არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
23-10-2017
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" ლესელიძის ქ. #37-ში მდებარე ქონებას ელექტრონული აუქციონის ფორმით გაყიდის
08:55 10-07-2013
"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" ლესელიძის ქ. #37-ში მდებარე ქონებას ელექტრონული აუქციონის ფორმით გაყიდის უახლოეს დღეებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. N37-ში მდებარე უძრავ ქონების პრივატიზებას და ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ვებ-გვერდზე: www.privatization.ge. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N 01.18.03.048.020) მოიცავს 866 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს: N1, N3, N4, N5, შენობების საერთო ფართია 1059 კვ.მ.; აგრეთვე შენობას - N2. ძირითადი შენობა 3-სართულიანია.

საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს ქალაქის შუაგულში, ძველ უბანში. მიმდებარე ტერიტორია გამოირჩევა კომერციული დანიშნულების ობიექტების სიმრავლით. შემოგარენში განთავსებულია უამრავი კაფე, რესტორანი, სუვენირების მაღაზია, კულტურულ-გასართობი დაწესებულება და ბიზნეს-ცენტრი. ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და მზად არის განიხილოს თქვენი დაინტერესება და წინადადებები საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ სააგენტო შემოგთავაზებთ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და გაგაცნობთ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებით. ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 299 11 11 (1).

სახელმწიფო ფლობს ქონებას როგორც თბილისში, ასევე - საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ქვეყნის ინტერესებშია ამ ქონების გონივრული განკარგვა - პრივატიზება ან სარგებლობის უფლებით გადაცემა იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს არსებული რესურსის, ინფრასტრუქტურისა და ზოგადად - ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.

ფოტოგალერეის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.147850432071834.1073741839.126276784229199&type=1&l=67ee4fba75

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
როდესაც შენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია (R)
ალბათ ყველას ახსოვს ზღაპარი „პინოქიოდან“ ჯომინი კრიტეკი, პატარა კალია, რომელიც ასანთის ყუთში ცხოვრობდა და ხის კაცუნა პინოქიოს სინდისად „მუშაობდა“.
„ვისოლ ჯგუფის“ და „კარფურის“ მორიგი პროექტი
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“
რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე PACS - სისტემის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში
ბრიტანეთის საელჩოში ქართული კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს (www.next-gt.com) ორგანიზებით გაიმართა PACS-სისტემის ბრიტანული ბრენდის, „Biotonics 3D“-ს პრეზენტაცია.
„ჯითი გრუპმა“ ფორდის სატვირთო ავტომობილების ცენტრი გახსნა
კომპანია "ჯი თი გრუპმა", დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, Ford Trucks-ის ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ფორდის
”კრედიტინფო საქართველო” მომხმარებელს საკუთარი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების სერვისს სთავაზობს
საკრედიტო ინფორმაციის ბიურო ”კრედიტინფო საქართველო” მომხმარებელს საკუთარი საკრედიტო ისტორიის
კომპანია ”ბადაგონმა“ ჩინეთში მნიშვნელოვანი პროცესი მოიგო
კომპანია ”ბადაგონმა“ ჩინეთში მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო, - აღნიშნული საკითხის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე
დავით ქაცარავა საქართველოში Cat-ის მობილური ტელეფონების სახე გახდა
17 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი რუმსში“ Cat-ის ორი ახალი გამძლე სმარტფონის, Cat S31-ის და Cat S41-ის პრეზენტაცია გაიმართა.
საიუბილეო შეთავაზებები “ახალ ნათებაში”
“ახალი ნათების” პირველი მაღაზია 18 წლის წინ, 18 ოქტომბერს, დიდუბის ქუჩაზე გაიხსნა. იუბილესთან დაკავშირებით კომპანიაში
სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის
თბილისში სილქნეტის ახალი აქცია ამოქმედდა. მსურველი, რომელიც დარეგისტრირდება ოპტიკურ ქსელში და გაიაქტიურებს პაკეტს ინტერნეტითა და ტელევიზიით,
11 ნოემბერს, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი მსოფლიოში აღიარებული შოუ-პროგრამით ეწვევა
11 ნოემბერს, თბილისს მოსკოვის სახელმწიფო ცირკი “ძმები ზაპაშნები“, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით UFO ეწვევა.