არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს წელს ვერ დაესწრება
10:51 20-01-2016
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს წელს ვერ დაესწრება რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს წლის ბოლომდე ვერ დაესწრება. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასერმა განაცხადა.
ბრასერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა ზამთრის სესიაზე დასწრებაზე უარი თქვა.

"ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. ამის შედეგი იქნება შემდეგი: რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ვერ დაესწრება ასამბლეის სეისებს 2016 წლის განმავლობაში, ან სულ მცირე რუსეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე", - განაცხადა ბრასერმა.

რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გამოტოვების შესახებ გასულ კვირას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ასამბლეას დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც მოსკოვის დელეგაცია ყველა უფლების დაბრუნების გარანტიას მიიღებს.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურად მიერთება გახდა. რუსეთის დელეგაციამ სანქციების გამო პროტესტის ნიშნად ასამბლეის სესიები გამოტოვა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ესპანეთში, ფინეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, ბოლო პერიოდში განხორციელებული ტერაქტების შედეგად, ევროპაში უსაფრთხოების ზომების
აშშ-ის სამხედრო ხომალდზე „ჯონ მაკკეინი“, რომელიც ტანკერს შეეჯახა, რამდენიმე მეზღვაურის გვამი აღმოაჩინეს
ამერიკულ სამხედრო ხომალდზე „ჯონ მაკკეინი“, რომელიც ტანკერს შეეჯახა, რამდენიმე დაკარგული მეზღვაურის გვამი აღმოაჩინეს.
მიხეილ სააკაშვილი - ყურადღებას არ მივაქცევდი ოლეგ ლიაშკოს ისტერიულ განცხადებას, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მოქალაქეობა მისი მიმართვის შემდეგ ჩამომართვეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერის ოლეგ ლიაშკოს იმ განცხადებას გამოეხმაურა,
საფრანგეთში არეულობის შედეგად 16 მიგრანტი დაშავდა
საფრანგეთში, ქალაქ კალეში არეულობის შედეგად 16 მიგრანტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პრეფექტურაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო „სპუტნიკმა“ ქართველი მოსწავლეების ყირიმში სტუმრობის შესახებ ინფორმაციაში შესწორება შეიტანა
სააგენტო „სპუტნიკმა“ ქართველი მოსწავლეების ყირიმში სტუმრობის შესახებ ინფორმაციაში შესწორება შეიტანა.
„თალიბანის“ წარმომადგენელი - ომის გაგრძელების ნაცვლად, ამერიკელებს ურჩევნიათ ავღანეთიდან თავიანთი ჯარისკაცების გაყვანაზე იფიქრონ
რადიკალური მოძრაობა „თალიბანმა“ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის
პენსილვანიის შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ აპერ-დერბიში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაშავდა.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი - „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები დათვლილია, თუმცა მის განადგურებაზე საუბარი ნაადრევია
აშშ-ს თავდაცვის მდივანის ჯეიმს მეტისის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები დათვლილია,
ქალაქ როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა
რუსეთში, ქალაქ როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია.
აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებას წინასწარი პირობების გარეშე
აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას წინასწარი პირობების გარეშე.