არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა
08:05 06-12-2017
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისქბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.

ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. „ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას" - განაცხადა კენ უოლშმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს სს სინერჯის კაპიტალის პარტნიორები საბრუნავი სახსრებისთვის და განვითარებისთვის კაპიტალის გაზრდაში დაეხმარება
"კომპანიებს, რომლებიც თვლით, რომ განვითარების დიდი პოტენციალი გაქვთ და უკვე გამოირჩევით განსაკუთრებული პროდუქტით,
„მეტრა დეველოპმენტს“ მათივე კომპლექსის - „მეტრა პარკის“ მობინადრეები უჩივიან
თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსის მობინადრეები, დეველოპერულ კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ უჩივიან და მოითხოვენ,
მაკა ასათიანის ღია წერილი ეკა გიგაურს
მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს ღია წერილით მიმართავს, ბოლო პერიოდში ორგანიზაციის
"მაკდონალდს საქართველოს" დირექტორმა ფლორიდაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი დირექტორი ფლორიდაში გამართულ კონფენციაზე მსოფლიოს საუკეთესო დირექტორად დაასახელეს.
სიახლე SILK TV-ის აბონენტებისთვის - 1 დღით 1 არხი 1 ლარად
სილქნეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სატელევიზიო მომსახურებაში, განაახლა ძირითადი და თემატური პაკეტები, ხელმისაწვდომი გახადა ექსკლუზიური
დაიწყე ცხოვრება ვაკეში დღესვე (R)
„არაყიშვილი რეზიდენსის“ დასრულებულ პროექტში საზაფხულო შეთავაზებები დაიწყო. დარჩენილ 15 ბინაზე ვრცელდება 10%-მდე ფასდაკლება
საქართველოში “მერსედესის” წარმომადგენლობის დამფუძნებელი, დავით ძოწენიძე განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე დღეა ვაკვირდები პრესაში გავრცელებული მაკა ასათიანისა და მისი ადვოკატების განცხადებებს. მაქსიმალურად ვეცადე თავის შეკავება,
ტერაბანკმა კრწანისის ფილიალი „ფინანსური სახლის“ კონცეფციით განაახლა
„ფინანსური სახლის“ კონცეფციით ტერაბანკის კიდევ ერთი, ამჯერად გორგასლის ქუჩის N37-ში მდებარე ფილიალი განახლდა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს
მაკა ასათიანის ადვოკატები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ბიზნესმენ მაკა ასათიანის ადვოკატები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. გავრცელებულ
Hennessy Be Very Special ბარმენების კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ცისკაძე გახდა
„ჰენესის“ ბარმენების კონკურსზე Hennessy Bartenders Competition 2018, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩატარდა, ალექსანდრე ცისკაძემ