არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მონოლით ჯგუფის ბინა საახალწლო საჩუქრით და საუკეთესო გადახდის პირობით
08:14 06-12-2017
მონოლით ჯგუფის ბინა საახალწლო საჩუქრით და საუკეთესო გადახდის პირობით სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ საახალწლო აქციას იწყებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ საახალწლო შეთავაზება თქვენთვისაა - 15 იანვრამდე, Monolith Residence Ortachala-ს კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ დაგასაჩუქრებთ ავეჯისა და ტექნიკის 5000 ლარიანი ვაუჩერით, ხოლო სესხის დასაფარად დაბალპროცენტიან, 15 წლამდე ვადის მქონე საბანკო განვადების პირობას შემოგთავაზებთ, რა შემთხვევაშიც ყოველთვიური საბანკო შენატანი 750-800 ლარის ფარგლებში მოგიწევთ. ბინის შესაძენად აუცილებელია ბინის ღირებულების 10%-ანი თანამონაწილეობა, დადასტურებელი შემოსავლების შემთხვევაში, ხოლო დარჩენილ თანხაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 15 წლიანი, დაბალპროცენტიანი განვადების პირობით სარგებლობა. დაუდასტურებული შემოსავლების შემთხვევაში ასევე გაიცემა დაბალპროცენტიანი, მაქსიმუმ 15 წლამდე ვადის მქონე სესხი, რა შემთხვევაშიც ბინის ღირებულების 30%-ანი თანამონაწილეობაა აუცილებელი.
Monolith Residence Ortachala-ს კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბეჟან კალანდაძის N3-ში მდებარეობს. კომპლექსი დასრულებულია და ამჟამად უკვე 9 სართულიანი კორპუსის ფასადის სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში პროექტი სრულად ბარდება.

„Monolith Residence Ortachala“ 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსადგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 85% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბინაზე შეაჩერონ.

კომპლექსის მახასიათებლები და რეკრეაციული ზონა: კომპლექსიდან ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოშია განთავსებული. კომპლექსს აქვს იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც მონტაჟდება სასრიალოები, საქანელა, ეწყობა ქვიშის მოედნები. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, შესაბამისად კორპუსი იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში მონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, თითოეულ ბინაში კი ისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებული და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები და მრავალი სხვა. წელს კი „მონოლით ჯგუფის“ დაფინანსებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განხორციელდა - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკის და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო, აღდგენით სამუშაოები სწორედ „მონოლით ჯგუფის“ მიერ დაფინანსდა, რათა საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობას საუკუნეების მანძილზე შეუნარჩუნდეს და გადაეცეს უდიდესი და უნიკალური ათასწლოვანი საგანძური - თამარ მეფის ფრესკა და მე-12 საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობა.

დღეისათვის კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და სამი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და „მონოლით ჯგუფის“ ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.
”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ „მონოლით ჯგუფში“.
„მონოლით ჯგუფის“ ხარისხისა და დასრულებული კორპუსების შეფასებისთვის, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც „მონოლით ჯგუფის“ მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაყიდვების ოფისის ტელ: 595 99 77 00
www.monolith.ge

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრესსამსახური - გიორგი რამიშვილს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს
გიორგი რამიშვილის პრესსამსახური მედიაში ერთ-ერთი “პოლიტიკოსის“ მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური შეფასების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
ისწავლე ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაში საბერძნეთში, თესალონიკში, შეფილდის უნივერსიტეტში
ისწავლე თესალონიკში. მიიღე ბრიტანული შეფილდის უნივერსიტეტის ხარისხი! ეძებთ ხარისხიან განათლებას, აკრედიტირებულ და აღიარებულ ბრიტანულ აკადემიურ ხარისხს,
სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელი დაუშვებლად ცნოს
სააქციო საზოგადოება "ჰიუნდაი ავტო საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ამ ბოლო პერიოდში,
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
უძრავი ქონების სერვისების კომპანიამ ერთ-ერთი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში განახორციელა მტკვრის მარცხენა სანაპიროს,
არხი „სილქ უნივერსალი“ განახლებული ფორმატით მაუწყებლობს
„სილქ უნივერსალი“ ახალი წლიდან განახლებული ფორმატით მაუწყებლობს. არხი სპორტული რეპორტაჟების გარდა, მაყურებელს
"სილქნეტის" მომხმარებლებისთვის "რუსთავი 2"-ზე გადახვევის ფუნქცია დაბრუნდა
დღეიდან SilkTV-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამას გადახვევის 10 დღიანი რეჟიმით ადევნოს თვალი.
სს "მისო კრისტალმა" 10 მილიონი ლარის ღირებულების არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა
ს.ს. მისო „კრისტალმა“ წარმატებით უზრუნველყო 10 მილიონი ლარის ღირებულების 2-წლიანი (2019 წლის დეკემბრამდე) კორპორატიული
"გალფი" იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
ნავთობკომპანია "გალფი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.
დეველოპერული კომპანია „აქსისი“ Office 365-ზე გადავიდა
„მაიქროსოფთსა“ და „აქსისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა დეველოპერულ კომპანიაში ახალი პლატფორმის - Office 365 დანერგვას ითვალისწინებს.
„არქი ჯგუფმა“ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ბინით დააჯილდოვა
“არქი ჯგუფმა“ ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბინა გადასცა. ოთხოთახიანი ბინა, რომლითაც მსოფლიო რეკორდსმენი დაჯილდოვდა,