არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
22-07-2018
კულტურის სამინისტროში „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება
09:33 25-12-2017
კულტურის სამინისტროში „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის - „პარაორკესტრი“ კონცერტი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტი დღეს 17:00 საათზე ჩატარდება.

”მუსიკალური ორკესტრი -„პარაორკესტრი“, რომელიც ყველა კატეგორიის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აერთიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა“ 2014 წელს დააფუძნა.
ორგანიზაციის მიზანია არტთერაპიის საშუალებით აღნიშნული სპექტრის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორკესტრის რეპერტუარშია, როგორც კლასიკოსი, ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, მუსიკა კინოფილმებიდან, ჯაზური კომპოზიციები და სხვა.

„პარაორკესტრი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებს - სამინისტრო ყოველწლიურად უწყობს ხელს პარაორკესტის შემოქმედებით საქმიანობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები