არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები შეწყვიტა
14:14 27-02-2016
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები შეწყვიტა რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები შეწყვიტა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ძალაში შესვლის გათვალისწინებით, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსულ-ამერიკული შეთანხმების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ასევე დარტყმების მიტანისას შესაძლო შეცდომების გამორიცხვის მიზნით, დღეს, 27 თებერვალს, სირიის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ავიაციის ფრენები არ ხორციელდება", - განაცხადა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

რუსეთის გენშტაბის ცნობით, სიტუაცია მთელ სირიაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.

თავის მხრივ, სირიაში დისლოცირებულ რუსულ ავიაბაზა "ჰმეიმიმის" შერიგების ცენტრის ხელმძღვანელმა სერგეი კურალენკომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დაცვის კონტროლი 70 უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით ხორციელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია სირიის 34 დასახლებულ პუნქტში.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამერიკაში ფაბრიკაში აფეთქების შედეგად 75 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის შტატში მდებარე კოსმეტიკის ფაბრიკაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 75 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გერმანიის კანცლერი გადადგომას არ გეგმავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბელორუსში რუსეთის მოქალაქემ ბანკში მძევლები აიყვანა
რუსეთის მოქალაქე, ძარცვის მიზნით, ბელორუსში, ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის გააუვნებელყვეს.
ბელგიაში ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან გარდაცვლილი და დაშავებულები
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია საქართველოში წასვლის, თუ გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ მალე თავისუფლებაზე ვიქნები
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის
ანკარაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს.
სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში მდებარე აშშ-ის საკონსულოებში, შესაძლოა, ვიზების გაცემა უახლოეს პერიოდში განახლდეს
სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში მდებარე აშშ-ის საკონსულოებში უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, სავიზო გასაუბრებები განახლდეს.
თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
თურქეთში, ქალაქ თექირდაღში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს.
პეტრო პოროშენკო ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 24 ნოემბერს, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება.
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.