არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
„მეტრა დეველოპმენტს“ მათივე კომპლექსის - „მეტრა პარკის“ მობინადრეები უჩივიან
08:30 18-07-2018
„მეტრა დეველოპმენტს“ მათივე კომპლექსის - „მეტრა პარკის“ მობინადრეები უჩივიან თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსის მობინადრეები, დეველოპერულ კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ უჩივიან და მოითხოვენ, რომ კომპანიამ მათი საცხოვრებელი ბინების უშუალო სიახლოვეს ახალი მასშტაბური მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აიღოს.

დეველოპერულ კომპანიას 11,000 კვ. მეტრის ! აშენება აქვს განზრახული, რასაც კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივად და ხელოვნურად გამწვანებულ უნიკალური ხე-ნარგავებით (მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი წიწვოვანი ხეებით) დაფარულ კლდოვან ფერდობზე აპირებს, რითაც არათუ მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება, არამედ თავად მეტრა-სვე გაჟღერებულ მწვანე ქალაქის კონცეფციას და ეკოლოგიის შენარჩუნების კონცეფციას ეწინააღმდეგება.

ამის თაობაზე მობინადრეების ადვოკატი გენადი ზარანდია აცხადებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მეტრამ უკვე მოახერხა და თბილისის მერიაში შეათანხმა ორი ესკიზი. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული ესკიზები დასაბუთებული ეჭვის მაღალი ხარისხით მოტივირებულია იმით, რომ არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გვერდის ავლით მეტრამ შეათანხმოს სამშენებლო დოკუმენტაცია, შესაბამისად შემდეგი მოსალოდნელი ნაბიჯია, რომ დეველოპერულმა კომპანიამ კომპლექსის მობინადრეთა აზრის და ინტერესების საწინააღმდეგოდ სცადოს სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მშენებლობის უფლების მოპოვება, - აცხადებს ზარანდია.

მისი თქმით, დაგეგმილი ახალი მშენებლობა ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის ღონისძიებებს, კერძოდ, სამუშაოები დაგეგმილია აქტიურად გამწვანებულ ზონაში. ნაკვეთი, თავისი მახასიათებლებით, რეალურად, სატყეო ზონის კატეგორიისაა, დედაქალაქის ახალი გენგეგმის პროექტითაც აღნიშნულ ნაკვეთზე შეზღუდულია განაშენიანება.

InterPressNews.Ge„კომპანიის მხრიდან მობინადრეების უფლებების შელახვად ვაფასებთ იმას, რომ მისი განზრახვა - ფაქტობრივად თავზე დააშენოს მათ ერთ-ერთი ესკიზით განსაზღვრული 45 მეტრიანი კორპუსები, ყველაფერთან ერთად ლახავს მათ კომერციულ ინტერესსაც. კვალიფიციურ ექსპერტთა შეფასებით დაგეგმილი მშენებლობა გამოიწვევს არსებული ბინების კომერციული ფასების მნიშვნელოვან შემცირებას.

მეტრა ყველა დაინტერესებულ პოტენციურ და არსებულ მობინადრეს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას პირდებოდა, არსად, არც სოციალურ ქსელში ან ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ასახავდა იმ ინფორმაციას, რომ თურმე გრანდიოზული მშენბლობების განხორციელება ქონდა დაგეგმილი კლდის ფერდობზე, კომპლექსის გამწვანებულ ნაწილში. ყოველივე ეს მობინადრეებში რასაკვირველია უკმაყოფილებას და დეველოპერისაგან მწარედ მოტყუების განცდას იწვევს. მათ ოფიციალური წერილითაც მიმართეს დეველოპერულ კომპანიას რომ აღნიშნულ მშენებლობას საკუთარი ინტერესების უხეშ დარღვევედ თვლიან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მას.

რა თქმა უნდა არავის სურს სამშენებლო მოედანზე წლების განმავლობაში ყოველდღიური საფრთხის მოლოდინში ცხოვრება, მით უმეტეს რომ ბევრი ჩვენგანი ძველი დეველოპერისაგან გაწბილებული 10 წელიწადი ელოდებოდა გაპრობლემებული მშენებლობის დასრულებას“, - აცხადებენ მობინადრეები.

გენადი ზარანდიას თქმით, ეს არის მთავარი მომენტები, თუმცა „მეტრა დეველოპმენტსა“ და „მეტრა პარკის“ მობინადრეების შორის ურთიერთობაში არსებობს კიდევ ბევრი სამართლებრივი თუ მორალური ნიუანსი, რომლებზეც პროცესში აუცილებლად გამახვილდება ყურადღება, თუკი კომპანია გააგრძელებს შეცდომაში შეყვანილი მობინადრეეთა ინტერესების აბსოლუტურ უგულვებელყოფას და მათი უსაფრთხეობის და ინტერესების ხარჯზე საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას.
ზარანდიას თქმით, მის მარწმუნებლებს, - მეტრა პარკის მობინადრეებს, იმედი აქვთ, რომ მერია და მისი შესაბამისი საქალაქო სამსახურები არ შევლენ შეცდომაში და კომპანიის კომერციულ ინტერესებს არ გადააყოლებენ ქალაქის და მობინადრეების კანონიერ ინტერესებს. მობინადრეების სახელით უკვე გასაჩივრებულია მერიის დადგენილებები სამშენებლო ესკიზების შეთანხმების თაობაზე და ისინი საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვას ყველა სამართლიბრივი საშუალებით ბოლომდე შეეცდებიან.

(R)
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში Samsung-ის უახლესი და სუპერ მძლავრი Galaxy Note 9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო (R)
Samsung_ის უახლესი და სუპერ მძლავრი ფლაგმანის, Galaxy Note9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო და 30 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს!! შეუკვეთეთ წინასწარ
PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა
13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.
კომპანია "წყალი მარგებლის" ორგანიზებით კურორტ ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018"-ტრადიციული დოღი გაიმართება
წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2018“ - ტრადიციული
"კრისტალი" კიდევ ერთხელ მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს და რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს გუნდს აფინანსებს
კონკურსის წლევანდელი თემა - ენერგოეფექტურობაა, რაც სრულად ესადაგება კრისტალის „მწვანე“ ფილოსოფიას და კორპორაციულ კულტურას.
კლინკერის იმპორტზე ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი რამდენიმე ქარხანა გაჩერდა
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით ბაზარზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება უარესობისკენ. მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ცემენტის
Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა და ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი "BB-" დაადასტურა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა და ბანკის გრძელვადიანი
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
საქართველოში ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა დღეს პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების სახელზე საგანგებო მიმართვა
სიმსივნე არაა სასჯელი (R)
ორი შვილის დედა ეკატერინა იადროვა , ცხოვრობს ნიჟეგოროდის რაიონში. ჩვეულებრივი, საშუალოშემოსავლიანი ოჯახია, ზრდის ორ ვაჟს: უფროსს - ვლადს შეუსრულდა
Vivus-ში გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყო
Vivusge -ში დიდი და სასიამოვნო სიახლეა, ონლაინ სესხების სფეროს ლიდერმა, გრძელვადიანი სესხების გაცემაც დაიწყო.
ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია
შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ ვერბიეში მოეწყო წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია, სადაც გაცხადდა, რომ მსოფლიოს