არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსხვილი უცხოელი ინვესტორი, რომელმაც საქართველოში მილიონების ინვესტირება მოახდინა, მოითხოვს მიეცეს ბიზნესის წარმოების საშუალება
08:25 15-02-2017
მსხვილი უცხოელი ინვესტორი, რომელმაც საქართველოში მილიონების ინვესტირება მოახდინა, მოითხოვს მიეცეს ბიზნესის წარმოების საშუალება შპს „ბაზელი“, რომელიც ფლობს კრწანისის რეზიდენციას, საქართველოში საქმიანობას ეწევა ჯერ კიდევ 2005 წლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც მსხვილ ინვესტორთა რიცხვი საქართველოში დიდი არ იყო. შპს ბაზელმა არა მარტო 15 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტში, დამატებით, ქონების და მიწის გადასახადების სახით მილიონები შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტებში და დაიქირავა ასობით თანამშრომელი და კონტრაქტორი, არამედ ხელი შეუწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს, საფრანგეთის საელჩოს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დაფუძნებას და განვითარებას საქართველოში. ის არის ასევე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა (AMCHAM) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მნიშვნელოვანი წევრი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შპს „ბაზელი“ იძულებული იყო შეეწყვიტა თავისი განვითარება და ინვესტირება საქართველოში იმ პირის უსაფუძვლო სარჩელების გამო, რომელსაც არავითარი საქმიანი ურთიერთობა და კავშირი არ ჰქონდა საქართველოსთან, გარდა სურვილისა, რომ ზიანი მიეყენებინა კომპანიისთვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებით. ადგილობრივი სასამართლოების მიერ ყველა სარჩელი უარყოფილი იქნა, რადგან დადგინდა, რომ მათ ამ დავებზე იურისდიქცია არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ინსტანციებს შორის საქმის უსაფუძვლო გადამისამართებით საბოლოო შედეგის დადგომა წლობით დაყოვნდა.

დაუსაბუთებელი სარჩელის საფუძველზე კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება და ამ სასამართლოს გადაწყვეტილების წლობით ლოდინი წარმოადგენს უცხოელი ინვესტორისადმი და საერთოდ ბიზნესისადმი არაგულისხმიერ დამოკიდებულებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაუსრულებელი განხილვები საბოლოოდ დასრულდეს და შეწყდეს შპს „ბაზელის" საქმიანობაში ჩარევა.

კომპანია „ბაზელი“ ელოდება, რომ სააპელაციო სასამართლო დაადასტურებს თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, რომლითაც შეწყდა „ბაზელის“მიმართ წარდგენილი სარჩელზე წარმოება. „ბაზელი“ ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო ინსტანციის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანა შემდგომი გაჭიანურების გარეშე მოხდება.

რამდენიმე საელჩო, მათ შორის შვეიცარიის საელჩო საქართველოში, აკვირდებოდა „ბაზელის“ მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ინვესტორთა უფლებების დასაცავად და იმის საჩვენებლად, რომ ინვესტორთა უფლებების არასათანადო ჩარევებისგან დაცვა შესაძლებელია სასამართლოში და რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა ჯეროვნად ფუნქციონირებს.

შპს „ბაზელი“

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Colliers International Georgia ქართულ ბაზარზე ოფისების საძიებო ახალ პლატფორმას ნერგავს
OfficeExpert უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაა, რომლიც კომპანია Colliers International-ის მიერ არის შექმნილი. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში
"სამსუნგის" პოპ-აპი პირველად საქართველოში
"სამსუნგის" პოპ-აპი თბილისი მოლში გულგრილად გვერდის ავლას გამორიცხავს. არ არსებობს, რომ ვირტუალური რეალობის სამყაროში
"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
“საბერძნეთის პეტროლიუმის” პრეზიდენტი და და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი და “საბერძნეთის პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიის “ეკოს”
„მონოლით ჯგუფის“ აქცია - ბინა თვეში 780 ლარიდან და საჩუქარი
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ,
ლევან სამხარაულის ლაბორატორიის დასკვნით "გალფის" საწვავში მინიმუმამდეა დაყვანილი გოგირდის მაჩვენებელი და თითქმის არ შეინიშნება ტყვია
"გალფი" კვლავ ასაჯაროებს მისი საწვავის ლაბორატორიული შემოწმების პასუხებს. ამჯერად კვლევა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა.
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში
სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად ! + ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
ჭორია თუ რეალობა ? ფაქტია, რომ Jeep-ის ცენტრმა ლეგენდარული და გრანდიოზული Grand Cherokee სრული პაკეტით სენსაციურ ფასად შემოგვთავაზა
”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” საქართველოში უმაღლეს ამერიკულ განათლებას აფინანსებს
”ევროპული სკოლის” ოქროს მედალოსან კურსდამთავრებულ ანი გვერდწითელს 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას”სან-დიეგოს სახელმწიფო
საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება
20 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია-წითელი ხალიჩა გაიმართება.
21 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პრესცენტრი გაიხსნება
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფარგლებში პრესის აკრედიტაციების გაცემა დაიწყო.