არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას
17:13 13-03-2018
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ამგვარი განცხადება არ არის საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას“, - განაცხადა დაურ კოვემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე.

„ჩვენი აზრით, ამგვარი დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, - აღნიშნა მან.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დაინახავენ „სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის“ ჩამოსაყალიბებლად, მაშინ აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობა მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები