არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება
11:15 22-12-2017
ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება 27 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 19:00 საათზე, ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“ პრემიერა გაიმართება. „რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები - არმაზ დარაშვილი (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანი (რიგოლეტო), გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი (ჯილდა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

დამდგმელი დირიჟორები არიან რევაზ ჯავახიშვილი და მაია გაჩეჩილაძე, თეატრის ახალი მთავარი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დღეს ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს