არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა
08:33 26-12-2017
მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, უწყებაში უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მანანა ბერიკაშვილმა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.
თანამდებობაზე რჩება პროექტის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, მანანა ბერიკაშვილს კი სხვა მოადგილე ჩაანაცვლებს, რომლის ვინაობა დღეს გაირკვევა.

გასულ კვირას, მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მანანა ბერიკაშვილის განცხადებას ემოციური უწოდა.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები