არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
ჰაიტიზე ქოლერამ 220 ადამიანი იმსხვერპლა
10:41 24-10-2010
ჰაიტიზე ქოლერამ 220 ადამიანი იმსხვერპლა კუნძულ ჰაიტის ცენტრალურ ნაწილში ქოლერამ 220 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 3000 კი ჰოსპიტალშია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს .
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ხოლერაა", - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ქვეყნის პრეზიდენტმა პრევალმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობას პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
პირველი ხუთი შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქში პორტ-ო-პრენსში დაფიქსირდა. დაავადების ძირითადი სიმპტომები - დიარეა, ციებ-ცხელება და ღებინებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაიტიზე ქოლერის შემთხვევა ბოლო 100 წლის განმავლობაში არ აღმოჩენილა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უკვე მიმართა ღონისძიებებს, ეპიდემიის მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის საშიშროება არსებობს. მედიკოსების განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაავადებამ ბანაკებს მიაღწია, სადაც იანვრის მიწისძვრით დაზარალებული 1.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მიწისძვრამ 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სპეციალურ ბანაკებში კი უსახლკაროდ დარჩენილი ჰაიტელები დღემდე ანტისანიტარიასა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. სასმელი წყალი კი მინიმალური რაოდენობით მიეწოდებათ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მონტენეგროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა
მონტენეგროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დღეს აფეთქება მოხდა. მონტენეგროს მთავრობის ინფორმაციით, თავდამსხმელმა საელჩოს
ნიგერიელმა სამხედროებმა სკოლის 80-მდე მოსწავლე გადაარჩინეს
ნიგერიელმა სამხედროებმა სკოლის 80-მდე მოსწავლე გოგონა გადაარჩინეს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ერთ-ერთ სოფელზე რადიკალური
სახელმწიფო მდივნის მოადგილე - სანქციები გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის აგრესიული ქმედებები არ შეწყდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი ირწმუნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოსკოვის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგას იდიოტი უწოდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის ლუქსემბურგელ კოლეგას, მიგრაციის საკითხის ირგვლის შექმნილი უთანხმოების გამო, იდიოტი უწოდა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა, - ამის