაც, დღემდე სწორედ ისაა ამ პარტიის შემაკავშირებელი.
თუ ბატონი ბიძინა კვლავ გახდება “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში, მას ვერავინ გაამტყუნებს საპარლამენტო უმრავლესობის თუ მთავრობის არაფორმალურ მმართველობაში... ის მოდელი, როცა პარტიის ლიდერს არ უკავია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან დეპუტატის პოსტი ცივილიზებულ სამყაროში უკვე კარგადაა აპრობირებული

მისი პასიურობა ადგილობრივ არჩევნებში აშკარად ზიანის მომტანი გახდა მის მიერვე შექმნილი პარტიისათვის. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ბატონი ბიძინა კვლავ გახდება “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე. ამ შემთხვევაში, მას რომც არ ეჭიროს სახელმწიფო სტრუქტურებში მმართველობითი თანამდებობა ვერავინ გაამტყუნებს საპარლამენტო უმრავლესობის თუ მთავრობის არაფორმალურ მმართველობაში.
ის მოდელი, როცა პარტიის ლიდერს არ უკავია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან დეპუტატის პოსტი ცივილიზებულ სამყაროში უკვე კარგადაა აპრობირებული.
პრეზიდენტის პოსტზე კი ბატონი ბიძინას არჩევა მისთვის შეცდომა იქნება, რადგანაც თუ დღეს ითვლება, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ახლად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირობებში, როცა პრეზიდენტს მმართველობითი ფუნქციები პრაქტიკულად აღარ რჩება, მის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავება უკვე შეფასებული იქნება, როგორც ქვეყნის არაკონსტიტუციური მმართველობა.
- მთავრობა ეკონომიკის სფეროში გარკვეული წარმატებებით კი იწონებს თავს, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად მოსახლეობას არც შემოსავლები ეზრდება, არც დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს, სოციალური ფონი თუ არ მძიმდება, აშკარად არ უმჯობესდება. მეტიც, ეკონომიკის სფეროში ყველა ბანკების დომინანტურ მდგომარეობაზე საუბრობს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკის სფეროში გლობალურ ხედვებსა და ფუნდამენტურ ცვლილებებზე კი საუბრობენ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ რეალურად, ეკონომიკის რეალურ სექტორში არც არაფერი იცვლება.
თქვენ როგორ დაახასიათებდით ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და რა შანსები აქვს ხელისუფლებას, რომ განახორციელოს ეკონომიკაში როგორც გლობალური ხედვები, ისე არაორდინარული მიდგომები და ცვლილებები, თუ რათქმაუნდა, ასეთი რამ მათ აქვთ?

- ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის თქვენთანაც. ის, რომ ქვეყანას აქვს 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ეს მისასალმებელია, თუმცა ის, რის ხარჯზეც მიიღწევა ეს ზრდა არ არის მდგრადი. ეკონომიკის რეალური სექტორი კვლავ სუსტადაა განვითარებული, ტურიზმი ამ ვითარებაში ამუშავებს საქართველოში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკის რეალურ სექტორებს.
მთავრობა უნდა მიუბრუნდეს 2014 წელს დამტკიცებულ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიას, ის გაანახლოს და მისი მიხედვით იმოქმედოს

ჩემთვის ბუნდოვანია თუ რა ”გლობალურ ხედვებსა და ფუნდამენტურ ცვლილებებზეა” საუბარი. საკითხი ბევრად მარტივია. კერძოდ, მთავრობა უნდა მიუბრუნდეს 2014 წელს დამტკიცებულ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიას, ის გაანახლოს და მისი მიხედვით იმოქმედოს.
- მთავრობამ ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელება დაანონსა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მალე ბიზნესმენებს ბიუროკრატიული საგადასახადო დოკუმენტაცია შეუმცირდებათ, რეგიონებში გამარტივდება ადგილობრივი მოსახლეობიდან პროდუქციის შესყიდვა როგორც პროცედურული, ისე საგადასახადო კუთხით და იგი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დაეფუძნება. ასევე, გამარტივდება საქართველოში კომპანიების ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირება.
ვერაფერს იტყვი, ინიციატივები კარგია, მაგრამ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად ეფექტური აღმოჩდება ის საგადასახადო ინიციატივები, რომლის განხორციელებას ხელისუფლება გეგმავს?

- მთავრობის ამ ახალ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები - რაც უფრო გამარტივდება საგადასახადო დოკუმენტაცია ეს მით უფრო შეზღუდავს კორუფციის შესაძლებლობას, შეამცირებს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს.
- სულ ცოტა ხნის წინ ხმაური მოჰყვა იმას, რომ რიგ მარკეტებში ხინკალში, ძეხვში, სოსისში და ხორცეულის სხვადასხვა ნაწარმებში ვირისა და ცხენის ხორცი აღმოჩნდა. ამის ფონზე ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ ხორცპროდუქტების ისეთ ადგილებში შეძენისაგან, სადაც ხორცის შენახვის ნორმები დაცული არაა.
ზოგადად, სურსათის სააგენტოს მოწოდებაში ვერ შეედავები, მაგრამ ვითარებაში, როცა მოსახლეობა სულ უფრო მეტად ცდილობს სურსათის მსხვილ მარკეტებში შეძენას, ალბათ მისი ყურადღება უფრო მეტად უნდა ყოფილიყო გამახვილებული მარკეტებში ხორცპროდუქტების ხარისხზე.
თქვენი დაკვირვებით რასთან გვაქვს საქმე - ჩვეულებრივ არაპროფესიონალიზმთან თუ ამ სფეროში საკმაოდ დიდ კორუფციასთან, რომელზეც ხელისუფლების ეფექტიანი რეაგირება აშკარად აგვიანებს?

- ეს პრობლემა სულაც არ არის ახალი. როდესაც ბრიუსელი საქართველოს მთავრობისგან ითხოვდა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დასამყარებლად თბილისს მიეღო შესაბამისი კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, „ნაცების“ მთავრობა ამას ეწინაარმდეგებოდა ვითომდა ბიზნესის ინტერესებიდან, მისი არშეზღუდვიდან გამომდინარე. თითოეულ ჩვენთაგანზე როგორც მომხმარებელზე კი ეს ხელისუფლება სულაც არ ზრუნავდა.
დღეს ევროკავშირთან საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რაც გვაიძულებს მომხმარებელთა უფლებების ევროპული სტანდარტებით დაცვას. რასთან გვაქვს საქმე - კორუფციასთან, არაპროფესიონალიზმთან, თუ ორივესთან ერთად, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ.
ჩვენ გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები როგორც ენერგეტიკაში, ისე გარემოს დაცვაშიც და მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მათი ცოდნის გამოყენებით მიიღოს შეჯერებული გადაწყვეტილება

მივესალმები, რომ დღეს ქვეყანაში გააქტიურებელია ამ მიმართულებით მუშაობა, რაც ქმნის იმის იმედს, რომ მომხმარებლების ინტერესები უკეთ იქნება დაცული.
- უნდოდა ეს ვინმეს თუ არა, ჰესების მშენებლობების საწინააღმდგო ტალღა ქვეყანაში რეალურად აგორებულია. ამ თემაზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვებია დაგროვილი, რომელზეც პასუხების დროულად გაცემაზე თავს არავინ იწუხებს.
ამგვარი კითხვების ჩამონათვალი კი ასეთია - სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტიებს ხელისუფლება რატომ იძლევა? ანდა მათი ფასი საკმოად მაღალი რატომაა? რეალურად ვინ დგანან ჰესების ინვესტორების უკან?
ამას წინათ გავეცანი ინფორმაციას, რომ ევროპის ქვეყნებში 3 ათასზე მეტი ჰიდროელექტროსადგურია გაუქმებული და ახლა მათი უმეტესობა დასვენების კერებადაა ქცეული. ევროპა ეკოლოგიაზე ზრუნავს და კარგია, რომ ამგვარი გეგმები ჩვენ ენგურჰესზეც გვაქვს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით?

- ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იაფი ელექტროენერგიის წარმოებას. იმავდროულად, აუცილებელია გააზრებული და შეჯერებული ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმოება, რათა მომრავლებულმა ჰიდროელექტროსადგურებმა არ გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა.
ისევ და ისევ მივადექით პროფესიონალიზმის თემას. შეცდომა იყო ბუნებრივი რესურებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა და მიერთება ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან.
ჩვენ გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები როგორც ენერგეტიკაში, ისე გარემოს დაცვაშიც და მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მათი ცოდნის გამოყენებით მიიღოს შეჯერებული გადაწყვეტილება.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”







მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები