არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა
08:05 06-12-2017
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისქბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.

ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. „ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას" - განაცხადა კენ უოლშმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ისწავლე ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაში საბერძნეთში, თესალონიკში, შეფილდის უნივერსიტეტში
ისწავლე თესალონიკში. მიიღე ბრიტანული შეფილდის უნივერსიტეტის ხარისხი! ეძებთ ხარისხიან განათლებას, აკრედიტირებულ და აღიარებულ ბრიტანულ აკადემიურ ხარისხს,
სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელი დაუშვებლად ცნოს
სააქციო საზოგადოება "ჰიუნდაი ავტო საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ამ ბოლო პერიოდში,
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
უძრავი ქონების სერვისების კომპანიამ ერთ-ერთი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში განახორციელა მტკვრის მარცხენა სანაპიროს,
არხი „სილქ უნივერსალი“ განახლებული ფორმატით მაუწყებლობს
„სილქ უნივერსალი“ ახალი წლიდან განახლებული ფორმატით მაუწყებლობს. არხი სპორტული რეპორტაჟების გარდა, მაყურებელს
"სილქნეტის" მომხმარებლებისთვის "რუსთავი 2"-ზე გადახვევის ფუნქცია დაბრუნდა
დღეიდან SilkTV-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამას გადახვევის 10 დღიანი რეჟიმით ადევნოს თვალი.
სს "მისო კრისტალმა" 10 მილიონი ლარის ღირებულების არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა
ს.ს. მისო „კრისტალმა“ წარმატებით უზრუნველყო 10 მილიონი ლარის ღირებულების 2-წლიანი (2019 წლის დეკემბრამდე) კორპორატიული
"გალფი" იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
ნავთობკომპანია "გალფი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.
დეველოპერული კომპანია „აქსისი“ Office 365-ზე გადავიდა
„მაიქროსოფთსა“ და „აქსისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა დეველოპერულ კომპანიაში ახალი პლატფორმის - Office 365 დანერგვას ითვალისწინებს.
„არქი ჯგუფმა“ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ბინით დააჯილდოვა
“არქი ჯგუფმა“ ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბინა გადასცა. ოთხოთახიანი ბინა, რომლითაც მსოფლიო რეკორდსმენი დაჯილდოვდა,
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი