არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ტერაბანკმა კრწანისის ფილიალი „ფინანსური სახლის“ კონცეფციით განაახლა
08:05 16-07-2018
ტერაბანკმა კრწანისის ფილიალი „ფინანსური სახლის“ კონცეფციით განაახლა „ფინანსური სახლის“ კონცეფციით ტერაბანკის კიდევ ერთი, ამჯერად გორგასლის ქუჩის N37-ში მდებარე ფილიალი განახლდა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს 16 ივლისიდან მოემსახურება და სრულიად განსხვავებულ, კომფორტულ გარემოს შესთავაზებს.

ფინანსური სახლის კონცეფციის შესაბამისად, გორგასალზე მდებარე ფილიალში მისულ მომხმარებლებს განსაკუთრებული სივრცე, მყუდრო გარემო, კომფორტული ინტერიერი, მეგობრული პერსონალი, მათზე მორგებული მომსახურება და შეთავაზებები დახვდებათ. ფილიალში მათ სრული საბანკო სერვისების მიღება შეეძლებათ.

„ტერაბანკმა მომხმარებლებს კიდევ ერთი განახლებული ფილიალი წარუდგინა. ჩვენ ფილიალების ქსელის განახლებასა და გაფართოებას ვაგრძელებთ, რათა სასურველი საბანკო სერვისები მაქსიმალურად კომფორტულად და მათთვის მოსახერხებელ ადგილას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს“, — აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი ფინანსური სახლის კონცეფციის განვითარებას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს. აღნიშნული კონცეფცია მთავარი გზავნილის — "ჩემი ფინანსური სახლის" ირგვლივაა აგებული და მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების კომფორტულ და მყუდრო გარემოში გაწევას ითვალისწინებს. ამჟამად ამ კონცეფციით უკვე 14 ფილიალი ფუნქციონირებს. ტერაბანკის ფილიალების „ფინანსური სახლის“ კონცეფციით განახლება კვლავაც გრძელდება.

ტერაბანკი საქართველოს ბაზარზე 18 წელია ფუნქციონირებს, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირდება. იგი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს, დაბი ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვანი ბიზნესჯგუფია და სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. დაბი ჯგუფს არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)



მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
„ბადაგონის“ ბრენდში ჩინელი პარტნიორები საწყის ეტაპზე 30 მილიონამდე ინვესტიციის ჩადების ვალდებულებას იღებენ!
ჩინეთში, ქალაქ თიენძინში „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა ლუ ჟუნგმინგმა ხელი
ქალაქში ყველაზე მოქნილი საოფისე სივრცე გაიხსნა
დღესდღეობით, უძრავი ქონების ბაზარზე რთულია იპოვო ისეთი სამუშაო სივრცე, რომელიც თანაბრადმოერგება მცირე და საშუალო ბიზნესებს. კომპანიები, რომლებმაც
.GE დომენის რეგისტრაცია და ვადის გაგრძელება გამარტივდა
Domenebi.ge-ს მეშვეობით .GE დომენის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა და მას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. გარდა ამისა, ახლა უკვე შესაძლებელია
საქართველოში Samsung-ის უახლესი და სუპერ მძლავრი Galaxy Note 9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო (R)
Samsung_ის უახლესი და სუპერ მძლავრი ფლაგმანის, Galaxy Note9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო და 30 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს!! შეუკვეთეთ წინასწარ
PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა
13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.
კომპანია "წყალი მარგებლის" ორგანიზებით კურორტ ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018"-ტრადიციული დოღი გაიმართება
წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2018“ - ტრადიციული
"კრისტალი" კიდევ ერთხელ მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს და რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს გუნდს აფინანსებს
კონკურსის წლევანდელი თემა - ენერგოეფექტურობაა, რაც სრულად ესადაგება კრისტალის „მწვანე“ ფილოსოფიას და კორპორაციულ კულტურას.
კლინკერის იმპორტზე ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი რამდენიმე ქარხანა გაჩერდა
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით ბაზარზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება უარესობისკენ. მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ცემენტის
Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა და ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი "BB-" დაადასტურა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა და ბანკის გრძელვადიანი
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
საქართველოში ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა დღეს პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების სახელზე საგანგებო მიმართვა