არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა
20:08 25-12-2017
მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, უწყებაში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მანანა ბერიკაშვილმა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.
თანამდებობაზე რჩება პროექტის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, მანანა ბერიკაშვილს კი სხვა მოადგილე ჩაანაცვლებს, რომლის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

გასულ კვირას, მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მანანა ბერიკაშვილის განცხადებას ემოციური უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები