არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
CNN - რუსეთის სპეცსამსახურები ტრამპზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ
12:10 11-01-2017
CNN - რუსეთის სპეცსამსახურები ტრამპზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.

თავის მხრივ, CNN აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.

აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, ვერ შეძლეს აღნიშნული ფაქტის გადამოწმება, თუმცა საკმაოდ სერიოზულად ჩათვალეს და საიდუმლო ანგარიშში ჩართეს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება.

წყაროს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა ტრამპის ოპონენტებზე, მათ შორის ჰილარი კლინტონზე ინფორმაციის შეგროვების თაობაზე.

დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ „ადგილი აქვს პოლიტიკურ ნადირობას კუდიანებზე“.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლონდონისა და ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ მეტროს სადგურზე სროლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა
ლონდონის პოლიციამ ოქსფორდ-სთრითზე მეტროში ინციდენტის შემდეგ, შეზღუდვები მოხსნა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურ „Oxford Circus“-ზე ინციდენტი მოხდა, რომლის
ლონდონის ცენტრში ორი მეტროს სადგურის ევაკუაცია განხორციელდა
ლონდონის ცენტრალურ ნაწილში ორი მეტროს სადგურის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახე BBC იტყობინება.
დონალდ ტრამპი - მსოფლიომ არ უნდა აიტანოს ტერორიზმი
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეგვიპტეში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და ტერორიზმისა და მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს.
აეროპორტ „კიევში“ ნაღმს ეძებენ
საერთაშორისო აეროპორტ“ კიევის“ ერთ-ერთი შენობიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განაცხადეს.
ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს
ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ტრამპი ერდოღანთან სატელეფონო საუბარში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივების განხილვას აპირებს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების
ეგვიპტეში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 85-ს მიაღწია
ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე სუფისტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა
ევროკავშირმა მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად იტალიას დამატებით 40 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად იტალიას დამატებით 40 მილიონი ევრო გამოუყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება.
დალია გრიბაუსკაიტე - ლუკაშენკოს მხრიდან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმის უკან რუსეთი დგას
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მხრიდან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსკოვის პოზიციით არის განპირობებული,
ეგვიპტეში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა
ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე