არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ონლაინგამოცემა "სოვა" - ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ
22:22 13-03-2018
ონლაინგამოცემა "სოვა" - ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გადასცემენ, რომელიც 18 მარტს გაიმართება.

“ზუსტდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ დაუბრუნებენ, ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი”, - განაცხადა ჟურნალისტმა ონლაინგამოცემა "სოვასთან" საუბარში.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.




მასალის გამოყენების პირობები