არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე შესაძლოა, ლადო გურგენიძეც დაინიშნოს
10:26 04-12-2014
უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე შესაძლოა, ლადო გურგენიძეც დაინიშნოს   უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული,  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი  ლადო  გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს.
როგორც ალექსანდრე კვიტაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია გურგენიძის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში დასახელებაზე.
"ლადოს ნამდვილად ესაუბრებოდნენ. ალბათ გაკეთდება საკოორდინაციო ტიპის საბჭო ან რაღაც კომიტეტი", - განაცხადა კვიტაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას, კვიტაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ინიშნება.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, კვიტაშვილი აცხადებს, რომ მის შესახებ ვერაფერს იტყვის.
"ადეიშვილზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ რას ელაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, ამ მინისტრთა კაბინეტში არ არის. ამ კაბინეტში არის ეკა ზღულაძე, პირველი მოადგილე შს მინისტრის. ვიცი, რომ კიდევ მეტ ხალხთან აპირებენ საუბარს", -განაცხადა კვიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ევროპარლამენტი თურქეთში ვადამდელ არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გააგზავნის
ევროპარლამენტი თურქეთში 24 ივნისს დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირველებს არ გააგზავნის.
 ტრამპი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მომხმარებლებს მათ მიერ გაჟღერებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვერ დაბლოკავს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მომხმარებლებს მათ მიერ გაჟღერებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვერ
 BBC - დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა აშშ-ის პრეზიდენტთან პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის ორგანიზებისთვის 400-600 ათასი დოლარი მიიღო
ბრიტანული ტელე-რადიო კომპანია BBC უკრაინაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა
 ახალი კომპიუტერული ვირუსი „VPNFilter“ მსოფლიოს 54 ქვეყანაში გავრცელდა
ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა. ამის შესახებ ამერიკული სატელეკომუნიკაციო
დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ლიდერები ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ
დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ არ ცნობენ ვენესუელაში ჩატარებული
 ნიკოლ ფაშინიანი - ერევანი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს დროში მოახდენს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას
ოფიციალური ერევანი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს დროში მოახდენს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია - ისინი მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავენ
რუსეთის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უარყვეს საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები,
პეტრო პოროშენკო - მეამბოხეების მხრიდან დონბასის ფართომასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში „ჯაველინები“ იქნება გამოყენებული
მეამბოხეების მხრიდან დონბასის ფართომასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსები, „ჯაველინები“,
 სომხეთის პრეზიდენტი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები პოზიტიურია, ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში უნდა
მარია ზახაროვა - მოსკოვი ვენესუელასთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება
მოსკოვი ვენესუელასთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა