არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
24-11-2017
ევროკომისიის პრეზიდენტი - 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა და დასაქმება იქნება
12:14 16-01-2016
ევროკომისიის პრეზიდენტი - 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა და დასაქმება იქნება ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფა იქნება. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, იუნკერმა გადაუწყვეტ პრობლემებად დაასახელა - უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება, რუსეთთან უთანხმოება და ტერორისტული საფრთხეები.

ევროკომისის პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირი მიგრაციული კრიზისისთვის მზად არ იყო. "ევრონიუსი" წერს, რომ იუნკერმა ასევე უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებები, რომლებსაც მიგრანტების მიღება არ სურთ.

"კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი იყო შესაძლებელი ძალიან მძიმე პირობებში. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, როგორც ჩანს, შეექმნა პრობლემები მინისტრთა საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით", -განაცხადა იუნკერმა.

მისი თქმით, თუ 2016 წელს არ შესრულდება ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირში ნდობის კრიზისი შეიქმნება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ შენგენის ზონა მიგრაციულ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდება, ეს მძიმე დარტყმას მიიტანს ეკონომიკაზე და უმუშევრობას გაზრდის.

"გასული წელი ევროპისთვის მძიმე იყო. ყველაფერი რთულად იქნება წელსაც. მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს დასასრულის დასაწყისია", - დასძინა იუნკერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ
ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩართვას აპირებენ.
ავღანეთში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ჯელალაბადში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი „პირველი არხი“ იუწყება.
თურქეთის ხელისუფლებამ 99 ექიმისა და იურისტის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ 99 ექიმისა და იურისტის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი - გიულენის ექსტრადირების თხოვნით აშშ-ს შვიდჯერ მივმართეთ, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია
თურქეთმა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების თხოვნით აშშ-ს შვიდჯერ მიმართა, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, - ამის შესახებ ქვეყნის
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ყირიმში ჩასვლის გამო ქვეყანაში შესვლაზე უარი 1300-ზე მეტ უცხოელს უთხრა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ყირიმში ჩასვლის გამო, ქვეყანაში შესვლაზე უარი
უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
უკრაინელმა დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით
ქალაქ პილოსის მახლობლად ზღვაში ეძებენ გემს, რომელზეც, წინასწარი ინფორმაციით, 45 მიგრანტი იმყოფება
საბერძნეთის სანაპირო დაცვა ქალაქ პილოსის მახლობლად ზღვაში ეძებს გემს, რომელზეც, წინასწარი ინფორმაციით, 45 მიგრანტი იმყოფება.
გერმანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სირიის ექვსი მოქალაქე გაათავისუფლა
გერმანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სირიის ექვსი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ნიცის პროკურატურა სულეიმან კერიმოვს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს
საფრანგეთის ხელისუფლება ნიცაში დაკავებულ რუს სენატორს სულეიმან კერიმოვს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებასა და ფულის
Daily Mail - დაკავებულ საუდელ პრინცებს დაკითხვების დროს აწამებენ
საუდის არაბეთის სახელმწიფო ელიტის დაკავებულ წარმომადგენლებს, მათ შორის პრინცებს, დაკითხვების დროს აწამებენ, - ამის შესახებ საკუთარ