არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებულ სკანდალს ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება ეხმაურება
20:41 19-05-2017
ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებულ სკანდალს ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება ეხმაურება ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებულ სკანდალს ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება ეხმაურება. დეფაქტო საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს საქართველოს პოლიტიკა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

„ბატონი ზალბერის მიერ გამოვლენილი დიპლომატიური თავაზიანობა საქართველოში აღიქვეს, როგორც ევროპული კავშირისგან მისი ინტერესების ღალატი. გასაგებია, რომ საქართველოში გაჩაღებული ეს ისტერიკა ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს ხელმძღვანელობა შესაშური სიჯიუტით ახდენს კატეგორიულ მიუღებლობას შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით და ბოლომდე ცდილობს მოეჭიდოს პროპაგანდისტულ პროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“. საქართველოში აშკარად ბოროტად იყენებენ საერთაშორისო არენაზე მისი ინტერესების უპირობო მხარდაჭერის მოთხოვნებს, მათ შორის შუამავალთა მხრიდანაც, რომლებმაც უნდა დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ოფიციალური თბილისის ქცევა საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს ობიექტური აზრი სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ მისი შესაძლებლობის ხარისხზე. ჟენევის დისკუსიის ქართველი მონაწილეების ასეთი განწყობა დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაბრკოლებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებასა და მიღების გზაზე“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე „ხელშეკრულება“ გააფორმეს
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.