არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრს უბრუნდება
18:12 27-12-2017
გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრს უბრუნდება მსახიობი გია როინიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გია როინიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც გია როინიშვილი აღნიშნავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეატრში მისი აღდგენის თაობაზე სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
„სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუმანიშვილის თეატრში ჩემი აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის (ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!“, - წერს გია როინიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები