არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
ბარაკ ობამა – მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს
10:43 13-01-2016
ბარაკ ობამა – მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს ბარაქ ობამა პრეზიდენტის რანგში კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით ბოლოჯერ წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას მან აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთზე ისაუბრა.

"მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს", - განაცხადა ობამამ, რომლის თქმითაც, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მდგრადი ეკონომიკა აქვს და სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა.

"საუბრები ამერიკის ეკონომიკურ ვარდნაზე პოლიტიკური პროპაგანდაა. შეერთებული შტატები დედამიწის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. ჩვენს სამხედროებზე უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ჩვენს მერე 8 ქვეყანა ერთად აღებული. ჩვენი ჯარები მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარებია. ვერც ერთი ქვეყანა ვერ ბედავს, თავს დაესხას აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს, რადგან იციან, რომ ეს იქნება გზა განადგურებისკენ.

კვლევები აჩვენებს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პოზიციები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდა. როდესაც საქმე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემებს ეხება, ადამიანები მთელ მსოფლიოში პეკინს ან მოსკოვს არ უყურებენ – ისინი ჩვენ გვეძახიან", - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მსოფლიო დღეს საფრთხეების წინაშეა. ერთ-ერთ საფრთხედ მან "არშემდგარი სახელმწიფოები" დაასახელა.
"ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისა და სირიის შესანარჩუნებლად რესურსებს იყენებს, თუმცა ეს სახელმწიფოები მისი ორბიტიდან გადიან", - აღნიშნა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელისუფლების პრიორიტეტულ ამოცანად ამერიკელი ხალხის დაცვა და ტერორისტული დაჯგუფების განადგურება დაასახელა. მისი თქმით, "ალ-ქაიდა" და "ისლამური სახელმწიფოს" ლიკვიდირებაა საჭირო.

"თუ ამ მოწვევის კონგრესს ტერორიზმთან ომის მოგება მართლა სურს და უნდა მთელ მსოფლიოში მყოფ ჩვენს ჯარებს სიგნალი გაუგზავნოს, მაშინ "ისლამური სახელმწიფოს" წინაარმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა უნდა გასცეთ", - მოუწოდა ობამამ კონგრესს.
მისი მოსაზრებით, XXI საუკუნეში აშშ-ის, როგორც ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია მსოფლიოს გაერთიანებაში მდგომარეობს, პრობლემების მოგვარების მიზნით.

"ამ თვალსაზრისით ჩვენი დახმარება სხვა ქვეყნებისთვის არა ქველმოქმედება, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. როდესაც ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი დემოკრატია, ან კოლუმბიას, რათა შეწყვიტოს მრავალწლიანი ომი, ეს აძლიერებს საერთაშორისო წესრიგს, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აშშ უვიზო რეჟიმის პროგრამის მონაწილე 38 ქვეყანას პირობებს ურთულებს
აშშ-ს უვიზო პროგრამის 38 მონაწილე ქვეყნისთვის ახალი წესები შეამოაქვს, რომლითაც ართულებს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შესახებ
ვილნიუსის მერი - თბილისის მერს პრაქტიკულ რჩევას მივცემდი, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი საბავშვო ბაღი, კარგად მოწყობილი საჯარო ადგილები და გამართული სატრანსპორტო სისტემა
იმისთვის, რომ იყო ევროპული ქალაქის მერი, პირველ რიგში, საჭიროა, მოსახლეობას ჰკითხო თუ რა სურთ მათ, - ამის შესახებ ქალაქ ვილნიუსის
ანკარა გაერო-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს
ანკარა გაერო-ს აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ
უახლოეს პერიოდში კოსოვო ევროპის საბჭოს წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს
კოსოვო მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2018 წლის იანვარში ევროპის საბჭოს წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ
იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს
იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ტერორისტული დაჯგუფების 7 წევრი დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ტერორისტული დაჯგუფების 7 წევრი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს საზოგადოებრივი კავშირების ცენტრი იუწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ქრთამის აღებაში მსჯავრდებული რუსი მინისტრი - ღვინის ჩუქებას დამპირდნენ და ჩანთაში ფული კი არა ღვინო მეგულებოდა
მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ულიუკაევი მექრთამეობაში ბრალდებულად ცნო, სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის
საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ორი დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში მიღებული ჭრილობებისგან
ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ბენიამინ ნეთანიაჰუს კითხავენ
ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მის წინააღმდეგ მიმდინარე ორი გამოძიების ფარგლებში უკვე მეშვიდედ კითხავენ. ამის შესახებ გამოცემა „ჰაარეცი“ წერს.