არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია
09:46 10-08-2018
 რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია.
ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მოწვევები დავუგზავნეთ იმ ქვეყნების ლიდერებს, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. კერძოდ, შესაბამისი წერილები გავუგზავნეთ რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენლებს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მან აფხაზეთში მიიწვია რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტების წარმომადგენლები, ვინც „აფხაზეთს აქტიურად ეხმარებოდნენ საომარი მოქმედებების პერიოდში“.
აღსანიშნავია, რომ კრემლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.



მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
 ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის, მეოთხე საჰაერო არმიის მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს.