არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთს ძალითა და შეკავებით უნდა პასუხობდეს
13:10 02-05-2016
 იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთს ძალითა და შეკავებით უნდა პასუხობდეს ნატო რუსეთს ძალითა და შეკავებით უნდა პასუხობდეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი რუსეთის ქმედებებზე „დამაჯერებელი შემაკავებელი ფაქტორების საშუალებით“ უნდა რეაგირებდეს, რაც ბალტიისპირეთში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

„მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ამჟამად განიხილება გეგმა, რომლის თანახმად, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანასა და პოლონეთში გაიგზავნება საერთაშორისო ბატალიონი, რომელიც როტაციული პრინციპით იმოქმედებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრ ქვეყნებში ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღებენ.

იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრზე აპირებს თავდასხმას. „თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის სრული სოლიდარობა უზრუნველვყოთ და ამავდროულად, გავატაროთ შეკავების პოლიტიკა“, - განაცხადა სტოლტენბერბმა. მისივე თქმით, ნატო-ს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია ან ცივი ომის განმეორება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპზე კომპრომატი არ გვაქვს - ვიდრე არ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა, ის ჩვენთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენდა
რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე არანაირი მაკომპრომენტირებელი მასალა არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-ისთვის
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ნამდვილი ეშმაკია, ის მკვლელია - ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, ანუ შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს
პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს,
ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტი 15 ოქტომბერს გაიმართება
ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ქვეყნების სამიტი 15 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა
ვლადიმერ პუტინი - ახლა ბურთი ტრამპის მხარესაა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკში, ამერიკელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპს 2018 წლის ფეხბურთის
ნიკოლ ფაშინიანი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძეს სამძიმარს უცხადებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, ხანგრძლივი ორმხრივი ურთიერთობების ფილოსოფიაზე დაფიქრდეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შესთავაზა, ორმხრივი
დონალდ ტრამპი - ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა
ვლადიმერ პუტინთან დიალოგი პროდუქტიული იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა საქმიან და გულწრფელ გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პრესკონფერენციის დაწყების წინ ინციდენტი მოხდა
ჰელსინკში, დარბაზში, სადაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, ინციდენტი მოხდა. მამაკაცს, რომელიც დარბაზში